კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი?
09/08/2019 02:57 უკვე თითქმის ერთი საათია ვცდილობ რომ დავიძინო,მაგრამ ამაოდ. არმასვენებ იმაზე ფიქრი რომ სამშაბათს ისევ ექიმთან უნდა წავიდე.ხომ, მკერდის ბიოფსიას ვიკეთებ, ერთი შეხედვით მარტივი და სწრაფი“ანალიზია“ მაგრამ მე ასე არ/ვერ ვფიქრობ.(კითხვა გექნებათ თუ რას ნიშნავს ბიოფსია_ ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპული შესწავლა პათოლოგიური პროცესის დასადგენად. ბიოფსიით ზუსტდება კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის გავრცელების საზღვრები.)თურმე არსებობს ორი სახის ბიოფსია ანუ წვრილ და მსხვილ ნემსიანიწვრილი ნემსის საშუალებით (წვრილ-ნემსოვანი - fine-needle aspiration - FNA) ბიოფსია ხშირად გამოიყენება ორგანოებიდან ქსოვილოვანი მასალის ან კანის ზედაპირის ქვეშ არსებული სიმსივნეების მისაღებად. დიდი მასალის აღების საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გამოიყენონ მსხვილ-ნემსოვანი (core needle biopsy - CNB). ნიმუშის მისაღებად, სპეციალური, ღრუ ნემსი ჩადის კანში და ხდება დაზიანებული ადგილიდან ნიმუშის ამოკვეთა. ნემსის ზუსტი მიმართულებისთვის გამოიყენება გამომსახველობითი სკანირების მეთოდები, როგორიცაა რენტგენის სხივები, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ან მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება. ნემსის სწორ პოზიციაში არსებობის შემდეგ, ნემსი ამოკვეთს ქსოვილის მცირე ნიმუშს. პროცედურის დროს, ტკივილის გასაყუჩებლად, როგორც წესი, გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია., ჩემი დასკვნა ასეა რომ: უფრო სანერვიულო ჩემთვის იწნება თუკი მსხვილი ნემსით გამიკეთებენ, არვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ მე მაინც ესეთი დასკვნა გამოვიტანე. ეს ინტერნეტიც არაფერში არ მეხმარება რამდენი რამე ჩავწერე რაც ჩემს მდგომარეობაშია:სიმაგრე მკერდში,მკერდის ბიოფსია,მამროლოგი,ტკივილი მკერდში... ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ დასაღუპავ და საშინელ სახელთან მიდის ს ი მ ს ი ვ ნ ე არცკი მჯერა ესეთ რამეს რომ ვწერ უბრალოდ რაღაცნაირად მეშვება. ყოველშემტხვევაში კომპიუტერი უაზროდ არ გაიძახის:არ ინერვიულო,არაუშავს,ისეთი არაფერია, ასაკობრივია,მემკვიდროებითია... უბრალოდ მძულს როცა ამას მეუბნებიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! კარგად მახსოვს პირველად როგორ ვიგრძენი ეს ტკივილი. მაისის კვირა დღე იყო. ციკლსს ველოდებოდი იმ დღეებში.დაახლოებით საღამოს შვიდი საათი იყო და გაკვეთილებს ვიმეორებდი. უცებ მარჯვენა მკერდში ვიგრძენი: თითქოს სიგნიდან რაღაც მჭამდა,მერე თითქოს ნემსს მარჭობდნენ. უცებ მკერდზე ხელი მივიდე და სიმმმაგრე ვიგრძენი, მე რათქმაუნდა არაფრის აზრზე არ ვიყავი იმ დროს რას ნიშნავდა მკერდში სიმაგრე, მაგრამ მაინც უცებ მივირბინე ბებოსკენ და ვუთხარი რომ მკერდში მწვავე ტკივილი მქონდა.