მე შენ მიყვარხარ, მწვანე მოზაიკად
ძვირფასო მაი, ჩემო მომავალო მეუღლევ, ჩემი შვილების მომავალო დედავ, ჩემო ძვირფასო და ამ სიძვირფასის სიამოვნებავ, ჩემო სიცოცხლის შთაგონებავ და ჩემო უტრფესობავ, თითქოს რა მარტივია ეს ცხოვრება ერთი შეხედვით, მაგრამ როცა კარგად დააკვირდები და მეორედ, უფრო დაჟინებით ჩააცქერდები თვალებში მიხვდები, რომ გარეგნულად არის მხოლოდ მარტივი, სიღრმეებში კი სირთულეებით, თავგადასავლებით და სიგიჟეებითაა სავსე, რომლის დაძლევის სურვილიც უნდა გაგაჩნდეს ადამიანს, სხვანაირად იგივედ დარჩება ყოველივე და არაფერი შეიცვლება. ჩემო ტურფა მარწყვო, ჩემო მარწყვის კოქტეილო, ჩემო სიგიჟის ნაწილო, ყოველი გასული დღე უფრო მეგემრიელები და მეძვირფასები და დღე სრულდება იმით, რომ შენი სიყვარულის გულში ჩაკვრით ვიძინებ. შენ სიყვარულს ვეალერსები, შენს სიყვარულს ვიბედებ და შენს სიყვარულთან ერთად ვიძინებ ყოველ უმძიმეს და უშფოთეს ღამეს. განა არ მინდა? ძალიან მინდა, რომ ყოველდღე, როგორც სხვა წყვილები, ყოველდღე გნახულობდე, მსურს რომ ჩუმად მოვიპარებოდე შენი სახლის ფანჯრებთან და გიტოვებდე სიყვარულის კოცნებს, ან სიყვარულის სითბოებს, გიტოვებდე ჩემს გულს (თუმცა არა მთლიანად, ნაწილ-ნაწილ), გიტოვებდე წერილებს და ყოველდღე ამ გულში ჩაკრულ და ჩემს სუნთქვააყოლებულ წერილების წაკითხვის შემდეგ შენს რეაქციას ჩუმად, შორიდან ვადევნებდე თვალს, შემდეგ კი გხვდებოდე, გიხუტებდე და ვიქცეოდე ისე თითქოს არაფერი ვიცი, თითქოს წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, რა დაგხვდა დილით შენს ფანჯრებთან. მინდა, რომ გითქვამდე შეხვედრებს, ან ჩვენს საყვარელ ქუჩებზე, ჩვენ საყვარელ პარკში სრულიად შემთხვევით ვხვდებოდეთ ერთმანეთს სადაც ორივეს გვეყვარება ჯდომა, ერთად ფიქრი, ფიქრი წარსულზე, ფიქრი მომავალზე, ფიქრი ჩვენს დაუშრეტელ ოცნებებზე და ფიქრი ჩვენს გულებში აბობოქრებულ კოცონზე, რომლის ჩაქრობაც არც არასდროს იქნებოდა შესაძლებელი, რამდენი მეხანძრეც არ უნდა მოეყვანა ვინმეს რათა ამ სიყვარულს საძირკველი გამოეცლიათ. კვლავ მინდა შენი ხელი მეჭიროს და გულის ფეთქვას შენს მაჯაზე ხელმიდებულს ვგრძნობდე, შენს აჩქარებულ სუნთქვებს, სიამოვნების ნაპერწკლებს თვალებიდან და სიყვარულის მარადიულ ბზინვარებას, რომელიც მუდამ შენ გახლავს. ძლიერ სიყვარულს მწამს, ვერაფერი დაამარცხებს, ყოველი განსაცდელი, ყოველი ცრემლი ტანჯვა და ტკივილი მას უფრო და უფრო აძლიერებს. როგორ მინდა ახლა შენთან დაჩოქილს შენს თვალებში მომზირალს პასუხს ველოდე შენით აღელვებული ემოციანავლილი სულისგან. ველოდე პასუხს - დიახ. ძალიან მინდა ყოველ ღამით გიყურო როგორ გძინავს და შენი გულის ფეთქვები დილამდე ვითვალო... ათას ერთი, ათას ორი, ათას სამი, ათას ოთხი და ასე მილიონამდე, მილიარდამდე დაუთვლელი გულის ფეთქვა ჩაჰყვება ჩემს სიზმრებს. სიგიჟემდე, და სიგიჟის მარადიულ საწყისებამდე მინდა, რომ გიყურო როგორ მღერი ჩვენს საყვარელ ჰანგებს და ხელში პატარა სიყვარული ისეთი მზრუნველობით გიჭირავს, რომ სიგიჟის მარცვლებსაც კი ყოველ ნაბიჯზე ვპოულობ და ვკრეფ, რომ არსად დამეკარგოს. ყოველდღე, ყოველ მარადიულ წამს ახლიდან მიყვარდები, შენ ჩემი სიცოცხლის საწყისი ხარ, ჩემი სიცოცხლის შთაგონება და ჩემი გულის ფეთქვების აზრიანი მიზეზი, რომელიც მუდამდღე გვერდით მყავს... გახსოვდეს მაი, ჩემო მომავალო მეუღლევ, ჩემი შვილების მომავალო დედავ, ჩემო ძვირფასო და ამ სიძვირფასის სიამოვნებავ, ჩემო სიცოცხლის შთაგონებავ და ჩემო უტრფესობავ, ცხოვრება მხოლოდ მაშინაა მარტივი, როდესაც არანაირი მიზანი და მოტივი არ გააჩნია ადამიანს. როცა სუნთქავს არაფრისთვის, როცა ცოცხლობს არაფრისთვის. მაგრამ მე შენით ვცოცხლობ, შენ ხარ ჩემი სუნთქვის მიზეზი და ასევე გახსოვდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ეს სამყოფელი, რაც არ უნდა მიჭირდეს ამ წუთისოფლის მხრებით ზიდვა, პირველ რიგში შენ მოგიკიდებ ზურგზე და ჩემთან ერთად ყოველ ჭირნახულ ამინდში წაგიყვან. მაგიჟებ... შენთვის ყველაფერს დავძლევ... ყოველ ცდუნებას... ყოველ გასაჭირს... სიკვდილსაც კიიი... შენთან ერთად მარადიულად ვიცოცხლებ. შენ ხარ ჩემი მარადიული აკვანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.