უმისამართო წერილები
ძვირფასო... დღეს ისევ მესიზმრე, ჩვეული ღიმილით მიცქერდი და ხელში ჩემთვის უსაყვარლესი გვირილები გეჭირა. შენამდე მანძილი ელვის სისწრაფით გადმოვკვეთე და ხელები მხრებზე მოგხვიე. ფილტვები შენი არაამქვეყნიური სურნელით ავივსე და ბედნიერს ხმამაღალი ოხვრა აღმომხდა. რა უსამართლობაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მეტად ძვირფასი წუთები იმაზე მალე ქრებიან, ვიდრე ზოგადად დრო გადის. გამოღვიძებული იმედგაცრუების საშინელმა გრძნობამ ჩამიხუტა. ძვირფასო... 54-ე ღამეა სარკმლიდან ერთად ვუმზერთ ღამის ქალაქს. მე შენს წინ ზურგით ვდგავარ. მუცელზე შენი თბილი ხელები შემომხვევია. ჩუმი, რიტმული სუნთქვა ჩემი სიმშვიდის პირდაპირპროპორციულია. მთვარის შუქი სახეზე გვეფინება და ყველა ემოცია სააშკარაოზე გამოაქვს. შენკენ ნელა მაბრუნებ, თმას ყურს უკან მიწევ და როცა ჩემი ნერვული დაბოლოებები სასიამოვნო აღელვებისაგან ფოიერვერკს აწყობენ, ჩემს თავს ხელებიდან წყეული უსამართლობა გგლეჯს. მე კი, გულდაწყვეტილი, ცრემლიანი, ძლივს შეკოწიწებული მოთმინებით ველოდები შენთან შეხვედრას... ძვირფასო... 224-ე ღამეა უშენოდ... გრძნობები ადამიანებზე დაუნდობლები აღმოჩნდნენ. ადამიანები გატკენენ, შემდეგ, ზურგს გაქცევენ და დაგტოვებენ ტკივილების პირისპირ. ამ დროს, მიტოვებულს, გათელილს ათასგვარი გრძნობა ჩაგავლებს ხელს ქეჩოში და აღარასოდეს აღარ დაგეხსნება. შენ კი ისღა დაგრჩენია შეეგუო ან იბრძოლო მაშინაც კი, თუ მას აზრი აღარ აქვს... ძვირფასო... უშენობამ ისე წამიჭირა ყელში ხელები, რომ უჰაერობამ ფილტვები დამიხეთქა. სიცარიელემ შეავსო შენი ადგილი. ღამეული სიზმრები კოშმარებად მექცა. ახლა, ყოველი ღამე სულთან ჭიდილია. სისულელეა ელოდებოდე იმას, ვინც იცი არასდროს მოვა სისულელეა ილაპარაკო, როცა იცი არავის ესმის რა საჭიროა თავს იტყუებდე, თითქოს არ გტკივა ნაიარევი შემომეჩვია სულის ტკივილი, დარდს არ მიქარვებს აღარც ტირილი ფიქრებში ისევ შემომაღამდა, მესამე დღეა ფეხზე ვათენებ სხეული აღარ მემორჩილება, სწადია სულს გაეყაროს ეშმაკი მხარზე შემომჯდომია, ხარხარით ჩემგან სუიციდს ითხოვს არ მინდა ვინმეს სუსტი ვეგონო, ანდაც ვინმემ თქვას ახია მასზე თუკი რამ ძალას ვპოულობ თავში, ვდგები და სულში სინათლეს ვანთებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.