შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი ტიტრები


26-07-2016, 01:21
ავტორი Kristy
ნანახია 2 117

ცხოვრებას ვკითხულობ ნაცრისფერ ტიტრებში,
მიჭირს შევეგუო ამ დღის ჰარმონიას
და ვიწვევ გონებას უსუსურ ფიქრებში,
რადგან შევეჩვიე წამის აგონიას,

მახეში გაბმული ჩიტივით ვიღლები,
ირგვლივ ოცნებების უტყვი ფაჩუნია,
სუნთქვასაყოლილი ძველი აჩრდილები
წამებს ეკრობიან, დრო კი კვლავ ჩუმია!

ჩემივე წარსულის ისევ მე არ მესმის,
გულმა წარმოსახვა დუმილს შეაჩვია
და ვგრძნობ, ცხელი სუნთქვა ყურში რომ ჩამესმის,
შენმა მოგონებამ მაინც შეარჩია!

ვუსმენ უსივრცობის მარტივ პოეზიას,
ირგვლივ ქალაქია ფურცელზე ნაბეჭდი,
ვეღარ შემოგჩივლებ ისევ დილას მზიანს
და წამს ავიწყდება შენი ანაბეჭდი,

უტყვი წარმოსახვის ცრუ ფერებში ვცხოვრობ,
მოგონებებიც კი სხვაზე გამიცვლია...
როცა შენზე ვფიქრობ, ისევ მახსენდება,
რამდენი უცრემლო ცრემლი დამიღვრია!

დამსხვრეულ სარკეში ვეძებ ძველ ოცნებებს,
რადგან სამუდამოდ მინდა შენგან წასვლა
და არ ვემალები იდუმალ კურნებებს,
როცა შემიძლია პაიკების გაცვლა,

ვისმენ ისტორიას მომავლის ქარებზე,
ქრება წარსულიდან უაზრო ძახილი
და მესმის კაკუნი ლოდინის კარებზე,
როგორც საუკუნის ბოლო შეძახილი!

იცოდე, ერთ დღესაც, დრო როლებს გაგვიცვლის,
ერთხელაც ჩვენს შორის გაქრება საზღვარი,
რადგან თუ ოცნება მომავალს არ გვიცვლის,
აწმყო სამუდამოდ გვიხდება სხვაგვარი,

დღეს კი უშენობით ვიხრჩობი ფიქრებში,
კარებს ერთჯერადად არ ვუღებ სხვა მუზებს
და რადგან ცხოვრებას ვკითხულობ ტიტრებში,
ფერები უკვდებათ აბეზარ პაუზებს!



№1 სტუმარი Magda

ულამაზესი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent