შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული,აწმყო,მერე?


6-03-2019, 03:20
ავტორი iname123
ნანახია 5 457

დრო მაშინებს.
თვითონ დროის სვლა.
ჩემმა მათემატიკის ლექტორმა თქვა:,,მეგობრებო დრო?! ის არაფერია,უბრალოდ მას ადამიანები ვანიჭებთ უპირატესობას.აი ახლა მე თქვენს წინ მოვდივარ დავბრუნდი უკან.თქვენ გგონიათ,რომ მოქმედება განმეორდა? არა მეგობრებო ცდებით.დრო არაფერს ამეორებს მიუხედავად იმისა,რომ მიბაძოთ იმ თქვენს საქციელს რაც ორი წამის წინ გააკეთეთ.’’
მეც ამან უფრო დამაღონა და შემაშინა.ვერ გავიმეორებთ იმას რაც უკვე წავიდა.ჰო მართალია,მაგრამ...დრო რომ უსწრაფესად მიდის და მე ამის მეშინია რა გავაკეთო?
როგორ ვარ იცით.წარსულის მენატრება.აწმყო არ მხიბლავს,ხოლო მომავალზე არც ვფიქრობ,რადგან ისეთი შეგრძნება მეუფლება,თუ მომავალზე ბევრი ვიფიქრე ის გაქრება და ჩაიფერფლება.
რაც უფრო ბევრი მოგონება მიგროვდება და რაც უფრო იზრდება წარსული მით უფრო სევდას მგვრის ყველაფერი,რადგან შიში მაქვს იმის,რომ ეს ყოველივეც დამთავრდება.
არ ვიცი რატომ ვუღრმავდები ამ საკითხს ასე მაგრამ ფაქტია,რომ თავიდან ვერ ვიგდებ.
ხანდახან თავი შიზოიდი მგონია.
ხანდახან დეპრესიული ადამიანი.
ხანდახან კი რეალობა მწარედ მაჯახებს,რომ არაფერს წარმოვადგენ.
ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ აი ახლა ახლა დასრულდება ყველაფერი.და წამები,რომ გაივლის ვფიქრობ,რატომ არ დასრულდა?რამე ხომ უნდა იყოს მიზეზი ამის.ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს,რომ რატომ არ დასრულდა ახლა და ამ წამს?!
18 წლის ვარ და ეს ფიქრები ისე მკვეთრად ირევი ჩემში,რომ ხანდახან გაგიჟებამდეც კი მივდივარ.
მონატრებაც ძლიერი მაქვს წარსულის,რადგან ის ადამიანები აღარ მყავს გვერდით,რომლებიც ჩემი წარსულის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
მამა,დედა,ჩემი ძმა...
აღარ არიან ჩემს გვერდით და სული მეხუთება ხოლმე ისე მინდება იმ მომენტებში დაბრუნება,როცა ერთად ვიყავით.
მერე რა,რომ სულ დაძაბულობა იყო,ან მერე რა თუ სულ იმის შიშით მივდიოდი სახლში რაიმე ტრაგედია არ დამხვედროდა.
ხანდახან სკოლიდან მიმავალს დარდი მიპყრობდა.ჩემი კლასელები საუბრობდნენ იმაზე:,,დღეს რა დამხვდება იცით სახლში? დედამ პიცას გაგიკეთებო.’’ ან რაღაც მსგავსებს.
როდესაც ჯერი მოიდოდა ჩემზე და მეკითხებოდნენ რუსუდან შენ რას დაგახვედრებენ?
პასუხი არ მქონდა და თემა სხვა რამეზე გადამქონდა.
