მე და ჩემი გრძნობები
ეს გრძნობები გულს, გონებას გამუდმებით კლავს. სიყვარული არასოდეს არ მადებს მის მკლავს. გულს ნაღველი აწვება და მას უკიდებს ალს. ის თავის დარდს თავის მიწის დიდ სიღრმეში ფლავს. მთვარის შუქზე მე ვწერ ლექსებს, ველოდები მას. ის მიპირებს ბასრი დანით გულის მუდმივ ჭრას. როგორც კი მის სურნელს ვიგრძნობ ვეხები მის თმას. მისით ვთვრები და ვაპირებ შავი ღვინის სმას. როგორ მინდა მოგეფერო, მე დავრეკავ ზარს. ალბათ შენთვის ჩემი სული გამუდმებით ყარს. თან ჩემს გულს კლავ და თან მისთვის წარმოადგენ ფარს. შენი ხელი ძლიერ მალე ჯვარზე გამაკრავს. შენით ვცოცხლობ და იცოდე რომ ხარ გულის ღმერთი. მე ხომ შენთვის დიდ ყინვაში გამუდმებით ვწერდი. ამ გულისთვის უბრალოდ ხარ გრძნობა ერთადერთი. მე ხომ მხოლოდ შენს ლამაზ გულს ამდენ ხანს ვუსმენდი. მიყვარხარ და გრძნობებისგან მე ჭკუიდან ვიშლები. უიმედო გრძნობებისთვის აქ არიან ვირთხები. შენი ნახვით უიმედოდ მე კვლავ აქ გავფითრდები და მე მხოლოდ შენდამი მაქვს გრძნობით სავსე სიტყვები. ეს გრძნობები გულს, გონებას გამუდმებით კლავს. სიყვარული არასოდეს არ მადებს მის მკლავს. გულს ნაღველი აწვება და მას უკიდებს ალს. ის თავის დარდს თავის მიწის დიდ სიღრმეში ფლავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.