უჭრელესად უფერო!
კალამი შავი, ფურცელი თეთრი, მელანი ლურჯი, თითები... თითები მკრთალი! -და მაინც რომელი ფერი? -უფერო! -ეგ როგორ? -ჭრელად! -უფერო ჭრელად? -ზუსტად! -მგონი გაუბერე. -ზუსტად ისე გავუბერე, როგორც უფეროა უჭრელესი! -მაგრამ, ეგ ხომ შეუძლებელია?! -ჩემთვის არა! -შენთვისაც კი შეუძლებელია, უფეროს უჭრელესად გადაქცევა! -ბოდიში, უკვე შევძელი. -მაგრამ როგორ? -როგორ თუ როგორ? -როგორ აქციე უფერო ჭრელად? -მარტივად... კალამი შავია, ფურცელი თეთრი, მელანი ლურჯი, მე კი - უფერო! -არა! შენ ხომ ჭრელი ხარ?! -ზუსტად! უჭრელესად უფერო ვარ! -გაგიბერია! -მაგის იქითაც გავსულვარ. ახლა კი მე გკითხავ.. რომელი ფერი? -უფერო! -და რატომ უფერო? -იმიტომ, რომ შენსავით უჭრელესია! კალამი შავი, ფურცელი თეთრი, მელანი ლურჯი, თითები მკრთალი, მე კი - უჭრელესად უფერო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.