პასუხი არ მქონდა,რადგან რუსუდანმა არ იცოდა რას დაახვედრებდნენ.მან ისიც კი არ იცოდა საერთოდ ცოცხლები დახვდებოდნენ თუ არა მისი მშობლები.შიში ჰქონდა იმის,რომ არ შემოჰკვდომოდათ ერთმანეთი.ეს იმიტომ,რომ წინა ღამით სასტიკად იჩხუბეს,მას სულ ჰქონდა ამის შიში.სკოლიდან მომავალს,მეგობრებიდან მომავალს...სულ...გამუდმებით.
მერე გაიზარდა...
დამოუკიდებელი გახდა...
სახლში,როდესაც მიდის გზაზე მიმავალს არაფრის შიში არ აქვს,თუ როგორ დახვდებიან მას სახლში.
მაგრამ მან ზუსტად იცის,რომ არც არავინ დახვდება.
ეს რაღაცნაირ განცდას იწვევს მასში და ასევდიანებს.
ჰქონია მომენტები,როდესაც სახლში ისევ ცუდის მოლოდინით მიდიოდა,მაგრამ კარგი ხვდებოდა.
ერთი-ორჯერ დახვდა კარგი და ცუდის მოლოდინი თანდათან ქრებოდა.
მერე რუსუდანი ცდილობდა ცუდზე აღარ ეფიქრა,მაგრამ ის კარგი არ ჩნდებოდა.
არ კარგავდა იმედს,რომ კარგი დახვდებოდა ცუდის მოლოდინში.
ახლა კი...
ახლა კი გზაზე სევდიანს მიმავალს არც ცუდის მოლოდინი აქვს და არც კარგის,რადგან ზუსტად იცის ცივი მარტოობა სახეში მწარედ შემოხვდება.
ასეთ მარტოობას ხანდახან ურჩევნია ცუდი დახვდეს.....
ან....
მგონი არ ურჩევნია.მგონი არა არ ურჩევნია.
ურჩევნია ცივი მარტოობა შემოეფეთოს სახეში ვიდრე სასტიკი რეალობა,რომელმაც მთელი ბავშვობა მოუშხამა და დაღი დაასვა მას.
ამ რეალობამ,რომელიც უკვე წარსულია ღრმად დაამჩნია კვალი მას და უზარმაზარი ჭრილობები მიაყენა.
არც ხდება ისეთი,რომ ეს ჭრილობები შეუმსუბუქოს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ,რომ წარსულზე თუ ისაუბრებ და მას მადლიერებით დაივიწყებ განთავისუფლდებიო მისგან.
წარსულზე ვისაუბრებ....
მაგრამ....
მადლიერებით დავივიწყო ის?
ეს როგორ?!
მასწავლეთ ,,კეთილო’’ ხალხო,როგორ დავივიწყო წარსული მადლიერებით,წარსული რომელმაც მთელი ჩემი არსება მოშხამა და გაანადგურა.
წარსული,რომელმაც ბავშვობა მომიშხამა და არ მომცა იმის უფლება ჩემი ასაკის შესაფერისი ფიქრები მქონოდა.
ბავშვობა არ მქონია.
არც ახალგაზრდობა.
მგონია,რომ მოხუცი გავჩნდი.
18 წლის მოხუცი,რომელიც სარეცელზე წევს და სიკვდილს ელოდება წუთიწუთზე.
ეს სიკვდილი კი არ ჩანს და ის შველას სთხოვს,მხოლოდ სიკვდილს.
სიკვდილის მოლოდინში 18 წლის მოხუცს გამახსენდება ის წარსული,რომელმაც სულში ნაოჭები დამამჩნია.



№1  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

უფ რა კარგი იყო...♡♡♡
იცი?! კიარ მეგონა რომ ვკითხულობდი, არამედ მეგონა რომ გესაუბრებოდი...♡♡♡
ძალაინ კარგიიყო...♡♡♡
წარმატებები და სულმოუთქმელად ველოდები ახალ ჩანახატს, ლექსს ან თუნდაც ისტორიას რადგან ის უფრო გამაბედნიერებს, იმიტომ რომ საშუალება მომეცემა უფრო ბევრი შენი ნაწერი წავიკითხო...♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent