Lost Girl
-ისევ? -ისევ.. -გარბიხარ.. -გავრბივარ -სუსტი ხარ -ვიცი.. -სად მიდიხარ -სადაც გზა წამიყვანს -რატომ.. -ისევ იგივე.. -მიგატოვეს -მიმატოვეს -რანაირად -მე მივატოვე -ეგ როგორ? -დედამიწა ჩემს გარშემო არ ბრუნავს, მეც მასთან ერთად ვტრიალებ… მეც ვეფლობი ცხოვრების ჭაობში.. მეც მიყვარდება.. მეც ვენდობი.. მეც მღალატობენ.. ისევ.. მერე გავრბივარ სწრაფად.. უკან მოუხედავად.. ისევ… -იბრძოლე -მერამდენედ.. -ჩვენ..? -ჩვენ აღარ არსებობს -მაშინ აქ რა მინდა -ჩემი წარმოსახვა ხარ -შენი წარმოსახვა ვარ -შენ გაქრი.. აღარ არსებობ -გავქრი.. მაგრამ შენთვის არა -ჩემთვისაც.. -მაშინ რა მინდა შენ წარმოსახვაში.. რატომ ვერ მივიწყებ -რატომ ვერ გივიწყებ -ისევ გიყვრვარ -მე არავინ მიყვარს.. -მართალია.. მაგრამ მე ისევ გიყვარვარ -შენ ისევ მიყვარხარ.. …. ჩემი სული სხეულს მოაცილე.. გული ნაფლეთებად მიქციე.. სამყაროს უზარმაზარი შავი ფარდა ჩამოაფარე და იმ ფარდის უკან დამემალე.. გეძებდი.. დიდხანს გეძებდი.. ვერსად გიპოვე… სიბნელეში კარგად იმალებოდი.. -ეველინ… უსასრულობას გავძახოდი.. შენგან პასუხიარ იყო.. -ეველინ ჩემი გული შენ გეძახდა შენ კი სდუმდი.. ისე გაუჩინარდი თითქოს არც არსებობდი.. მაგრამ მე ვერ დაგივიწყე.. მე ვერ შევეჩვიე უშენობას.. ეველინი.. ჩემი ეველინი ჩემი აღარ იყო.. ვერ შევეგუე.. ვერ შევეჩვიე.. შენ ჩემი იყავი.. მე მეკუთვნოდი.. ერთმანეთს ვეკუთნოდით.. …… -ისევ გკივა? -ოდნავ -შეეგუე? -არა, შევეჩვიე -ტკივილი? -ვუძლებ -გაგივლის -არ ვიცი -გაგივლის? -ალბათ არასდროს.. … შენი გაქრობით სული დამისახიჩრდა.. სახე დამიმახინჯდა.. არარაობად ვიქეცი.. ცხოვრებამ თავისი ბასრი კლანჭები ჩამავლო და არ მიშვებდა.. ბედი ზემოდან დამცინოდა.. ყველას უხაროდა.. ყველას ჩვენს გარდა ეველინ.. ჩვენი ყველა ოცნება.. მიზანი.. სურვილი.. ნატვრა.. რწმენა.. საპნის ბუშტზე ადრე გასკდა.. ყველა მოგონება წვიმამ წაშალა.. ყველაფერი გაქრა გარდა შენი სახელისა ეველინ.. შენი სახე მავიწყდებოდა.. შენი ხმა მავიწყდებოდა.. შენთან გატარებული დღეები მიქრებოდა მაგრამ შენს არსებობას ვერ ვივიწყებდი.. ჩემს სიყვარულს ვერ ვივიწყებდი.. … -დიდხანს მელოდი? – ახლაც გელოდები -რომ არ დავბრუნდე? -არც დაბრუნდები.. -და შენ? -რა მე? – იქნები მარტო? -ყოველთვის მარტო ვარ -არ მინდა დაგტოვო -გინდა -არ მინდა -ჩემი დატოვება ადვილია.. სულ სულ ყველაზე ადვილი -მიყვარდი -ბავშვი იყავი.. პატარა ბავშვი -ბავშვურად მიყვარდი -ეს არ იყო საკმარისი. მეტი მინდოდა.. ბევრად მეტი -მეტი არ შემეძლო -არც გთხოვდი.. -მაგრამ მინდოდა -გინდოდი.. მაგრამ შენ გაქრი -არ მინდოდა -კი, გინდოდა.. გულის სიღრმეში გინდოდა.. … მერამდენე გაზაფხულმა ჩამიქროლა უშენოდ.. მერამდენედ გამიწვიმდა უშენოდ.. მერამდენე შობა მოვა უშენოდ.. რამდენჯერ შემომიღებს აპრილი კარს სიცილით მაგრამ შენ აღარ დახვდები… მერამდენედ გაგიხსენებ და მივიღებ გულში დარტყმას.. და რისთვის.. იმისთვის რომ შემიყვარდი.. რომ შემეძლოს გულს ამოვიგლეჯდი და გადავისროდი მაგრამ.. როგორ შემიძლია, როცა ვიცი რომ იქ შენ ხარ.. უშენობას რაც უფრო ვიაზრებ უფრო მტკივა.. ვიძახი შევეგუე.. დავივიწყე კარგად ვარ.. მაგრამ შენ იცი.. მხოლოდ შენ, რომ შენს გარეშე სიტყვა კარგად მხოლოდ უაზრო ბგერებია.. შენს გარეშე ყველაფერი უაზრობაა შენ იცოდ ი მაგრამ მაინც წახვედი ცარიელ სამყაროში კიდევ უფრო დაცარიელებული დამტოვე სახლში შემოსვლისას შენი სურნელი აღარ ტრიალებს ეველინ.. ჭექა-ქუხილის დროს აღარავინ აღარ მეხუტება ჩემს სანახავად აივნიდან აღარავინ ხტება ეველინ… ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ… ყველფერი და მათ შორის მეც.. ყოველდილას ამოდის მზე.. მაგრამ მე ვეღარ ვხედავ.. ყოველდღე თბება დედამიწა მაგრამ მე გაყინული დავრჩი მხოლოდ მაშინ როდესაც ბნელდება,.. მხოლოდ მაშინ ვარ შენთან.. გამოვატან ჩემს სიყვრულს მთვარეს.. ვიცი.. ვიცი სადღაც მიიღებ.. …. -გელოდებოდი რომ მოხვიდოდი -შანსი უნდა გქონოდა -შანსი მქონდა -ჩემთან ერთად არა -რატომ არრა -მიყვარდი.. მაგრამ ჩემთან ერთად არა…აქ არა -… -არაფერს მეტყვი? -მენატრებოდი -ახლაც მენატრები … ქარი მეალერსებოდა სახეზე და შემიძლია დავიფიცო რომ შენი სურნელი ქონდა.. მეგონა თვალს რომ გავახელდი შენ დამხვდებოდი.. ხელს ჩაგკიდებდი და აღარასდროს მოგცემდი უფლებას წასულიყავი.. მაგრამ… შენ მხოლოდ ჩემს გონებაში დარში.. წლების წინ ატმის ყვავილობას მოყევი და ფოთოლცვენამ წაგიყვანა ჩემგან.. ჩემი წარმოსახვიდანაც გაგაქრო.. ბოლო იმედი გამომაცალა ხელიდან.. შენ ჩემი სამყაროსთვის არ იყავი გაჩენილი .. შენ სხვა ხარ.. სხვა იყავი.. მე კი მიტოვებული სიყვარულის მსხვერპლად დავრჩი.. შენმა სიყვარულმა იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები რომ ამოგლეჯა შეუძლებელია.. მხოლოდ ველოდები დასასრულს. როდის მომიჭერს ყელში და საბოლოოდ დავსრულდები. მაგრამ ვაი რომ აღარ მოდის.. აღარ მოდის და მაიძულებს უშენო რეალობას შევეგუო.. გამოვატან ჩემ ბოლო სიტყვას მთვარეს.. აუცილბლად და ჩემ გრძნობებსად გაუნათებს გზას.. გიპოვი.. აქ თუარა იმ სამყაროში გიპოვი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.