შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ


5-03-2019, 15:52
ავტორი მიკი
ნანახია 1 059

რას ნიშნავს გინდა იყო მარტო , თუ არა სურვილს იჯდე ოთახში , ცხელი ლიმნიანი ჩაით ხელში სრულ სიმშვიდეში , უკანა ფონზე მხოლოდ მშვიდი მუსიკა რომ ისმის თითქმის ჩურჩულით , უყურებდე კედელს , ერთ წერტილს სადაც არაფერს არ ხედავ , მაგრამ ჩაუღრმავდები და შეიძლება საკუთარი თავიც დაინახო , თუ ღრმად ჩაისუნთქავ ალბათ საღებავის მძაფრ სუნსაც იგრძნობ , რომელიც სინამდვილეში არც არის , კიდევ ერთხელ დააკვირდები კედელს , ეცდები წარმოიდგინო როგორ ღებავდნენ და ეს მხოლოდ იმიტომ , რომ გინდა სხვა ფიქრებს თავი აარიდო ... უყურებ სხვა ნივთებს , ალბათ დრო გაგყავს . მხოლოდ იმიტომ რომ მარტო იყო. უბრალოდ არ გინდა არავისთან ლაპარაკი , არც იცი რატომ მაგრამ ეს მარტოობა იმაზე ნაკლებად გწიწკნის გულს ვიდრე ვინმეს ელაპარაკო და ამ ლაპარაკში რაღაც ისეთი გაიგო რაც ნაკუწებად გიგცევს იმ გულს რომელიც შენთან მოსაუბრეს გაუღე . არ ფიქრობ ნდობაზე , სიყვარულზე , მეგობრობაზე , რადგან ამ ყველაფერზე უკვე იფიქრე და დაიღალე , დაიღალე ჯდომით , ფიქრით , ამ კედლის ყურებითაც კი ; თუმცა სხვა რა დაგრჩენია , იჯდე , იფიქრო და ისევ ამ კედელს უყურო , ხანდახან კი ჩაიც მოსვა . რა უნდა გქონდეს საფიქრალი და სანერვიულო , მაგრამ ალბათ არის ის რაც შიგნიდან განადგურებს ...გაინტერესებს , ნუთუ ეს არის შენი ცხოვრება , ნუთუ ბოლომდე ამ ცხოვრებით უნდა იცხოვრო . იქნებ არ იმსახურებ იმას რაც გაქვს , ან იქნებ მეტს იმსახურებ , მაგრამ საკუთარ თავს გასაქანს არ აძლევ . იქნებ , იქნებ , სულ ეს იქნებ და ბოლო წამებშიც კი როცა ისევ ამ კედელს შეჰყურებ და ფიქრობ ნუთუ გააკეთე ის რაც უნდა გაგეკეთებინა , ან იქნებ ვერ შეძელი , ეს იქნებ ისევ გახსენებს თავს და იკარგები საკუთარ გონებაში როგორც არაფერი , ქრები , ცდილობ უკან დასაბრუნებელი გზა იპოვო , მაგრამ საკუთარი ფიქრებიდან თავს ვერ დააღწევ . იქნებ ეს იყო შენი მიზანი , მოსულიყავი გეფიქრა და წასულიყავი .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent