შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერი ძუარი - დადგა "ჯერი" წასვლისა


29-03-2019, 21:25
ნანახია 1 108

ადრე თუ გვიან ყველანი მივდივარ სახლებიდან, ყველას სადღაც გვეჩქარება და დიდი ალბათობით ყველას სადღაც გველიან, მაგრამ, საკითხავი ეს კი არ არის, ვის სად ეჩქარება, არამედ, საკითხავია ადრე თუ გვიან დავბრუნდებით თუ არა ჩვენს სახლეებში, ჩვენს სოფლებში და ჩვენში.
ნაცარქექიასავით გადავიკიდეთ ტომრები, ავდექით და წავედით, არც კი ვიცოდით და არც ვიცით საით მივდივართ მაგრამ მთავარია აქედან წავიდეთ, რადგან აქ როგორც ყოველთვის, არასოდეს არაფერი არ ხდება და სადაც არაფერი არ ხდება, იქ არც ბავშვები გხვდება, არც ახალგაზრდები გხვდება და იშვიათად თუ წააწყდები სადმე ქუჩის კუთხეში მიგდებულ სიცოცხლეს, ჩვენ კი ასეთ დროს ავდექით და წავედით : ზოგი ბერლინში,ზოგი პარიზში, ზოგი თბილისში, ზოგიც ოცნებაში და ზოგიც ოცნებებში. ზოგჯერ გვავიწყდება საიდან მოვდივართ, გვავიწყდება ვის ეზოში ვიპარავდით სიმინდებს და სად გადავიტყავეთ პირველად მუხლი, ბაბუის დაყენებულ მაჭარის გემო გვავიწყდება და „თეთრას“ რძე, ბებიას მოხარშული „ხაპერა“ და სოფლის ბიჭები, თითქოს და ახალ სამყაროს ვიქმნით მაგრამ ეს სამყარო გაცილებით მარტივია და იაფფასიანი ვიდრე ჩვენი ბავშვობის დროინდელი სამყარო, არვიცით ვის ვუტოვებთ ამ ყველაფერს, ამდენ მოგონებას გამხსენებელი მაინც სჭირდება,სითბო სჭირდება და გაფრთხილება, სოფლის გზის ქვას გაციება არ უნდა დაცალდეს, მიწა ამოუბრუნებელი არ უნდა დარჩეს და ვაზი გაუსხლავი, თვალები გაზაფხულივით უნდა უყვაოდეთ ჩვენი შემყურე და შუბლიდან ოფლსს ვერ უნდა გვაცილებდნენ, „მიწა ვართ და მიწად ვიქცევით“, სოფლის კოცონი არ უნდა ჩაგვიქქრეს და ზეზეულა ბიჭია ბიჭი, გოგოა გოგოს უნდა გავყვიროდეთ, თოფის ბრახაბრუხით, სოფელი უნდა ავიკლოთ და შვილებს სოფლის მაჭარი ვასვათ,დიპლომიანებიც უნდა ვიყოთ და ფულიც უნდა გვქონდეს, სახლი წყნეთშიც უნდა გვქონდეს და პარიზშიც, მაგრამ, იქ სადაც ყველაე მეტი საგანძური და სიმდიდრე ინახება, იქ სადაც ყველაძე ძვირადღირებული და ძვირფასი მოგონებები გვაქვს თავმოყრილი, ჩვენთან „ძირი სახლს“ ეძახიან.
ოცი წელი რომ შეალიე სწავლასა და მუშაობას, ბოლოს ხვდები რომ მაინც არაფერი გამოდის და რა იქნება შენი მაშველი და შემფარებელი თუარა სოფელი, ბრუნდები სოფელში და ჭიშკრიდან იწყებ ობივით მოდებულ ბარდ-ეკალის გაწმენდას, სახლის კარებთან თავდახრილი ბალახები გხვდება და გვერდით ორი-სამი ცალი გადამხმარი ხე, ამ წამიდანვე ხვდები რა გააკეთე, რა გამოვიდა და სადამდე იდგა შენი სახლი, შენი მოგონებებითა და ნაგავით სავსე, სოფლის ბოლოში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent