შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე


11-03-2019, 13:04
ავტორი A n u s h k a 1
ნანახია 1 196

მაპატიეთ...
ჩემი გემის კაპიტნობა. მაპატიეთ, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია, მაპატიეთ, რომ არ მოგეცით უფლება ჩემი ცხოვრება თქვენ გემართათ. მაპატიეთ, რომ როცა ჩემს გადათელვას ლამობდით, მე ფეხზე მედგრად ვიდექი, ვეცემოდი და ვდგებოდი, ვდგებოდი უფრო ძლიერი.მაპატიეთ, რომ ყოველთვის ზუსტად ვიცოდი რა იყო ჩემი და რომ თქვენ არასოდეს მეჩემებოდით. მაპატიეთ, რომ როცა თქვენ ტკივილს მაყენებდით, არ ვიმჩნევდი და გიღიმოდით, როცა მდაბიო გამონათქვამებით და საქციელით გულს მტკენდით-არ გპასუხობდით, რადგან არ შემეძლო იმის გაკეთება, რაც თქვენთვის უბრალოდ ცხოვრების წესი იყო. მაპატიეთ, რომ ჩემი აშენებულის დანგრევის შესაძლებლობა არ მოგეცით.
მაპატიეთ ჩემი სიყვარული, სადაც თქვენი ადგილი არ არის.
მაპატიეთ, რომ თქვენს მიერ დაწერილი უფლება-მოვლეობები ისე ვერ განახორციელეთ ჩემი მიზეზით, როგორც გსურდათ. სადაც გეგონათ, რომ თქვენი უფლება იყო, დაგანახეთ რომ ეს ჩემი უფლება იყო და სადაც გეგონათ, რომ ვალდებულება მქონდა, დაგანახეთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი კეთილი სურვილი იყო. დაგანახეთ ,რომ ჩემი უფლებები სწორედ იქ იწყებოდა, სადაც თქვენი მთავრდებოდა.
მაპატიეთ, რომ მიყვარდა და მიყვარს ადამიანები, ვინც ჩემს გვერდით იდგენენ თავიანთი უანგარო სიყვარულით და ამის დანახვა შევძელი.
ჩემთვის მთავარია, ვიყო კარგი შვილი, კარგი დედა, , კარგი მეგობარი, კარგი მეზობელი, კარგი ნაცნობი, კარგი ნათესავი, სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს, მოშურნე და ბოროტის აზრი არ მაინტერესებს, რადგან მათთან წერტილის დასმა შევძელი.
მაპატიეთ, თქვენ წერტილს იქით ხართ. წერტილს იქით კი არ მაინტერესებს რა ხდება.
მაპატიეთ, მე არასოდეს დავნებდები დროს, მე თქვენ ვერ გამტეხთ, ვერ დამიმორჩილებთ.
მაპატიეთ, რომ ვარ ის, ვინც ვარ.
მაპატიეთ, რომ ზუსტად ვიცი სად და როდის უნდა გავავლო ზღვარი.
მაპატიეთ, რომ არ მოგეცით უფლება შემოჭრილიყავით ჩემს პირად სივრცეში.
მაპატიეთ, ჩემი გრძნობების დაცვა.
მაპატიეთ, რომ თქვენთვის ადგილი არ დამრჩა ჩემს გრძნობებში.
მაპატიეთ, რომ ჩემი მტრები ხართ.
მაპატიეთ, ის ბრძოლა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ.
მაპატიეთ, ის შური და ბოღმა, რომელიც თქვენში ბუდობს ჩემს მიმართ.
მაპატიეთ, რომ ჩემი გემის კაპიტნობა არ დაგითმეთ.
მაპატიეთ, მაგრამ არც მომავალში დაგითმობთ!! ))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent