ღამის პირველზე
ღამის პირველი საათზე ისევ ჩვეულ ამპულაში ჩვეულ პოზაში, კალმით ხელში ვიწყებ ჩემი დრამის ფურცელზე გადატანას,არ ვიცი რატომ ჩამისახლდა შექსპირი სულში რატომ მაჩეჩებს ამ დრამატულ გმირებს, მექჩება და მის ტრაგიზმში მძირავს, მის გმირებში ვხედავ საკუთარ თავს, მეც ხომ მეფე ლირი ვარ, მეც მის მსგავად სრულიად მარტო ვარ... ის ძალაუფლების ტრფობმა დაათრო და ვერ გაარჩია ვინ იყო ნამდვილად მისი კეთილის მსურველი, ჩემ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ხალხია ძალაუფლებით გართული და ვერ გაურჩევია მისი კეთილისმსურველი... თუმცა რა მიკვირს ამათმა რაუნდა გაარჩიონ ამ მოწსერიგებულად ჩაცმულმა ვირთხებმა, ყალბი ბედნიერებით რომ ირთობენ თავს და თავს გვაჩვენებენ ვითომ ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში კი ტირიან დაჩოქილი შველსას ითხოვენ, მაგრამ ბნელი სიამყე არ აძლევს ამის გამჟღავნების უფლებას. და საბოლოდ სიყალბის მორევში იფლობიან, იძირებიან და მთელ სიცოცხლეს იქიდან ამოსვალში ხარჯავენ, მაგრამ ამოდ იმდენად ღრმად არიან რომ უკვე ვეღარ ამოვლენ... შემდეგ მორევი მთლიანად ყლაპავს მათ და ბოროტ ბოღმიან ბრბოდ აქცევს მათ, რომელიც სხვას აბრალებს იმ ჩაძირვას, მის ტრაგედიას და ისევ მე კეთლის მსურველს მხვდება ყველაზე მეტი ქვა.. ეგ არაფერი ამას ავიტან ვინ ვისზე მეტია, არც არავინ თუ გალატიონი იყო დემონი და ტერენტი კი ანგელოზია, მაშინ მე ვინღა ვარ ამ ქვეყნად მოვლენილი ასე უმიზნოდ დარჩენილი დაცარიელბული და ძალა გამოცლილი, იქნებ მეც უნდა მებრძოლა იქნებ მეც ცვაიგივით შენი წერილები უნდა გამომეცა, რათა ყველას გაეგო ჩემი დაცემის არსი, გაეგოთ რეალური ფარსი და საბოლოდ გაეგოთ ჩემი ტკვილის არსი და აზრი..თუმცა შენც ხომ იცი ისინი ამას მაინც ვერ გაიგებდნენ ისევ უაზრო ვარიაციაბს გამოჩხრიკავდნენ და სულში არ შეუშვებდნენ ამ ფრაზებს...და საბოლოდ სცენარი მაინც იგივე დარჩებოდა ისევ დავწერდი დანტეს მსგავსად ნანახ ჯოჯოხეთზე, ისევ გავათენებდი დოსტოევსკის მსგავად თეთრ ღამეებს,იგივე ფრაზებით გაგაღმერთებდი როგორც ჰიუგომ ესმერლადა, მერე მეც მის სცენარს გავყებოდი და საბოლოდ შენთან განვლევდი სიცოცხლის ბოლო წამებს, შენზე ვაფრქვევდი გოეთეს ფიქრებს მის იდეებს და შეხედულებებს...მის მგავსად მოვძებნიდი სხვა გზას და სხვა მიმართულებას, მეც ბულგაკოვის მსგავსად სხვა სამყაროში გადავეშვებოდი და "მასტერის და მარგალიტას" მსგავსად მოვინახულებდი ჩემ მრავლის მომცველ რელოგიას, მოვინახულებდი ჩემ ოცნებებს, ჩემს მოგნებებს და საბოლოდ ცხოვრებით გზით დაღლილი ბავშობის ფიქრებს ჩამოვაშორებდი ტომ სოიერის აზრებს.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.