ეძებე და იპოვნე შენც
ცხოვრება შენსავე ხელშია, ისეთი ცხოვრება გელოდება, როგორსაც ირჩევ, თავად ხარ ყველაფრის მბრძანებელი. გზაზე ყვავილები თუ არ გხვდება, თავად დარგე იგი. და თუ მაინც სამყარო შენი სცენარით არ ვითარდება, არ იდარდო, ყველა ახალი მწუხარება იმისთვის მოდის, რომ შენ ძალა მოიკრიბო, კიდევ უფრო მეტი გაიგო საკუთარი თავის შესახებ და უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა შესძლო. სირთულეებს ღმერთი არ გვიქმნის, ადამიანები გვეღობებიან წინ, არჩევანის წინაშე ხარ: ან შეგეშინდეს და გაქცე, ან სწორად შეარჩიო იარაღი და ბრძოლის ველზე შეხვიდე, იბრძოლო და გაიმარჯვო! ცხოვრება დედამიწაზე მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი და წლები წარმოუდგენლად სწრაფად გადის, არ დაკარგო დრო და არ დააჩქარო დასასრული, ის შენი ჩარევის გარეშეც მოვა, ამიტომ იცხოვრე, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვს. სამყაროში უთვალავი მიზეზია ბედნიერების, ეძებე და იპოვნი შენც! ქეთი გაბინაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.