შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი საფლავი, სამი სხეულით


18-08-2019, 20:21
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 1 233

მთაში სიარულს არაფერი ჯობია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მთა საიუმლო მოგონებებს ინახავს. ყაზბეგის მთებზე თოვლი სქელ ფენა ჩამოწოლილიყო და იქ მყოფ ტურისტებს იზიდავდა. წელიწადის ამ დროს ყაზბეგში ძალიან ცივა, მაგრამ ტურისტების დიდი თხოვნის გამო კიდევ ერთი ტური მოეწყო მათთვის.
ტურის წინამძღოლად, როგორც ყაზბეგის მთების უბადლო მცოდნე, მაქსიმე დანიშნეს და 15 კაციანი ჯგუფი მიაბარეს...
გზა დამთვალიერებლებისთვის შორი და ამავე დროს სასიამოვნოდ დამღლელი, მაქსიმე კი არაჩვეულებრივი გიდი აღმოჩნდა.
- ესეც ასე,- ამოთქვა ქართულად, როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მივიდა. მერე ტურისტებს მიუბრუნდა და ინგლისურდ განაგრძო,- so, we’ll stop here for a while, then continue on. We have one hour to rest. You can browse here and take photos. We will meet at this place in exactly one hour. I’ll be here.
მზის პირველმა სხივებმა ღრუბლებიდან ამოიხედეს და მონატრებულ მაქსიმეს სითბოთი მიუალერსეს. ერთ დროულად უყვარდა და სძულდა ეს ადგილი. ყოველთვის როცა აქ მოდიოდ სამყაროს ეთიშებოდა და წარსულს იხსენებდა, წარსულს, რომელიც ტკივილნარევ ღიმილს უხატავდა სახეზე. ცხოვრება მისთვის დასასრულისკენ მიმავალი ისტორია იყო, რომლის დასრულებაც საკუთარ ძალებს აღემატებოდა. ყოველთვის, როცა აქ ბრუნდებოდა, წიგნის ახალი გვერდი იშლებოდა და მთავარ გმირს წერას აიძულებდა.
დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ზურგს უკნიდან მისი სახელი მოესმა და ფიქრებიდან ამოაყვინთინა. უკან, რომ მიიხედა მისკენ მიმავალი სამი ტურისტი დაინახა, მერე ამ სამ ტურისტს მთელი ჯგუფი მოყვა უკან, აშკარა იყო ყველას ერთი და იგივე აინტერესებდათ. ბოლოს როგორც იქნა მასთან მიაწიეს და დასვეს კითხვა, რომელიც ასე აინტერესებდათ.
- იქ ორი საფლავია, ბატონო მაქსიმე,- დაიწყო ერთ- ერთმა მათგანმა და წყლის ბოთლი მოიყუდა,- ორი საფლავის ქვაა და რაღაც აწერია, სამწუხაროდ ქართული არ ვიცი და ვერ წავიკითხე,- მაქსიმეს თვალები მიწას შეეზარდა, უკვე იცოდა მათ რაც ნახეს.
- ანა, მართა და გაბრიელი. ორი საფლავი სამი ადამიანისთვის,- მიწისთვის თვალმოუშორებლად ამოთქვა და ხის მორზე მოწყვეტით დაეშვა. ერთ- ერთი გოგონა მაშინვე მივარდა და წყალი მიაწოდა, ეგონა ცუდად იყო.
- გვიამბეთ რა მოხდა, ან ორი საფლავი რატომ არის თუ სამი ადამიანია გარდაცვლილი?- თხუთმეტ კაციანი ჯგუფი მის წინ ნახევარ მთვარისებულად განლაგებულიყო.
- ეს მძიმე ისტორიაა. ზოგადად არავის ვუყვები ხოლმე, მაგრამ თქვენთან გამონაკლისს დავუშვებ და გიამბობთ,- ამ ამბავს პირველად უყვებოდა უცხო ხალხს,- 16 ივლისს, ყაზბეგში, გერგეტობის დღესასწაულს აღნიშნავენ და გერგეტის სამებაში ადიან ხოლმე, იქ სადაც ჩვენ მივდივართ,- ხელი გაიშვირა სამების მბზინავი გუმბათისკენ, რომელიც სანახევროდ მოჩანდა,- ერთ გერგეტობასაც ოჯახი თბილისიდან ყაზბეგში მოდიოდა, ქმარი, შვილი და ორსული ცოლი. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ, შესაშური ოჯახი ჰქონდათ. ანა და თავისი ქმარი, სახელს მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ხანი ელოდნენ ბავშვს, მთელი ოთხი წელი დააი მაშინ, როცა ყველა იმედი გადაწურული ჰქონდათ, ანა გოგონაზე დარჩა ფეხმძიმედ. სანატრელ შვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, მთელ მათ ცხოვრებას მას ჩუქნიდნენ და ზედ დაჰხაროდნენ. ორი წლის შემდეგ კი ანა გაბრილზე დაორსულდა...
გერგეტობის დღესასწაული ახლოვდებოდა, ამ დროს ანა უკვე შვიდი თვის ორსული იყო და ექსპრონტად ოჯახმა გადაწყვიტა აქამდე უნახავი გერგეტის სამება ენახათ. დღესასწაულს წვიმიანი ამინდი დაემთხვა, გზებზე ნისლი ჩამოწვა და მხედველობა გაუარესდა. მართა და ანა თურმე გზაში მღეროდნენ, ეს ქმარს არც კი ახსოვდა, უკანასკნელად გადაღებული ვიდეოდან გაიგო. არც სხვა დეტალები ახსოვს კარგად, თვალები საავადმყოფოში გაახილა. მერე უამბეს.
უხვ ნალექს მეწყერი გამოუწვევია, გზაზე ჩამოწოლილა და მათი მანქანა თან ჩაუტანია. ბევრი წვალებისა და ძებნის შემდეგ ქმარი უპოვიათ, მანანიდან გადმოვარდნილიყო და გადარჩენილიყო, მანქანას კი ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს ძლივს მიაგნეს. ექიმმა თქვა, რომ ბავშვი თავის ძლიერი ტრამვით გარდაცვლილა, დედა კი უჰაერობით.
- ღმერთო ჩემო,- ამოთქვა ერთმა ტურისტმა გოგონამ, რომელსაც ატირებულ თვალებზე ხელები ჰქონდა აფარებული.
- ქმარი დიდი ხნის განმავლობაშ გადიოდა რეაბილიტაციას საავადმყოფოში. მისი ცოლი და შვილები კი თბილისში გადაუსვენებიათ, ერთი თვის შემდეგ შეძლო მათსაფლავებზე მისვლა. ეს უბედური შემთხვევა ამ მთის ქვეშ გამავალ გზაზე მოხდა. გამოჯანმრთელების თანავე საფლავის ქვები ამოუტანია წარწერებით.
- და ახლა ის კაცი სად არის ან როგორ არის?
- იმ დღის მერე იმ კაცის ცხოვრება დასრულდა. ცოლი დაკარგა, რომელიც ძალიან უყვარდა, შვილები დაკარგა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა. იმ ტრაგედიის მერე სრულიად მოსწყდა ამ ქვეყანას, ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა და ასე შეეცადა საკუთარი თავის დასჯას.
- აბა რა იქნებოდა,- წარმოთქვა რუსმა მამაკაცმა, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა,- მე იმ მამაკაცის ადგილას ალბათ თვითმკვლელობით დავასრულებდი სიცოცხლეს.
- თვითმკვლელობა არც ისე ადვილია, როგორც შენ გგონია მეგობარო.
- ისე საუბრობთ, თითქოს იმ მამაკაცს ძალიან კარგად იცნობდეთ. იქნებ თქვენი მეგობარია, ან ძმა?
- მეგობარსა და ძმაზე უფრო ახლობელია...
- ძალიან საშინელი ისტორიაა, და ახლა სად არის ის კაცი?
- სხეული მისი ისევ ამ ქვეყანაზეა, გონება და სული კი გამოეყო სხეულს და მიიკარგა,- ფეხზე წამოდგა და იქით გაიხედა სადაც საფლავები ეგულებოდა,- ახლა კი უნდა წავიდეთ მეგობრებო, თორემ დაგვიგვიანდება,- კიდევ ერთხელ გაიხედა ტყის სიღრმეში ჩამალული საფლავებისკენ და აბარგებულ ჯგუფს უკან მიყვა.
მდუმარება ჩამოწოლილმა საფლავებმა ისევ ისე მიიძინეს, როგორც მათ მისვლამდე ეძინათ...
ვერავინ მიხვდა, რომ მაქსიმე საკუთარ ისტორიას ყვებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent