არასდროს გეტყვი რომ მიყვარხარ
შუაღამეა. კედლის საათმა სამჯერ დარეკა ზარი. ფანჯარასთან ვდგავარ ფინჯანი ყავით ხელში და შენს ნაბიჯებს ველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ მოხვალ მაგრამ არ ვიცი როდის. იქნებ სულაც ახლა. მე არ მინდა გამოვტოვო შენი ანერვიულებული ნაბიჯები და იდუმალი მზერა, რომელიც ცდილობს შენი ნერვიულობა და დაბნეულობა დამიმალოს, მაშინ როცა არ იცი რა უნდა მითხრა და სიტყვებს ეძებ სათქმელად. არც ის იცი, რომ მე შენს სიტყვებს კი არა შენს ჩახუტებას ველოდები. იცი, მე შენზე გაბრაზება არ შემიძლია და თუ გავბრაზდი 5 წუთის გასვლის შემდეგ მიზეზიც კი არ მახსოვს, წყენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გეკითხები იცი-თქო? არადა ეს კითხვა უადგილოა. შენ ხომ როგორც ამბობენ შემწვარ-მოხარშულს მიცნობ და ეს ყველაფერი კარგად იცი. გრძნობ როდის ვარ ცუდად და როდის კარგად, როდის მიხარია ან მტკივა, მაგრამ დუმხარ და არაფერს იმჩნევ და გამოხატავ რადგან შენთვის, ისევე როგორც ჩემთვის ვულკანის ამოფრქვევასავით მძაფრ შეგრძნებებს აქვს ფასი. მაპატიე, ხშირად ვერ გეუბნები და ვერ გამოვხატავ სიტყვებით იმას, რისი თქმაც მინდა და ალბათ, ვერც იმას ვახერხებ გაგრძნობინო ის, რაც მინდა რომ იგრძნო როცა ჩემთან, ჩემს გვერდით ხარ ფიზიკურად, თორემ ისე, ჩემი ყველა ამოსუნთქვა და პულსის ცემაც კი შენ ხარ და იმდენად მიისაკუთრე ყველაფერი რაც წესით მე მეკუთვნის, რომ მე მე აღარ ვარ და მე შენად ვიქეცი. არასდროს გეტყვი რომ მიყვარხარ, რადგან ეს სიტყვა დღეისთვის სამყაროში ძალიან გაცვეთილი და გაუფასურებულია. ვდგავარ ფანჯარასთან ფინჯანი ყავით ხელში და შენს გამოჩენას ველი. მინდა დავინახო როგორ მოდიხარ, თორემ შენი ფეხის ხმა ახლაც კი ჩამესმის. ვერ ხარო, ალბათ, მეტყოდი ეს რომ იცოდე, მაგრამ მართალი იქნებოდი და ვაღიარებ, რომ უშენოდ ვერ ვარ. ვერ ვარ როცა ვერ გხედავ და ვერ ვარ მაშინაც კი როცა გხედავ. რადგან როცა ჩემს გვერდით არ ხარ უსაშველოდ მენატრება შენი მზერა, შენი ხმა, შენი კანის სურნელიც კი, მაგრამ როცა ჩემს გვერდით ხარ თავბრუს ისე მახვევს ეგ ყველაფერი რომ სუნთქვის შეკვრამდე ცუდად ვხდები. ვდგავარ ფანჯარასთან ფინჯანი ყავით ხელში და გელოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.