გზაჯვარედინი...
ადამიანები ირჩევენ, თუ რა გზით იარონ. მაგრამ მგონია, რომ ძნელია გზის არჩევა. თავად გზებიც დამაბნეველია: გიზიდავს, ჩიხში შეჰყავხარ, ზოგი საშიშია, ზოგი ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ არ იცი სად მიგიყვანს. არის გზები, რომლებიც ნოტიოა და შენი კვალი ემჩნევა. ზოგი კი- ფხვიერი, ქვიანი, ბალახით ან ყვავილებით დაფარული. შეიძლება ხიდი შეგხვდეს, ან სულაც მარტივად ჩაჯდე ტრანსპორტში და მარტივად მიხვიდე დანიშნულების ადგილას. ზოგჯერ ვირჩევთ გზას, ზოგჯერ სხვებს მივყვებით მინდობილნი, ან სხვები მიგვითითებენ და ჩვენც მივდივართ, ან ვრისკავთ როცა არ გვეშინია სიახლის. უცოდინრობის გზები ბევრია, გაუკვალავი. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, არსებობს გზაჯვარედინები. ეს გზაჯვარედინები ნუთუ იმისთვისაა, რომ გზა აგვიბნიოს? თუ იმისთვის, რომ თუ ჩვენ მიერ არჩეული გზა არ ამართლებს ჩვენს იმედებს, შეგვხვდება გზაჯვარედინი და მოგვეცემა შანსი გადავუხვიოთ და სხვა გზას დავადგეთ? გამიგია, რომ ადამიანები ერთმანეთს ცხოვრების გზაზე ხვდებიან. ამბობენ, რომ მათი გზები იკვეთება.ალბათ ეს გზაჯვარედინებზე ხდება. კარგია მათი არსებობა, ადამიანებს ბევრის შესაძლებლობებს აძლევს: მეორე შანსს, არჩევანის უფლებას, შეცვლას, ახალი ცოდნის, შიშის დაძლევის, გამოცდილებების, სიძლიერის, ურთიერთობების მრავალფეროვნების შანსს... გზა ბევრია, ბევრია- გზაჯვარედინიც. ჩვენ დავდივართ და კარგია გზაჯვარედინების არსებობა. - არ დაივიწყო! გზის გავლას შესაბამისი ფეხსაცმელი სჭირდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.