შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემო'დგომისფერი


7-09-2019, 20:04
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 221

გამარჯობათ!
ბანალურობის პიკი არ ვარ მაგრამ ბანალურად გესალმებით. მე,ლილიანი ვარ! ლილიანი და არა ლილი ან ლიიილ, მაგრამ საცხობიდან მაინც გაბმულად მესმის ფუშფუშა ქალის ძახილი და საკუთარ თავს ვაიძულებ ზედმეტობების გარეშე,მივბრუნდე მისკენ. არ ვუღიმი, არ ვარ ის ადამიანი ვისაც მოსწონს თვალთმაქცობა.
-გამარჯობა ლილი! იკრიჭება,მაგრამ ჩემს სახეზე იგივე არ მეორდება.
-გისმენთ! ზედმეტად ლაკონური საუბრების მოყვარულმა უცბად მივახალე ჩემი სათქმელი და მარჯვენა ფეხს დავეყრდენი ისე როგორ მჩვეოდა უჟამობის ჟამს.
-ეს დამიანემ დაგიტოვა. სიფრიფანა თეთრი ფურცელი მომაწოდა და ზურგი მაქცია.
ჯ ა ნ დ ა ბ ა!
ეს დამიანე ისევ იმდენი დოზითაა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ორი წლის წინ.
არა, მე კი არ მიყვარს უბრალოდ აი ასე შეინარჩუნა ის ბალანსი, რასაც სიყვარული უსიყვარულოდ ჰქვია და ჩვენი ურთიერთობაც სწორედ ამ ფრაზის პირდაპირ პროპორციულია.
თეთრ ქაღალდს ჩემს ქურთუკში ვკუჭავ და სახლისკენ გავრბივარ.
1...2...3...
სახლში ვარ.
ბუხარში შეშა საკმაოზე მეტია, თუმცა ამის გამო, საკუთარ თავს არ ვკიცხავ და ფეხებს მისკენ ვიშვერ.
ტელევიზორში სპონტანურად ბახტაძე იწყებს საუბარს და მეც მისკენ ვაპარებ მზერას.
რანაირია ეს კაცი?
კუნთიანი ციყვია მგონი, რომელიც უბრალოდ გეჩვენება, რომ ძლიერია.
მაგრამ... რატომ განვიხილავ ამ წამს მამუკას, როცა დამიანუსის წერილი კვლავ ჩემს ქურთუკშია!
მეორე ჯანდაბა მაწვება ენაზე თუმცა კულტურულად ვაბრუნებ უკან და ნაცრისფერი ჯიბიდან სწრაფად ვაძრობ თხელ ქაღალდს.
ორადაა მოკეცილი...
მხოლოდ ერთი ხელის მოსმით გადავშალე ფურცელი და თვალის ჭრილი ოდნავ გამიფართოვდა.
,,მარტოსულების სეზონი ლილ"
-გიჟია? ჩემს თავს ყველაზე ლოგიკურ კითხვას ვუსვამ და ათრთოლებული ხელები სახესთან მიმაქვს.
იცის, რომ ყველაზე მეტად მიყვარს შემოდგომა, თუმცა უსიყვარულოდ...
დამიანე ფილფანმა ეს ჩემზე უკეთ იცის, თუმცა მაინც აკეთებს იმდენს, რომ ამ სეზონზე გული ამიცრუვდეს და გაწვიმდეს...
ხო მართლა, გარეთ საშინლად წვიმს.
ჩემს პლედში ვეხვევი და ფანჯრის რაფაზე ვჯდები.
ისევ ეს ტელწფონის ზუზუნი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და ჯანდაბა, დამიანეა.
-,,უშენობა ცუდია ლიილ"
ეს უკვე იმის ტოლფასია, რომ იძინებს მაგრამ ქვემოდან მკვეთრად მესმის მანქანის გაბმული ხმა და თავს ვაიძულებ,ქვემოთ ჩავიხედო.
არ ვიცი, დამავიწყდა რომელ სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ გარკვევით ვხედავ მის დანისლულ თვალებს და სისხლის მოძრაობა პირიქითი ხდება.

პლედში გახვეული ერთი მოძრაობით ვხტები რაფიდან და რაღაცნაირად ნერვებმოშლილი საკუთარ ოთახში ვიბუზები.

შემოდგომის ღამეები არასოდესაა წყნარი და ამას შეჩვეული ყველაფერს კარგად ვკეტავ.
ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა ყველგან აღწევს თუმცა ჩემთვის დიდი ვერაფერი...

პირველ ოქტომბერთან ერთად შემოაღო ჩემი ოთახის კარი.
ჩვეული სიმშვიდე უთამაშებდა სახეზე.
-გილოცავ ლილ მარტოსულების სეზონს! ჩაიცინა, ისე როგორც მე მიყვარდა.
-მეც გილოცავ შემოდგომის დადგომას!
-და მაინც შემოვიდე თუ ვიდგე?
-არ ვიცი ან შემოდი ან იდექი! პრინციპში შემო, დგომას რა აზრი აქვს?
გამიცინა,ისე როგორც მიყვარდა მაგრამ კარი მაინც გაიხურა.
მობილური აწკრიალდა...
,,მარტოსულების სეზონი ლილ!"
სახე გამებადრა და ისევ გავხედე წვიმით გაჟღენთილ ქუჩას.

შემოდგომისფერ კაფეში ვისხედით მე და ის.
უკვე ის მომენტი იყო, სიყვარულს სიყვარულითვე, რომ ვპასუხობდი.
აზრები ერთმანეთში მერეოდა.

-რამდენად ძლიერად გიყვარვარ დამიანუს?
-ეს ახალი ამოჩემებაა ხო ლილიან?
-კი, ისევე როგორც შემოდგომას აკვიატებული წვიმები!
-რანაირი ხარ ლილ?
-ფერადი დამიანუს, ფერადი.
-ისევე როგორც შემოდგომა?
პასუხი ვიცოდით ორივემ...
შემოდგომის ბოლო თვის, ბოლო რიცხვში დაბადებული მაინც ყველაზე შემოდგომის ფერი ვიყავი.

გარეთ წვიმდა. ყანჩელის, ყვითელი ფოთლები აყრუებდა მთელ თბილისს.
,,ყვითელი ფოთლებიი
თან მიაქვს ქარს"


ძილის ჟამს ისევ აწკრიალდა ჩემი მობილური.
ვიცოდი რაღაც შემოდგომის მსგავსი შეტყობინება დამხვდებოდა, მაგრამ მაინც დავაჭირე ღილაკს თითი.
-,,ოდესღაც ჩემი სიყვარულიც ისე გამკვეთრდება, როგორც ამ სეზონის ბოლო ფოთოლი, მერე მოსწყდება მშობელ ხეს და უგზოუკვლოდ გაფრიალდება.
მიყვარხარ ლილიან! შენ ხარ იმაზე მეტად შემოდგომისფერი ვიდრე, თავად შემოდგომაა!"
-,,მიყვარხარ დამიანუს!" ბანალურად მივაყარე და გაგზავნას დავაჭირე.

მიყვარდა ეს ბიჭი მე! ჩემი შემო'დგომისფერი გულით.

ტკბილი ძილი ყველას.
წითელ,ყვითელ და სტაფილოსფერ სიზმრებს გისურვებთ.



№1  offline წევრი ქეთათო4

ელპინი
არ შეიძლება ასე ყველაფრის გაფუჭება, მაგრამ შენ მაინც წერე.
:)

ვერ მივხვდი ოღონდ მართლა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent