რა ფერია ბედნიერება?!
მე ბედნიერი ვარ, რადგან შენ გაგიცანი მე ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ჩემი დაგიძახო. შენ განსხვავებული ხარ და ჩემს გულში დაიდე ბინა, სადაც მინდა თავი ყველაზე კომფორტულად იგრძნო. შენთან ყოველ წამი ბედნიერია არ არსებობს დრო, როდესაც მოვიწყენ. ცუდად ხარ - ცუდად ვარ, კარგად ხარ - კარგად ვარ. იმდენი საერთო გვაქვს - ჩემი ტყუპი ვიპოვე-მეთქი სულ ვიტყვი ამას. შენ ჩემში ის გარდასახვა მოახდინე, რომელიც ვერავინ შეძლო... მე შენ მიყვარხარ და მჯერა ეს - დაუსრულებელია. არასდროს დამავიწყდება პირველად რომ დაგინახე დაღლილს - ენერგია მომემატა და თვალები ამიბრჭყვიალდა... თვალს ჩუმად ვაპარებდი შენკენ და მიხაროდა შენი სახის დანახვა. იქ რომ გამეღიმა მგონი ეგრე გაღიმებული დავრჩი, რადგან შენთან სულ ასეთი ვარ. არ ვიცი - რას მმართებ, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებულია ყველა იმ გრძნობისგან - რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადოს. მე მიყვარს შენთან გატარებული თითოეული წამი, თუ წუთი... არასდროს მეყოფი... ა რ ა ს დ რ ო ს ! შენი ღიმილი ... ყველა უარყოფითი ემოცია შეგიძლია წაშალო და კვლავ გამახარო. რა მარტივია ადამიანის გახარება? თუნდაც მხოლოდ ღიმილით. მთელი ცხოვრებაც რომ მყავდე მაინც არ მეყოფი, ყოველთვის მენატრები - რა დროც არ უნდა იყოს... ჩემო, ბედნიერება შენშია და ის შენი ფერია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.