შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცხოვროთ ერთი დღით


29-03-2019, 15:07
ავტორი Healer29
ნანახია 1 261

ყოველდღე მგონია წყალში ვარ სულიმეხუთება და ვერ ვსუნთქავ. სიკვდილის არ მეშინია, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომელთაც მარტო ვერ დავტოვებ. კიდევ ცოტახანიც მოვიცდი და შემდეგ ალბათ სულ ნაფლეთევად მექცევა სული.ვგრძნობ, შინაგანად როგორ ვიშლები,ფრაგმენტებად ნელა.მტკივა მთელი არსებით უსაზღვროდ, ზოგიერთს სასაცილოდ არ ეყოფა მე კი სასაცილო სულ არ მგონია.
დღითიდღე ვნადგურდები თითქოს ვიღაც განგებ დგას და ყელში მიჭერს. ყოველი ამოსუნთქვა გაბრძოლებაა სიკვდილთან. ყოველ წუთს,წამსა და საათს მოველი როდის ამომხდება სული ამ დედააფეთქებულ სამყაროში,მაგრამ რატომღაც აღსასრული განგებ არ მოდის თითქოს სიკვდილიც კი განმიდგა და შორიდან აკვირდება როგორ ვიშლები ფრაგმენტებად ნელნელა, ნაწილნაწილ და ამით მხიარულობს,ერთობა. სიკვდილიც ამაზრზენია. ერთმა გენიოსმა თქვა სახელი არ მახსოვს "უსიყვარულობა აი,რა არის ჯოჯოხეთი" ნუ თუ არ ვცდები ასე თქვა. ეს უსიყვარულობა მკლავს და მიფლეთს სულს.მე არ მჯერა,რომ მხოლოდ ჯოჯოხეთში არის უსიყვარულობა,დედამიწა ყელამდე სავსეა უსიყვარულო ადამიანებით. იშვიათად თუ შეგხვდება მოსიყვარულე ხალხი. ჩემი ოჯახის მაგალითი ავიღოთ არ ვფიქრობ რომ მამაჩემს დედაჩემი ძალიან უყვარს ან პირიქით. ვერ ვხვდები ასე უსიყვარულოდ, ცარიელი გულით სიარული როგორია. ნუთუ ესეც შესაძლებელია?!
გალაქტიონის არ იყოს "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე..." მართლაც რომ დააკვირდე ბუნებაც ამ ბოლო დროს საკმაოდ "უჟმურ" ხასიათზეა. ამინდებსაც დაეტყო ადამიანების გულგრილობა ერთმანეთისადმი. ცივი ქარი მთელ სხეულში რომ გიჯდება და წამის მეასედში გყინავს, ასეთივე სიცივეს გრძნობ ადამიანებისაგან ოღონდ სიცივე არა სხეულს,არამედ სულსა და გულს გიყინავს. მოდით და შევიყვაროთ ყველა, როგორც იესომ თქვა "გიყვარდეს მტერი შენი." ამ აღსასრულის მომლოდინე სამყაროში სხვა რაღა დაგვრჩენია თუ არა სიყვარული და ბედნიერება. გიხმობთ ყველას ბოროტსა თუ კეთილს, ოპტიმისტს თუ პესიმისტს მოდით და ყოველი დღე სიყვარულით დავიწყოთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ამ ყველაფრით უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ,რადგან შეიძლება ხვალინდელი დღე აღარ გათენდეს. ვიცხოვროთ ისე თითქოს ეს ბოლო დღეა ჩვენს ცხოვრებში თითოეულ წუთს გავუფრთხილდეთ,რათა შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს. ცხოვრება ერთი დღით,მაგრამ აღსასრულის მოლოდინით რომელსაც ვერსად დავემალებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent