შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე მიუღებელი წერილი


7-04-2019, 21:12
ავტორი _scorpioni_
ნანახია 1 216

თავი მისკდება
ამდენი უაზრო ფიქრისგან თავი მისკდება
ვერ ვტირი
ხვდები?
ისეთ დღეში ვარ,ისეთ ჰაერს ვსუნთქავ ვერ ვტირი
დავიღალე ?
არა, ეს გრძნობა მაშინ უფრო მწვავედ იყო როცა მაწვალებდი.
მაწვალებდი და თანაც როგორ!
ყოველი მეორე დღე ან ბედნიერი ვიყავი შენით ან უბედური ცივ და ლურჯ ჟაკეტში.
ეს ჟაკეტი ისევ მაქვს და ისევ ყოველდღე მაცვია, ვრეცხავ და ვრეცხავ და ასე დაუსრულებლად
ნეტავ როდემდე უნდა ვიყო ასე ?
რატომ ვერ ნელდები,რატომ ვერ გიშვებ,რატომ ვერ გივიწყებ,რატომ ხარ ჩემთვის ღმერთივით სუფთა,როცა რეალურად ასეთი ხარ ?
რეალურად ერთი საცოდავი,გაწვალებული და მიგდებული გოგო ვარ:)
ამ ფიქრებისგან კი უაზროდ ვიღლები და ვმცირდები. ყველაზე კარგად იცი,რომ სიამაყე და თავმოყვარეობა ჩემთვის უზომოდ დიდია,მაგრამ როცა საქმე შენ გეხება საკუთარი თავი სულ მავიწყდება და ამაზე აღარც კი ვფიქრდები.
“ჩვენს” სიმღერებს ვეღარ ვუსმენ, ჩვენს მოგონებებს ვეღარ ვიხსენებ,ჩვენს დიალოგებს ვეღარ ვკითხულობ,შენს სიმღერას ვეღარ ვუსმენ და ზოგადად ძველებურად,ოცნებებში გაფრენილი,არანორმალური გოგოსავით ვეღარ ვიქცევი,რადგან ფრთები დამატეხე და ყველა ოცნება ისე დამიმსხვრიე,ძალაც აღარ დამიტოვე მომავალზე საოცნებოდ.
ყველაფერზე გული მერევა და ყველაფერი მძიმეა.
აუცილებლად წავიდოდი,რომ არ მეცოდებოდე აქ მარტო ყოფნისთვის,უჩემოდ ხარ მაგრამ მაინც.
მგონია,რომ ვსაუბრობთ
ასე უბრალოდ თითქოს გახსენებით ვგრძნობთ და ვსაუბრობთ ერთმანეთთან,მაგრამ იქნებ სულაც აღარ მიხსენებ:)
ვერ წარმოგიდგენ სხვასთან,ბოდიში.
ვერ წარმოგიდგენ
ან
თუ ვაძალებ საკუთარ თავს მაშინვე გული მერევა.
თქვენი სიყვარული ჩემთან შედარებით ბანალური და უაზროა:)
მერე რაა რომ მარტო მე მიყვარხარ,იმხელაა ეს გრძნობა ჩემში და ჩემს ირგვლივ, შენს ყველა სიყვარულს გადაფარავს.
ბრმა და სუსტი ხარ
ყველაზე უაზრო ადამიანი გახდი და გამხადე.
საკუთარ თავს იკლავდა და უფრო შეიყვარე:)
შენ გგონია სიყვარულით გააკეთა?
ნამდვილად,რომ უყვარდე მარტოს დაგტოვებდა?
ნამდვილად,რომ უყვარდე ცხოვრებას მომავალში ასე დაგინგრევდა?
ნამდვილად,რომ უყვარდე არ დაგიცავდა?
ნამდვილად,რომ უყვარდე შენს გარეშე რამეს იზამდა ?
ვ ე რ ა.
შენ ?
შენ რა გაგაგებინო და რა დაგანახო,როცა ასე მომექეცი.
წასულიყავი და სულ არ დაბრუნებულიყავი
წასულიყავი და ასე არ დაგეგლიჯე ხომ შეიძლებოდა ?
რას მეფიცებოდი
რას მაწამებდი
რას მარწმუნებდი
და
რას მაჯერებდი, რომ
გიყვარდი.
მინდა,რომ ისე გეტკინოს მთელი წლის ყოველი წამი,როგორც მე!
მინდა იცოდე,იგრძნო და მოკვდე ისე,როგორც მე .
მინდა, ყოველდღე მეგობრები გიჭერდნენ სადმე,კედელთან ჩაკეცილს
მინდა,ყოველდღე თვალებდასიებულმა შეხედო დედას და მამას თვალებში
მინდა,ყოველდღე მასწავლებლებს გაეთავისუფლო,შეუძლოდ ყოფნის გამო
მინდა,ყოველდღე გულწასული და გონებადაკარგული გიპოვონ კიბეებზე ათასჯერ გადარჩენილი
მინდა, ყოველდღე მანქანები გისიგნალებდნენ გათიშულს
მინდა,ყოველდღე თავი აიძულო,რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე დიდი ბრძოლის შემდეგ
მინდა,ყოველიდღე ლოდინით და იმედგაცრუებით გაატარო
მინდა,ყოველდღე მომავალს წარმოიდგენდე მცირე იმედით
მინდა,ყოველდღე ქუჩაში ყველას აკვირდებოდე
მინდა,ყოველდღე ვიღაცას ეძებდე და ამსგავსებდე თვალებით
მინდა,ყოველიღამე თეთრად გაათენო
მინდა,ყოველიღამის შუა მონაკვეთში გეღვიძებოდეს ტირილით და ვეღარ დაიძინო
მინდა,ყოველი დღე და ღამე წერაში გაატარო დაცლისთვის
მინდა,ყოველდღე მეგობრებს ატყუებდე კარგად ყოფნას,რადგან იგრძნობ მათგან მობეზრებულ რეაქციებს და დარიგებებს
მინდა,სულ იხრჩობოდე
მინდა,სულ სული გეხუთებოდეს და კიოდეს
მინდა გული დაგემსხვრას
მინდა თვალებში ყველა ფერი ჩაგიქრეს
მინდა ძალა აღარ გქონდეს
და
მინდა !
მინდა,რომ იცოდე
გრძნობით ?
შე’გრძნებით ?
მაინც ვერ გიმეტებ.



№1  offline მოდერი guroo

რააა საყვარლობაა❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი კესანე

“ჩვენს” სიმღერებს ვეღარ ვუსმენ, ჩვენს მოგონებებს ვეღარ ვიხსენებ,ჩვენს დიალოგებს ვეღარ ვკითხულობ,შენს სიმღერას ვეღარ ვუსმენ... :(

მგონია,რომ ვსაუბრობთ
ასე უბრალოდ თითქოს გახსენებით ვგრძნობთ და ვსაუბრობთ <3

ვგრძნობთ და ვსაუბრობთ :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent