ყინვა
სადღაც მტკივა, სადღაც, სული მეყინება, სუნთქვა მიჭირს, ბოლო ამოსუნთქვამდე მინდა ყველაფერი მოვასწრო, გლოვაში დაკარგული წლები მახსენდება და მინდა ვინანო, მაგრამ რატომღაც ვერ ვგრძნობ სინანულს. გაძლიერებული, ბოლოს გაძლიერებული მაინც მოვკვდები თქო თავში მიტრიალებს ეს აზრი და მწარედ მეცინება, ბოლო სუნთქვამდე, ბოლო ტკივილამდე, მინდა ბოლო ხმაზე ვიცინო, სადღაც ძაფებით მექავება სიბნელე, არ დააყოვნებს გამეფებას, გავუყვები გზას, მოგონება, ცოდვა, აირევა, სულ ცოტაც, სულ ცოტაც მაცადე, ტკივილი არ გაქრება, გაილევა, სიყვარულზე რა უნდა გითხრა!? არასდროს მჯეროდა, რწმენა დამეკარგა, გრძნობის, ყველა გრძნობის, გარდა შიშისა, სიყვარული ალბათ კარგი იქნება, არ გამისინჯავს, არ მიგრძვნია, მაგრამ გამიგია. ჩემი ნაბიჯებით ვზომავდი სამყაროს და ახლაც იგივე მემართება. ჯიუტი ბავშვივით ვეთამაშები ცხოვრების ნიტებს, გამბედაობა ზედმეტიც კი მაქვს, ტკივილი არა, უფრო ბავშვობა მომდევს და გულუბრყვილოთ ქცევას ტკივილი მოყვება, ადამიანი რაც იბადება ის კვდება, მე ბავშვად დავიბადე, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ბავშვი, საფლავებს შორის დავიკარგე, ტკივილი მეგზურად გავიხადე და მაინც რამდენი შევძელი, ალბათ ძალაც თავიდანვე მომდევს სულში, ტკივილს დავავიწყე დარდები და ისევ ნავშვივით, ბავშვივით ავცუნდრუკდი, ცანცარა კი მიძახეს, შემაფურთხეს, მაგრამ საქანელას ვერ მოვშორდი, თავისუფლებაა საქანელა, სულ რომ ვოცნებობდი გაფრენაზე იქ თითქოს მართლა დავფრინავდი, აქ იმდენად შეეჩვივნენ ნიღაბს რომ თვითონაც დაავიწყდათ მათი "მე" გააჩნია, ჩემთან მაგალითად, როგორ "სასტავში"-ც ხარ ისე უნდა მოიქცე, თორემ გიჟის სტატუსს აგაკრავენ, უცნაური სახით დადის ქუჩაშიო, სანამ შენ შენ ტკივილს არ დამალავ, სანამ ვერ ისწავლი ზურგით როგორ ათრიო ცამდე ასულს ალბათ ზურგით დაგცემენ მიწას, აქ ყველაფერი უნდა დამალო, აქ ვერავინ ვერ დაგიცავს, აზრი არ აქვს ვინ გყავს, დედა მამა თუ ოჯახი, შენი ტკივილი შენ უნდა ატარო, მოათავსო ერთ დიდ გუდაში. უაზრო ფიქრებს ხშირად ვუცვლი მისამართს, მაგრამ არ ვიცი კიდევ რატომ მიბრუნდებიან, ალბათ არ ივიწყებენ იმ ცრემლებს, არ ივიწყებენ იმ ნოსტალგიას, საიდან? რატომ? ხშირად ვკითხულობ, მაგრამ პასუხსაც რომ ვერ ვპოულობ? იქნებ ჩემშია ის რასაც სხვას ვთხოვ, იქნებ ვერ ვიცი სხვა პირობისთვის, იქნებ ჩავრჩი და ვერ გამოვდივარ, იქნებ არც მინდა, ღმერთმა თუ იცის! დახურეთ კარი, დამტოვეთ მარტო, მძინავს, ტკივილის ფიქრებში ჩაფლულს, არ ვტირი, არ მოვთქვამ ვიცინო მინდა, დახურეთ კარი არ დამინახონ... საკუთარი სულის ავსებას ვერ ვახერხებ, სიცარიელის გრძნობა მახრჩობს და მგუდავს, არა... ვიცი ჩემთვისაც გათენდება დღე, მარა.. მარტო ვარ, საკუთარ თავთან დაბადებიდან მარტო ვარ, არავინ მყავს იმ აჩრდილის გარდა ვისთანაც ხშირად ვსაუბრობ... არ გავგიჟებულვღ, მარტოს მხოლოდ კედლებთან ლაპარაკი შემიძლია, საკუთარი ნებით ვყრი ხალხს, მარტო ვარ, წუწუნიც არ მანებებს თავს, მართლა დიდი ნიჭი ყოფილა წარა მარა დარდი, ალბათ გულის ნამსხვრევებს ისევ აკრიფავს გრძნობა, თუმცა შიში არა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.