შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვეული უჩვეულობა


17-03-2019, 22:55
ავტორი iname123
ნანახია 111

ჩვეული უჩვეულობა

ხანდახან ბედნიერება ისე ამიტანს სულში ჟრუანტელი მივლის.
აი ასე უცბად ბედნიერებისგან კანკალი მეწყება,ხოლმე და ბედნიერების ღიმილს ვეღარ ვიკავებ.
რა უცნაურია არა?
შენთვის მიდიხარ და გზაში ხედავ,რომ ყველაფერი უჩვეულოა შენ კი ბედნიერი ხარ.არაფრისგან ბედნიერი.
ხვდები,რომ ქალბატონი ტაქსს უჩვეულოდ აჩარებს.
უჩვეულოდ მირბის ბიჭი ყურსასმენებით.
უჩვეულოდ იპრანჭება გოგონა ,ბიჭის შესახვედრად მიმავალი.
უჩვეულოდ გაჩერდა ავტობუსი,რომლის მოსვლის დრო არ იყო.
უჩვეულოდ დაურეკეს ვიღაცას ტელეფონზე.
უჩვეულოდ დადიან ხელჩაკიდებული წყვილები.
უჩვეულოდ გაურბის გოგონა შეყვარებულ ბიჭს,რომელიც სიყვარულისგან იწვის.
უჩვეულოდ მოღრუბლულა ამინდი.
უჩვეულოდ ეცემიან წვიმის წვეთები ასფალტს.გეგონება ჩაკეტილები იყვნენ და ერთი სული ჰქონდათ როდის დაეცემოდნენ,რომ გარემო რაღაც არაამქვეყნიური სურნელით გაეჟღინთათ.
უჩვეულოა ყველაფერი.
უჩვეულოდ მომთხოვა ბილეთი კონტროლიორმა.
უჩვეულოდ ვერ ვნახე აღებული ბილეთი და საკმაოდ არაუჩვეულოდ დავჯარიმდი.
უჩვეულოდ მომპარა გოგონამ მარკეტში რიგი,მაგრამ არაფერი მითქვამს ყველაფერი ხომ უჩვეულოა?
და მაინც რა ჩვეულია ეს ყველაფერი,
იუსტაინ გორდერს აქვს აღწერილი პატარა ბავშვს,რომ ანახო მფრინავი ადამიანი ის არანაირ რეაქციას გამოხატავსო,რადგან მან არ იცის,რომ ადამიანები არ დაფრინავენ,ხოლო მოზარდს რომ აჩვენო საკმაოდ გაოცდება-ო.
მართალიცაა ჩვენი იუსტაინი.
ჩვენ ყველაფერს შეჩვეულები ვართ პატარებისთვის კი ახლა იწყება სამყარო და ახლა იწყება მათთვის ,,უჩვეულო’’ რაღაცები.
მემგონი ბევრი ვიბოდიალე.
გრამატიკულადაც ბევრი შეცდომა დავუშვი.
მაგრამ ხომ უჩვეულოა ყველაფერი?
ასევე უჩვეულოდ გამეპარა დრო.
გმადლობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent