შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოცვათა სამყარო


10-12-2017, 21:31
ნანახია 1 466

პირველად როცა ვიგრძენი სითბო,
პირველად როცა სიბნელე მორჩა,
ეს იყო წამითი ფიქრი როდესაც,
პირველად ვისმინე დედისგან ლოცვა.
თვალები დავხუჭე, მითრევდა ფიქრიც,
თითქოს ზღვებმაც ღელვა შეწყვიტეს,
თითქოს ყოველმა ამ სევდით დაბმულმა,
სხეულს მოხვეული ჯაჭვიც გაწყვიტეს.
თითქოს სიკეთე ქვეყნად მეფობდა,
თითქოს სიკეთე მართავდა ყველაფერს,
იქ სიბოროტე როგორც ამ ქვეყნად,
ვეღარ ბედავდა ამდენს ვერაფერს.
ყვავილს ფეხსაცმლით ვეღარ თელავდნენ,
წესებად იყო თითქოს ქცეული,
რომ სიყვარული არ იყო მხოლოდ,
არამედ იყო გამორჩეული.
იყო ადგილი სადაც ყოველი,
ყოველი ერთმანეთს ეგუებოდა,
ყოველივე არსება ერთმანეთს,
დიდი სიყვარულით ეფერებოდა.
ჩვენთან ადამიანთ რაც ამწუხრებდათ,
ის წუხილი აღარვის ახრჩობდათ,
კეთილი იყო ყოველი ქვეყნად,
თითქოს ქვეყნად აღარვის სტკენოდათ.
ქვეყნად არსებობდა მხოლოდ კარგი,
ყველა იცავდა მცნებებს ათივეს,
თითქოს ყველა ერთისთვის შეიქმნა,
ყველა ერთ ღმერთს იესოს ადიდებს.
არა, ბოროტი არ იყო ქვეყნად
ღიმილს ვხედავდი ყველგან სულისას,
დიახ, ტირილი თუ არსებობდა
იყო ცრემლები სიხარულისა.
თითქოს ანგელოზები ყოველნი
ასე დაფრინავდნენ მაღლა ცაში,
მახსოვს რომ ქვეყნად მხოლოდ სიკეთე,
და სიალალე მეფობდა მაშინ.
იქ ადამიანნი ლამაზს ბუნებას
თითქოს შვილივით უვლიდნენ ყველგან,
გამომეღვიძა როგორც სიზმარში, და
ვხედავ წინ მიზის მშობელი, დედა.



№1 სტუმარი ახალ ბედა

კარგი და ლამაზი ლექსი იყო ????????????

კარგი და ლამაზი ლექსი იყო

 


ახალ ბედა
კარგი და ლამაზი ლექსი იყო ????????????

კარგი და ლამაზი ლექსი იყო

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Mrs Lee.

გაუმარჯოს ყველას აქ მოწმობს, თუ როგორ მივიღე ჩემი სესხი ბატონი არამისგან, რამდენჯერმე მივმართე სხვადასხვა სესხის კრედიტორებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ამ ფორუმში ასევე მოწმობენ, მე ვთვლიდი, რომ რეალური და მე მივიღე ჩვენებები, მაგრამ მათ არასდროს მომცეს სესხი. მე ვიყავი აუცილებელი სესხის დასაწყებად და დავიწყე სხვადასხვა სესხი კრედიტორებისგან, რომლებიც დაპირდნენ დახმარებას, მაგრამ მათ არასდროს მომცეს სესხი. სანამ ჩემი მეგობარი ჩემთვის წარუდგენს ბ-ნი არმსს, ვინც დამეხმარა დამეხმარებინა და მართლაც გააკეთა ის, როგორც მან დაგმო რაიმე სახის დაგვიანების გარეშე. მე არასდროს მიფიქრია, რომ ჯერ კიდევ საიმედო სესხის გამცემია, სანამ შევხვდი ბატონ ვესსებს, რომლებიც მართლაც დაეხმარნენ სესხს და შეცვალეს ჩემი რწმენა. მე არ ვიცი, თუ რაიმე სახის სჭირდება ნამდვილი და გადაუდებელი სესხი, თავისუფლად გრძნობთ ბატონ არმსთან დაკავშირებას ელ-ფოსტის მეშვეობით [email protected] ასევე მადლობა

ბატონი Willams.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

იქ ადამიანნი ლამაზს ბუნებას
თითქოს შვილივით უვლიდნენ ყველგან,
გამომეღვიძა როგორც სიზმარში, და
ვხედავ წინ მიზის მშობელი, დედა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent