სად ვარ!?
ქარს მოაქვს, ქარს მოაქვს სისუსტე და უძლურება, რომელიც თითქოს კანზე მეხება და ჩემში ისადგურებს, ბრძოლას აზრი ეკარგება, სისუსტე მეფდება და მიპყრობს, უაზრო ფიქრებით მამძიმებს, უაზრო აზრიანი ფიქრებით, ხანდახან თეთრ კედლებს სიმშვიდე მოაქვთ, ნუგეში, რომელშიც იმედი იკითხება, ტკივილზე აღარ დავწერ, უკვე აღარც მეუცხოება, პირიქით, თითქოს დავმეგობრდით და ჩემი სულის ნაწილი გახდა, ახლა იმ შიშზე ვწერ, რომელსაც გაუცხოება ქვია, საკუთარ თავთან გაუცხოება, როცა სარკეში იხედები და საკუთარი თავი არ გეცნობა, როცა უბრალოდ გინდა გაიღიმო და თქვა, რომ ეს შენ ხარ, დასიებული თვალების და დანაოჭებული კანის დაიგნორებას ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის, უნიჭო მსახიობივით ხარ, რომელსაც როლი ძალით შეაჩეჩეს, ბალერინასავით ხარ, რომელსაც ფეხი აქვს ნატკენი, ბარბის თოჯინასავით ხარ, რომელიც სამი წლის ბავშვს ჩაუგდეს ხელში, საკუთარი თავი ვერ იპოვე, ვერ მოძებნე, იქ არარის სადაც უნდა იყოს, სივრცის იქით, სიცარიელეშიც არაფერი ჩანს, არაფერი გამოგდის და იკარგები, იკარგები უმისამართიდ, სადღაც იქ სადაც არ ყოფილხარ. შიში ძვლებში ატანს, სულს გიფორიაქებს, გეშინია, რომ ვერ მიაგნებ საკუთარ თავს, შიში იმატებს და სრულიად გიპყრობს, არეულ გონებას თითქოს კლავს, ითიშები, გღვიძავს, მაგრამ ვერ მოძრაობ, გტკივა, ყვირილი გინდა და ვერ კივი, წამიერად კი ისევ გამოდიხარ მდგომარეობიდან და ხვდები. რომ ეს მხოლოდ შენი ანარეკლის ბრალია, ანარეკლის, რომელიც ცოტა ხნის წინ ვერ იცანი და ახლაც ვერ ცნობ, თვალს აშორებ, კარისკენ მიდიხარ და გარეთ გადიხარ იმის იმედით, რომ ჰაერი განგწმენდს, ქუჩაშიც ის დადის, ხალხიც მას უყურებს, შენ კი შიგნით ზიხარ და ცოტას თუ აინტერესებს ამ სახის მიღმა ვინ ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.