უბრალოდ მე
ცხოვრების საზრისის ძიებაში ლამის დამათენდეს. ვდგავარ ფანჯრის წინ და მთვარის გამოჩენას ველოდები, მაგრამ ამაოდ. ვგრძნობ, რომ მთავარ გეზს ვეღარ ვამჩნევ... მეუბნებოდი, საკუთარი თავის გარდა არავინ გიყვარსო და მგონი, ასეა... შენი ხვედრი გრძნობები საკუთარ თავს ვუწილადე და დღეს, აი, სწორედ დღეს დედამიწაზე ვეღარ ვატევ ამ უშველებელ გრძნობას. დიდი ხნის წინ შევამჩნიე, როგორი ცოდოა ადამიანი და როგორი მარტო, თუ საკუთარი თავი შესაბამისად არ უყვარს.. და მეც ვისწავლე ეს გრძნობა, იმდენად გავითავისე, რომ ყოველდღიურობადაც ვაქციე.. ისევ ვდგავარ გაუნძრევლად, შევყურებ ცარიელ ცას, რომელიც ძლიერ მაგონებს საკუთარ გულს.. გონებაც კი დაიცალა გრძნობებისგან, თითქოს ცარიელ დაფად გადაიქცა და მეუბნება, ხელი გამიშვიო. ერთ დროს ეს სიტყვები შენ გითხარი, შენ კი კედლებს შეაწმინდე და შენებურად გააგრძელე გზა. ახლა ჩემი ჯერია, ჩემი ჯერია, რომ ყველაფერს ვუშვა ხელი და საზღვრებგამქრალ ცხოვრებისკენ ვიღო გეზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.