დამსხვრეული "ჩვენ"
გითხარი, როგორც დამსხვრეული ჭიქა, დამსხვრეული „ჩვენ“ ვერ აღდგება - მეთქი.. შენ კი უბრალოდ არ გესმოდა, ან არ გინდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. დამცინოდი, როცა გეუბნებოდი, ერთსა და იმავე მდინარეში მერამდენჯერ უნდა ვიცუროთ - მეთქი... შენ არ გესმოდა ჩემი ირიბი გამონათქვამები, ისევ ბავშვურად აგრძელებდი ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას და დღითიდღე თავიდან მეფიცებოდი სიყვარულს... იცი, მეც მჯეროდა... ყველაფრის მიუხედავად მჯეროდა, რომ გავიდოდით ნაპირზე და ცხოვრების ძლიერი ტალღები არ წაგვლეკავდა.. მჯეროდა და ყველანაირად ვცდილობდი „ჩვენ“ გადამერჩინა... ვცდილობდი... ვცდილობდი განუწყვეტლივ.. სანამ „ჩვენი“ სიმბოლო, გულთა შერწყმის სიმბოლო ბუნკერში არ მოვისროლე და წინ არ დავიწყე ყურება... ყველაფერი იქ დასრულდა, სადაც დაიწყო.. თუმცა მთლად ასეც არაა... ძირეული გრძნობები, თუნდაც გარდასულნი და სამყაროს მეორე კიდეში გადახვეწილნი, მარადიულ კვალს ტოვებენ; ჩვენ ხომ ის აღარ ვართ, რაც იმ 330 თუ 335 დღის წინ, როცა პირველად დავინახე როგორ გაგიცისკროვნდა თაფლისფერი თვალები და როგორ შეგიკრთა სახე... მახსოვს, რა მითხარი უკანასკნელად, ყველაფერი მაპატიეო და მეც მინდა სწორედ იგივე გთხოვო; რადგან უკვალოდ არარა ქრება, რადგან ნაკვალევს ტოვებს ყოველი, გთხოვ, მაპატიო გაცნობის დღება და შემისრულო ერთი სურვილი, რომ დამივიწყო სამარადჟამოდ და გააგრძელო წუთისოფელი. პ.ს ადრეც მედო, მაგრამ საიტს პრობლემები რომ ჰქონდა, წაიშალა. ეს იმ ერთ-ერთ ჩანახატთაგანია, რომელიც დაიბეჭდა "ლიტერატურული გაზეთის" აგვისტოს ნომერში და თვით ვახტანგ ჯავახაძემ შეარჩია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.