ბებომ კი მითხრა რო დედასთვის მეთქვა. დედას მეორე დღესვე უწევდა ჩამოსვლა სოფელსი, რადგან მშობელთაკრება იყო სკოლაში. იმის მერე არ მიგვრძნია ტკივილი... მეორე დღს როცა დედა სკოლიდან მიდიოდა უცებ მივედი მოვიკითხე და თან ვუთხარი რომ ქუთაიში სანამმ წავიდოდა დამლოდებოდა სახლში. მკითხა თუ რატო ხომ მშვიდობააო, მეკი ვუთხარი რომ-ისეთი არაფერითქო უბრალოდ მკერდში სიმაგრეს ვგრძნობთქო. არასოდეს არამომივა თვალებიდან არც ის სახე და არც ფერი თუ როგორც წამშივე შეცვალა დედიკოს. მე იმ მომენთში აღარ დავკვირვებულვარ დედიკოს მიმიკაზე, და ეგრევე გავბრუნდი სკოლაში რადგან შესვლის ზარი უკვე დარეკილი იყო. როდესაც სახლში მივედი ეგრევე მითხრა დედიკომ აბა მანახეო სადააო და როგორ გტკივაო. მე იმ დროისთვის მხოლოდ ერთს ვგრძნობდი. დედიკომ რო გასინჯა იმსაღამოსვე გადაწყდა რო მეც უნდა გავყოლოდი ქუთაიში რო მეორე დღესვე წავსულიყავი ქუთაიში მამროლოგთან. რომლის რეკომენდაციაც ნათლიაჩემის ცოლმა გაუწია. მეორე დღეს როცა მივედით ბატონ ოთარისთან საერთოდ არ ვნერიულობდი, თითქოს დავიწყებული მქონდა თუ რეები წავიკითხე ინტერნეტში მკერდში სიმაგრესთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც ექიმმა გვითხრა რომ სასწრაფო არა მაგრამ საოპერაციოხარო, ასევე მთელი ცხორება ჯანსაღად უნდა იკვებოვო,ივარჯიშოვო, გასუქდეო... აი სწორედ მაშინ დაატყდა ჩემ თავს ის უარყოფითი ენერგია რომელიც დღემდე ვერ მოვიშორე. დაახლოებით ორი თვის შემმდეგ, წავედით ეხესკოპიაზე რომ გვენახა იყოთუარა გაზრდილი ან დაპატარავებული. გამრავლებული თუ საერთოდ გამქრალიყო. იმ კონსულტაციიდან მხოლოდ ერთი რამ მახსოვს, რაც იმ გოგომ მითხრა:“სად დააგროვე ამდენიო“. ვითომ სიტუაციის განმუხტვა სცადა მაგრამ სწორედ იმ მომენტში მივხვდი რომ ის კიარ ქრებოდა ან იკლებდა არამედ მრავლდებოდა და იზრდებოდა. ამ გოგონამ კი გაგვიშვა თბილისში მამროლოგთან ისევ... თბილისში კი მცირე იმმედით გავემგზავრე რომ იმედი მაქ დანიშნავენ ან ოპერაციას ან მკურნალობას და მოვისორებ ამ „უმნოჯენიებს“(умножение) მაგრამ ამ ექიმმა უარი განაცხადა ჯერჯერობბით ოპერააციაზე რადგან უნდა ვიყო დაკვირვების ქვეშ. ასე და ამგვარად გემშვიდობები 03:38 წუთზე იქნებ ახლა მაინც ჩამეძინოს, დავბრუნდები შემდეგი კონსულტაციის შემდეგ, 12/08/2019 04:08 ისევ უძილობა მაწუხებს. არა უძილობა გამოწვეულია ტკივილით რომელსაც მკერდში ვგრძნობ...უბრალოდ ვფიქრობ იმაზე რომ ცოტა კიდევ გავუძლო... გავუძლოოოო... ღმერთმა უწყისს ხვალ ექიმი რას მეტყვის. 99% მგონია რო ესეთი ტკივილის ატანა 18 წლამდე მომიწევს. ანუ კიდევ ორი წელი. საშინელი,ტკივილით,ნერვიულობით,ლოდინით,ფიქრებით, უაზრობებით სავსე ორი წელი. როდესაც 18 წლის გავხდები მაქ ასეთი გეგმები(მოგეხსენებათ რო გეგმები,სიები ძალიან მიყვარს) 1. ავიღო მართვის მოწმობა. 2. წავიდე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად დამოუკიდებლად. 3. გავიკეთო ყბის ოპერაცია. 4. გავხნა საკუთარი ბარათი. 5. ჩავეწერო კულინარიულ კურსებზე. აქამდე მხოლოდ ეს აზრები მაწუხებდა ახლა კი... 1. გავიკეთო ოპერაცია 2. მოვიშორო უმნოჯენიები 3. მჯეროდეს საკუთარი თავის 12/09/2019 03:20 ჰო ვიცი, რომ უნდა გამეგრძელებინა წერა 13 აგვისტოს მაგრამ 12 სექტემვერს ვაგრძელებ.უპასუხიმსგებლობაა მაგრამ არანაირი სურვილი არ გამაჩნდა იმის რომ აქამდე გამეგრძელებინა ამ თემაზე საუბარი. მოკლედ პასუხი აღმოჩნდა რომ მაქვს კეთილთვისებიანიიი ურაააააა. მაგრამ ყოველ 3 თვეში მომიწევს ისევ გადამოწმობები. ახლა სამწუხაროდ ცუდი პერიოდი მაქვს რადგან ტკივილები ისევ მაწუხებს, ასევე უძილობაც. ასერომ სავარაუდოდ დაგიბრუნდებით ნოემბერში ამ თემასზე საუბრით. მანამდე კი გაგანებივრებთ სხვადასხვა სტატიებით. მაგრამ შეგახსენებთ რომ ყოველთვის გაიღიმოთ და დამიჯერეთ ეს ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.