შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძულს


2-01-2019, 20:52
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 501

მე მძულს სიბნელე და მე მძულს წვიმა,
მე მეზიზღება სასტიკი ყინვა.
შემძულდა ძლიერ ეს თეთრი თოვლი,
ის ყინვისაგან არის ვით ოფლი.

მძულს ხალხმრავლობა, მძულს თვით ის გრძნობაც,
საიდუმლოა ამ გრძნობის კერა.
მძულს მარტოდმარტო ყინვაში დგომაც,
რაზე ვსაუბრობ ვერ გეტყვით, ვერა.

მძულს მე ბრმად ყოფნა და ალიონი,
მე მირჩევნია სიჩუმე, ღამე.
ჩემს გვერდით მდგარა გალაკტიონი,
მიბრძანა მეთქვა მე მისთვის რამე.

მძულს ეს ბრძანება, სხვას შედარება
და მე ვერავინ ვერ მეკარება.
სიძულვილი სულ მთლად მეფარება
და მე სხვა გრძნობა კვლავ მემალება.

მძულს მე პირობა, მისი დარღვევა,
და პირობების მწარედ დარბევა.
საიდუმლოდ მძულს გრძნობის ხმარება
და მითუმეტეს მისი ტარება.

მძულს მე ბრმად ყოფნა და ალიონი,
მე მირჩევნია სიჩუმე, ღამე.
ჩემს გვერდით მდგარა გალაკტიონი,
მიბრძანა მეთქვა მე მისთვის რამე.



№1  offline წევრი sweetgirl

Rogor sheidzleba ase zustad daicva ritma,tembri da ravi gagijebuli var.tan ra sixshirit deb siaxleebs magari bichi xar dzaan❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

sweetgirl
Rogor sheidzleba ase zustad daicva ritma,tembri da ravi gagijebuli var.tan ra sixshirit deb siaxleebs magari bichi xar dzaan❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️

ძალიან დიდი მადლობაა heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent