შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენს სახლში ფერადი პეპლები ცხოვრობენ


14-03-2019, 01:00
ავტორი სულ ერთია
ნანახია 10 239

ჩვენს სახლში ფერადი პეპლები ცხოვრობენ
ჩვენს სახლში ფერადი პეპლები ცხოვრობენ. ზოგი დიდია, ზოგი ნამცეცივით პატარა, თუმცა ყველა იმდენად ფერადია და იმდენად მკვეთრად ასხივებს ფერად სინათლეს, რომ შუქის ანთება სულაც არაა საჭირო - ისინი თვითონ აკაშკაშებენ სახლის ყველა კუთხეს, თუმცა სულ ასე არ იყო... ადრე შუქის ანთება იმისთვის გვჭირდებოდა, რომ ერთმანეთი გაგვერჩია. თვეობით და წლობით ვმსხდარვართ სიბნელეში და შუქის ანთების ხალისი აცერთს არ გვქონია.მერე უჩუმრად ანთებდა შუქს რომელიმე ჩვენგანი და მალევე აქრობდა, რის შემდეგაც კვლავ სიბნელე ისადგურებდა.
ასე იყო პირველის პეპლის გამოჩენამდე, რომელიც სადანღაც მოფრინდა .. წითლად კაშკაშებდა... გაოცებულები ვუყურებდით შავ სიცარიელეში წითლად მოელვარე ნამცეცა პეპელას. მერე ყველა ემოცია ერთად მოვიდა. ჯერ შეგვეშინდა, ძალიან შეგვეშინდა და დავიბენით, წითელი პეპელა კი, ურცხვად, ჯერ ერთს დაგვაჯდებოდა ცხვირზე, ხან მეორეს. გვეშინოდა, მაგრამ პეპელა იმდენად ლამაზი და კაშკაშა იყო, რომ გაოგნებულები თვალებს ვაელმებდით და ხელის აქნევასაც ვერ ვბედავდით.შეშინებულებმა ერთმანეთს ხელიც კი ჩავჭიდეთ. წითელი პეპელა გულადად დაფარფატებდა და ერთმანეთისკენ გვიბიძგებდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ის მით უფრო მკვეთრად იწყებდა ნათებას, თითქოს უხაროდაო... შემდეგ ოთახში მოზრდილი მწვანე პეპელა გაჩნდა, ისიც ისე მკვეთრად ანათებდა, როგორც მისი წითელი ნამცეცა მეგობარი. მწვანეს იასამნისფერი მოჰყვა და ცოტა ხანში მთელი ოთახი უამრავი, სხვადასხვა ფერის, მომცრო და მოზრდილი ზომის პეპლებით აივსო. შავი, ჩაბნელებული ოთხაიც სხვადასხვა ფერად აკაშკაშდა. განცვიფრებულები და გარინდებულები ხელს ვერ ვუშვებდით ერთმანეთს. პეპლები თამამად გვასხდებოდნენ თავზე, წამწამებზე თუ ყურის ბიბილოებზე. გვიკვირდა, თუმცა განათებული, კაშკაშა ოთახის კუთხეში, კარგად მოჩანდა, ბუთხუზა, წვეტიანყურებიანი, ლამაზი ფერია, ჯადოსნური ჯოხით ხელში, რომელიც უფერო პეპლებს სხვადასხვა, ულამაზეს ფერებს აძლევდა და მათ დანახვაზე გულიანად კისკისებდა. ჩვენც მოვუშინაურდით უცნაურ სტუმარს და ერთად დავუწყეთ პეპლებს სახელების დარქმევა, რასაც დღემდე ვაგრძელებთ:
წითელი სიყვარულია
მწვანე - სიცოცხლე
ლურჯი - ერთად ყოფნა
ყვითელი მზეა
ნარინჯისფერი - პირველი სიტყვა
... და ასე დაუსრულებლად. ზოგი - პირველი ნაბიჯი, ზოგი - პირველი გაღიმება, პირველი კოცნა, პირველი ჩახუტება. სახელებს ახლაც ვარქმევთ პეპლებს, რადგან ფერია უამრავ პეპლას აჩენს ყოველწამიერად.
პატარა ფერიის შექმნილი პეპლები ერთი დღის ნაცვლად, სამუდამოდ ცოცხლობენ, ის კი არა, და იზრდებიან, და კაშკაშებენ. პეპლები ოთახში აღარ ეტევიან, ამიტომაც, ერთ დროს ბნელი ოთახის სარკმელს, ვაღებთ ხოლმე და ჭრელაჭრულა პეპლებს, გარეთ, სხვა ბნელი ოთახების გასანათებლად ვუშვებთ მე, ის და პატარა ფერია...
ზოგჯერ, რამდენიმე წამით, სიბნელე ისადგურებს, შემდეგ პატარა, წითელი პეპელა მოფრინდება, ფერია კისკისებს და ყველაფერი თავიდან იწყება.


ელის - მამისგან!
დიდხანს ვფიქრობდი, (წელიწადნახევარი), როგორ მოგფერებოდი.
ყველაზე ფერადი, ყველაზე ლამაზი, კაშკაშა პეპლები - შენ!
მიყვარხარ
მამა.
22.01.2019
04:29




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent