დრო
მომავალი არაა საშიში, ის მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, მხოლოდ წარსულის უნდა გვეშინოდეს რადგან მასთან უძლურნი ვართ. გაივლის წუთი და ის უკვე წარსულის საკუთრებაა... წარსული რომ არ იყოს არ იქნებოდა სინანული და არც მონატრება. მაშინ სამყარო სულაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიცაა, მაგრამ წარსული რომ არ იყოს და შესაბამისად არც სინანული და არც მონატრება მაშინ არ იქნებოდა არც სამართალი და ვერც ვერაფრის ფასს გავიგებდით ამქვეყნად, რადგან ადამიანური სენია უნკურნებელი - ყველაფერს მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როცა ვკარგავთ... მართლაც დიდ გზას გავს დრო და ცხოვრება, ერთი განსხვავებით - დრო არასოდეს მოგვცემს უფლებას დავისვენოთ. ეს ჩვენც არაფერს გვაძლევს, რადგან დაგვძლევს უსაქმურობის მანია და დიდ დროს დავკარგავთ. ეს დიდი დრო ხანდახან მთელი ცხოვრებაა... ხანდახან ძალიან ვიღლებით, იმდენად, რომ გვინდება რაიმე მონაკვეთი გამოვტოვოთ მისი და "გადავახტეთ". ხანდახან ეს გამოგვდის კიდეც, მაგრამ ის გამოტოვებული დრო ვალია ყოველთვის. თუნდაც წუთი გამოვტოვოთ ცხოვრებაში, მისი დაბრუნება აუცილებლად გვიხდება... წუთის წინ აწმყო იყო, ცოტა უფრო ადრე კი მომავალი და ახლა უკვე წარსულია. წუთის წინ ახლოს იყო, ჩვენს გვერდით, მაგრამ იმდენად შორსაა უკვე, ისეთი მიუწვდომელი გახდა და ისეთი დაუნდობელი... დრო არასოდესაა უსამართლო, მან ყველაზე კარგად იცის სამართალი და საკუთარი თავის ფასი, მაგრამ ეს კია, რომ ძალიან მკაცრია და პირქუში. მასთან არც ფლიდობა ჭრის, არც "ფული" და არც სხვა რამ... ძალიან სამართლიანია დრო. ის ყველასთვის ერთია მდიდარისა თუ ღარიბისთვის, კეთილისა თუ ბოროტისთვის და თუნდაც ეს პატარა ნაპერწკალი სამართლიანობისა ზოგისთვის ცხოვრების აზრს წარმოადგენს. ადამიანისგან დაჩაგრულს ხშირად წყალობს დრო, რადგან მომავალია ყოველთვის სამართლიანი. მომავალი ხშირად ასამართლებს წარსულს. სხვანარად არც ექნებოდა აზრი სიცოცხლეს... დრო მასწავლებელია ყველაზე კარგი. დრო იმდენად ძლიერია, ყოვლისშემძლე, რომ ყველაზე უსარგებლო მომენტსაც უდიდეს ფასეულობად აქცევს, ეს წარსულში ჩადენილი შეცდომაა. ის ხშირად იმდენად მტკივნეულია, მაგრამ უდიდესი ფასი ეძლევა მაშინ, როცა მომავალში სახელმძღვანელოდ გვევლინება და უფრო დიდი შეცდომის დაშვებისაგან გვაზღვევს... დრო ყველაზე მეტად აფასებს ადამიანს, ადამიანმა კი არასოდეს იცის დროის ფასი...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.