წამი ვარ...(სრულად)
გახსოვს რომ მეუბნებოდი წამია ყველაფერიო? სულელი ვიყავი... არ მჯეროდა.... გეუბნებოდი ჩვენი სიყვარულიც წამია-მეთქი? შენ კი მიღიმოდი და თავს მიკრავდი... სულელი ვიყავი.... არ მჯეროდა.... გახსოვს რომ გპირდებოდი ერთად დავბერდებით-თქო? გახსოვს რომ მეუბნებოდი შენ ჩემი ხარ მე კი შენი სამუდამოდო? სულელი ვიყავი... მჯეროდა.... გახსოვს როცა ვტიროდი, მოდიოდი და ძლიერად მიკრავდი გულში მე კი უფრო ვუმატებდი ტირილს... სულელი ვიყავი.... თავი უბედური მეგონა... გახსოვს რომ მეუბნებოდი გიპოვიო? გახსოვს რომ მეუბნებოდი წამი დაგვაკავშირებსო? გახსოვს... მაშინაც სულელი ვიყავი... მჯეროდა... ორი დღის წინ თავს რომ განწირულად ვგრძნობდი... შენს გვერდით მდგომს თეთრი კაბა რომ ემოსა და სამუდამო სიყვარულს ეფიცებოდი... ლაზარე შუაში გედგათ და თეთრკაბიანს დედას ეძახდა... მე კი იქვე ვიდექი და ვიღიმოდი... შენ იყურებოდი და სივრცეში მე მხედავდი... ვიცი... ვიცი,რადგან ასე მხოლოდ მე მიყურებდი... ელოდი რომ დაგლოცავდით... დაგლოცეთ და ბედნიერება გისურვეთ... იგრძენი...გაგეღიმა... და მე მივხვდი, რომ ეგ ღიმილი აღარ მეკუთვნოდა... თეთრკაბიანისა იყო... მივხვდი... გელოდი...ახლა კი შენ სხვა გეყოლება სამარადჟამოდ... ის დღე გახსოვს? გახსოვს... მართლა წამი ყოფილა ყველაფერი... წამში შეწყდა სუნთქვა... წამში... იცი როდის დაგკარგე? არ იცი... თქვენი თავი რომ ჩავაბარე... თეთრკაბიანს...დიახ მაგ თეთრკაბიანს გვერდით რომ გიდგას საკურთხეველთან...ყველაზე მეტად რომ ვენდობოდი... წამი ყოფილა ყველაფერი... წამი ყოფილა სევდა... წამი ყოფილა ტკივილი... წამი ყოფილა ერთგულება... წამი ყოფილა სიტყვებიც... წამი ყოფილა სიყვარული... წავედი... დაგტოვეთ... გელოდით... რაღა აზრი აქვს... სხვისი ხარ... მე კი წამი ვარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.