შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ !


17-01-2017, 00:17
ავტორი margaret
ნანახია 2 427

მიყვარხარ ნაზად, უჩვეულოდ, ისევ შორიდან..
მოსწყდება ბაგეს.. უსაშველოდ ჩუმი ფიქრები..
შენს საძებნელად მე გადავალ დროში დროიდან..
თუ კი პირობას დამიდებ, რომ ჩემთან იქნები..

შენს საძებნელად გადავლახავ მთებს და ბილიკებს..
არ შევშინდები თუ კი ვიცი, რომ გენატრები..
წიგნში ვინახავ იმ დამჭკნარ და გამხმარ გვირილებს..
იმის იმედით რომ არასდროს არ დამთავრდები..

გულში კვლავ მესმის ჩემი ტანჯვა, ოხვრა, ვედრება,
თუმცა შენამდე ვიცი, კარგო, მაინც შორია..
და რომც დამთავრდე, მოგონება მაინც გრძელდება..
ვიმედოვნებ , რომ ეს ჩემი ნაბიჯი მაინც სწორია..

შენსკენ ვიარო? დამერწმუნე, განა ძნელია..
მხოლოდ იმედი, რომ დამყვება ყველგან კვალდაკვალ..
შენსკენ სავალი ეს უბრალო გზა კი გრძელია..
მე კი ვიჯერებ, რომ მეჩვევი ნელა..თანდათან...

ცოტას დავიცდი.. სანამ მოვალ, კარგო, შენამდე..
მოვალ შორიდან..თუმცა მაინც მოვალ გპირდები..
მინდა, რომ ისევ ჩემს უსაზღვრო გრძნობას ხედავდე..
მინდა იცოდე, თუ კი მოვალ.. შენთან ვიქნები..

მიყვარხარ ნაზად, უჩვეულოდ, ისევ შორიდან..
მოსწყდება ბაგეს.. უსაშველოდ ჩუმი ფიქრები..
შენს საძებნელად მე გადავალ დროში დროიდან..
თუ კი პირობას დამიდებ, რომ ჩემთან იქნები..



№1  offline წევრი margaret

დიდი დიდი მადლობააა

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კარგი ლექსია, მაგრამ მრავალწელტილი ყველგან არ იწერება, თანაც თუ იწერება სამი და არა ორი.

 


№3  offline მოდერი bla.ell

ლორელაი
კარგი ლექსია, მაგრამ მრავალწელტილი ყველგან არ იწერება, თანაც თუ იწერება სამი და არა ორი.

გართულება გაქვს?:დდ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

bla.ell
ლორელაი
კარგი ლექსია, მაგრამ მრავალწელტილი ყველგან არ იწერება, თანაც თუ იწერება სამი და არა ორი.

გართულება გაქვს?:დდ

არა, უბრალოდ როცა გამოხატავ დაუსრულებელ აზრს იწერება სამი წერტილი.

 


№5  offline მოდერი bla.ell

კაი ბოდიში :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent