მომავლის გეგმები
მაშინ, როცა ყველაფერს უკანმოუხედავად გავექეცი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ, სადაც მივდიოდი უარესი მელოდა... ყოველი დღე გარემოებებთან, გრძნობებთან და თვითმკვლელ ფიქრებთან ჭიდილი იყო. ღამე კი, ის ფუფუნება, როცა მარტოობისა და საკუთარ თავთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ცივ იატაკზე საათობით ვიჯექი და წარსულისა თუ აწმყოს ავ-კარგიანობას ჭიქა ღვინით დავცინოდი. შორიდან ყველაფერი მარტივი ჩანდა. ვერავინ წარმოიდგენდა პატარა გოგოს ღიმილის უკან რამხელა ჭრილობა და ტრაგედია იმალებოდა. ეს იმიტომ რომ არავის არ შეუძლია გაიგოს გტკენს თუ არა ფეხსაცმელი მანამ, სანამ ამ უკანასკნელს თავად არ ჩაიცვამს. უმისამართოს გზიდან ხშირად გადამიხვევია, ანდა მიმართულებას რა აზრი ჰქონდა, არსაით არავინ არ მელოდა. ცხოვრებამ არ დამინდო, ახალ-ახალი "სიურპრიზებით" დღითიდღე მანებივრებდა. როცა მეგონა მორჩა, კოშმარდან გამოვიღვიძემეთქი ახალი თავგადასავალი იწყებოდა... დავფიქრდი და მივხვდი, რომ დანებება არ შეიძლებოდა. ამბობენ, ყველაფერი დროებითიაო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სპონტანურობას ვადა გაუვიდა, ანდაც გავიზარდე. პირველად მომინდა რაიმეს დაგეგმვა და ყველაზე რთულსა და ამოუცნობს -მომავალს მივადექი. ბუნებით ამორძალს საზღვრები მაღიზიანებს. ვერ შევეგუები და ვერ დავჯერდები იმას, რასაც ბედი ჩემთვის გაიმეტებს. ჰოდა, მომავლის შენებას ვიწყებ! დილას დავიწყებ ღიმილით. მადლობას გადავუხდი ღმერთს. ტკივილს გავატან ქარს. სიზარმაცეს გავუშვებ დილეგში. მოგონებებს გავამზეურებ, იმედს შემოვაცლი დამტვერილ საბურველს. ღრმად შევისუნთქავ ჰაერს და ნაიარევს მივეფერები. წარსულს გავუშვებ ხელს, აწმყოს დავუსხამ წყალს, მომავალს ღიას დავუტოვებ კარს და სიყვარულს მოთმინებით დაველოდები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.