ძლიერ სიხარულს ძლიერი მწუხარებაც მოსდევს
ვარსკვლავები ისევ არ ჩანან.. ან როგორ უნდა ჩანდნენ, როცა ჯერ კიდევ დღეა ? დღის 5- ს გადაცდა, მხოლოდ ხუთს, ისიც მხოლოდ რამდენიმე წუთით.. მხოლოდ რამდენიმე წუთით, მაგრამ ყველაფერი არეულადაა, თითქოს 5 -მა საუკუნემ გაირბინა ამ ხუთ წუთში... თითქოს ცხოვრება ხელიდან გამისხლტდა, თითქოს გონებამ გადააფასა გასული დრო, ძალიან მოკლე, მაგრამ გრძელი.. ისევ მეფიქრება ცხოვრებაზე, ოღონდ ყველაზე ვიწრო და თან ყველაზე ფართო გაგებით... მახსენდება... მახსენდება.. როგორ მეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ აიღებდა გეზს.. როგორ მჯეროდა უსაზღვროების.. ქუჩებთან ერთად ავტობიოგრაფიული ფილმი კადრებად იჭრება გულიდან გონებაში, შემდეგ ქრება... და ასე გრძელდება ძალიან დიდ ხანს.. დიდ ხანს, სანამ დროის, როგორც ყველაზე განყენებულის და ამავდროულად კონკრეტული სიდიდის წინაშე არ ვდგები, სანამ ძლიერად არ ექაჩება მარცხენა ხელით გულს, მარჯვენათი კი - გონებას.. -ნუთუ ვერასდროს გაიზრდები ? -გაჩერდი ! -ბავშვივით იქცევი, მეტიც, ბავშვზე უარესად ! - ხმას უწევს გონება. -შენ ხარ პრინციპული სულელი, ულოგიკო პრინციპული ! - ხმას უწევს გული. ხმას უწევს.. მე კი ლამისაა ერთიც მოვიშორო და მეორეც.. ასეც მოვიქცეოდი, რომ შემეძლო.. იცით, კიდევ რას გავაკეთებდი, რომ შემეძლოს ? უბრალოდ ყველაფერს გავაჩერებდი, სტატიკურ სამყაროში გადავინაცვლებდი და მხოლოდ იმას გავაკეთებდი, რაც მომწონს, რომ ესეც მომბეზრდეს, მომბეზრდეს და იქნებ.. იქნებ შემდგომ ყველაფერი გამარტივდეს.. -ჰო გეუბნებოდი ! - გული ტაშკს კრავს. -შანსი არაა ! -გონება დამარცხების პირველ ნიშანს გრძნობს. მე კი მეღიმება, რეალურად კი არ ვიცი, რა მოხდება. მინდა გავიქცე, მაგრამ არ ვიცი, სად... მინდა, ვერაფერს ვერ ვგრძნობდე, მაგრამ არ ვიცი, რატომ... მინდა, სამყარო გაჩერდეს, ოღონდ იმ მომენტის გარეშეც, როცა პირველად დაილექე გულში და გონებასაც მოედე, მოედე მომაკვდინებელი ყვავილივით, მოედე გაუკურნებლად, ახლა კი უბრალოდ ყველაფერი ძალიან საშიშია... გზა მიდის, თან არ მიიწევს წინ.. უკვე ვგრძნობ სტატიკურობის შიშს... ინერციით თენდება და ბნელდება... თითქოს ყველაფერი, მაგრამ არც არაფერი... გაყინული გული და გაშეშებული სხეული... ფიქრებდაცლილი გონება და უსულო არსებობა, არსებობა, რომელსაც დაუკმაყოფილებელი დავარქვი და არსებობა, რომელიც ჩვენი ისტორიის პირველ ფურცლად იქცა, შემდეგ კი ბოლოდ, მაგრამ არა უკანასკნელად... მალე ერთი წელი გავა... თითქოს ერთი საუკუნე, რაც დავიწყე ახალი „მეს“ ძიება.. რაც დავინახე, რომ თითქმის არ ვიცნობდი საკუთარ თავს.. ზუსტად ერთი წელი, რაც გონება და გული ერთმანეთს შეეჯახა ... და მას შემდეგ ასე აგრძელებს გაუჩერებელ ბრძოლას.. გახსოვს, მითხარი, ერთ დღეს ყველაზე ძლიერად გამოანათებს მზეო.. მაშინ თვალები გიბრწყინავდა და მეც მიბრწყინავდა... მიბრწყინავდა მანამ, სანამ სამყაროს მეორე, მეტად რთული მხრივად, არ შევხედე... სანამ არ დავინახე ღრმა ქვესკნელი, რომლისკენაც ერთად მივექანებოდით... მივექანებოდით, მაგრამ ერთ დღეს მივხვდით, რომ მზე ისევ თავიდან იწყებდა ამოსვლას ჩვენს თავზე... მივხვდით და უბრალოდ გაგვეღიმა, მაგრამ შემდეგ ეს ღიმილის შეწყდა, შეწყდა სამუდამოდ.. გაქრა ის გულწრფელი ღიმილი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ოცნება იყო.. ასე ხდება ხოლმე... ძლიერ სიხარულს ძლიერი მწუხარებაც მოსდევს.. შემდეგ კი ძლიერ მწუხარებას ძლიერი სიხარულიც... -მესმის ! მესმის ! მაგრამ სადამდე ! -გული კიდეებს ასკდება. -არ ვიცი ! -გონება ეჭვობს.. -ასე რა აზრი აქვს ! -გული კრთება, კრთება ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი შიშისგან, თითქოს უკვე გრძნობს, რა იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.