შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობა ∞


15-03-2019, 03:18
ავტორი requiem
ნანახია 1 173

ყველაფერი ერთ წამში მოხდა. არც ტკივილი არც წუხილი, არც რაიმე წარსულის გადმონაშთის გახსენება, უბრალოდ ერთი უჩვეულო მომენტი სხეულისთვის რაც ცხოვრებაში პირველად მოხდა.......

სრული სიბნელე, უსასრულობის განცდა და დუმილი. შემდეგ ხვდება რომ ეს ყველაფერი ილუზია არაა და გაცნობიერება უჭირს რა ხდება. სიარულს განაგრძობს. იხსენებს ბოლოს რა მოხდა სად იყო, აქ, ამ წყვდიადის ქაოსში როგორ აღმოჩნდა, მაგრამ უშედეგოდ. მისმა მკრეხელურმა ჭურჭელმა სამყოფელი დატოვა და გადავიდა ირეალურ სამყაროში..

არც ფიქრი უჭრის არც გონება , რომ მიხვდეს სადაა. შემდეგ რაღაც მძაფრი სიკვდილის მომასწავლებელი სუნი უწვავს ნესტოებს და იხრება. გოგირდია? ალბათ, დიახ. უცებ სულის შემძვრელი, სიცოცხლის გამყინავი ყვირილი მოესმის საიდანღაც, მაგრამ ფიქრობს რომ მოეჩვენა და ეს ყველაფერი სიზმარია. უცებ ჩერდება, მის თავში რაღაც უჩვეულომ გაიელვა, აქამდე უაზროდ აშენებული მისივე სამყარო თავზე დაენგრა და მის ნანგრევებში თავისივე მტკიცებულების სიმართლის მარცვალს ეძებს.. გაშეშებულია, გაყინული. დანებდა. მიხვდა......

სინანული? არა. ფიქრი? არა, უბრალოდ დანებდა და მიყვება თავის განაჩენს.. მხდალია, როგორც ფიზიკურად იყო ძლიერი ისეე სულიერად მხდალი გამოდგა ადვილად გატყდა.... ყვირილის ხმა, მისი ექო, აუტანელი გახდა მისი სულისთვის, იცის რაც ელის, იცის სადაც არის. თითქოს ხვდება, რომ ეს ყველაფერი: სიბნელე, ყვირილი, გოგირდი, სიცივე, ერთი დიდი ელემენტის პატარა ნაწილია…

ყველაფერი კი ისე რთულადაა ვიდრე მას ჰგონია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენია იმედი, რომ
კითხო რისი იმედი გაქვსო პასუხს ვერ გაგცემს, ეიფორიაშია, ჯერ კიდევ აქვს გამოყოლილი ადამიანური სისუტეები, შიში და პანიკა, მიდის, გზას განაგრძობს, მაგრამ ძალიან ნელა. ფიქრი უნდა მაგრამ ვერ ფიქრობს, გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ გარბის. იტანჯება. იტანჯება მისი ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი სულის ნაწილიც, რომელიც ცხოვრებაში თვითონვე მოსპო, გაანადგურა და რის გამო? არ იცის.. რა მისი ბრალია თუ მთელი ცხოვრება არაფრის შიშში გაატარა და უცბად, ბახ, აფეთქდა მისი სიცოცხლე, თითქოს არც კი უცხოვრია. გონს მოდის, მუხლებში აკანკალებს, ნაბიჯის გადადგმაც უფრო და უფრო უჭირს, მაგრამ რას იზავს ვერ ჩერდება,...

შემაძრწუნებელი ხმებიც ნელნელა მატულობენ და მატულობს მისი შიშიც, ხვდება რომ უახლოვდება რაღაც დიდს და სასტიკს,,, ელდა ეცა.. დადუმდა.. გაშრა.. ხელმეორედ გარდაიცვალა.. გზა აღარ გრძელდება, მხოლოდ ერთი კარი და მეტი არაფერი, უკან იხედება, არაფერი ჩანს. მხოლოდ ერთი კარი აშორებს იმას რისი აუტანელი შიშიც აქვს. დგას და ვერ ინძრევა.. უეცრად მუხლებზე დგება და ქვითინს იწყებს. როგორი უსუსურია..
თითქმის 4 საათი იდგა კართან და ტიროდა. თავის ცოდვებზე? -არა. სიცოცხლეს მისტიროდა? -არა, შიში. ეს ისეთი რამაა ნებისმიერს დააჩოქებს, განურჩევლად, ნებისმიერს. ადამიანები, ხომ მარტივად სამართავები არიან, მიაწოდეთ მათ რეალური საფრთხის გარკვეული დოზა, დააყენეთ შიშთან პირისპირ და ითამაშეთ მისით, როგორც გინდათ. ეს მარტივია. სწორედ შიში არის მისი მუხლმოდრეკის პასუხიც. ესარის რაც მას ყველაზე მეტად ეზიზღება, ესარის რაც მას მართავს….

ბოლოს ადგა როგორც იქნა. ერთ მაგრად ამოისუნთქა და ხელი კანკალით წაიღო კარისკენ, თვალები მაგრად დახუჭა და შეაღო…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent