წერილი....
ეხლა გზაში ვარ ფანჯარასთან ვზივარ და ვაკვირდები ხალხს...როგორი განსხვავებულები და ამავდროულად როგორი მსგავსები არიან...ახლა ერთ მოხუცს ჩავუარე სახლის წინ სკამზე მჯდარს თავი ჯოხზე ჩამოედო მანქანით რო ჩავუარეთ თავი ამოყო და ნაღვლიანი თვალები მომანათა სულ წამები დამჭირდა მისი თვითოეული ნაკვთის შესასწავლად და იმის მისახვედრად თუ როგორი უბედური იყო იგი...შემდეგ ახალგაზრდა მეეზოვეს ჩავუარე რომელსაც ეტყობოდა რომ ძალიან ცხვენოდა ეს საქმე... ჩემს დანახვაზე სახე აუჭარხლდა თითქოსდავცინებდი ან რამე მასეთი...მერე პატარა ბავშვი დავინახე ასე ექვსი შვიდი წლის იქნებოდა იღლიაში პური ამოეჩარა და ხელში პურის ყუა ეჭირა რომელსაც გემრიელადშეექცეოდა..ახლა კაცების ბირჟას ჩავუარეთ რომლებიც ხმაურით იკლებდნენ მთელ ქუჩას...ხანდახან მიჩნდება სურვილი გავჩერო მანქანა და თითოეული ამ ადამიანის ისტორია მოვისნინო...მერე დავწერ მათ ცხოვრებას ცოტა შელამაზებულს მაგრამ ნამდვილს და რეალურს...საინტერესო იქნება იმის გაგება თუ რა უხარიათ მათ რა აბედნიერებთ ან უნგრევთ ცხოვრებას...საინტერესო იქნება იმის გაგება თუ როგორი ცხოვრება აქვთ მათ ცხოვრება რომწლიც შეიძლება ჩვენსას ძალიან გავდეს ამ პირიქით ძალაინ განსხვავდებოდეს... თუმცა ეს ოცნება ოცნებად რჩება და დარწმუნებული ვარ არასდროს არ ამიხდება თუმცა ახლა ისევ მანქანაში ვზივარ წერის სურვილით შეპყრობილი და გიყვები იმაზე თუ როგრო მინდა ოცნება ავისრულო... წარმოუდგენელია მაგარმ ისევ შენ გწერ რაღაც უაზრობებს მაგრამ მაინც ხომ გწერ... აი ახლა მანქანა გაავაჩერეთ ქალაქში შევსულვართ და შუქნიშანი წითელს აჩვენებს ჩვენ გავჩერდიტ და მე როგროც ყოველთვის ხალხის სახეების ამოცნობ დავიწყე...შუქნიშანთან ერთი წყვილი დგას აშკარად ახაგაზრდა ცოლქმარია...გოგონა ორსულადაა და ძლივს დგას თვალები ცრემლიანია აქვს და ბიჭს რაღაცაზე ეჩხუბება ბიჭი თავ ჩგინდრული დგას და უსმენს ქალს როელიც სიგიჟემდე უყვარს... შეიძლება დამცინო საიდან ვიცი რომ მას გოგონა უყვარს მაგრამ გეტყვი რომ მე მისი თვალები დავინახე თვალები რომელიც ტყუილს ააშკარავებს და ხალხს სინართლეს ამცნობს... არვიცი ეს წყვილი რაზე ჩხუბობს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ერთმანეთი ტკივილამდე უყვართ .... წყვილს თვალი მოვაშპრე და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან ჩამომდგარ გოგონას გავუსწორე თვალი ყურსასმენებში სიმღერას უსმენდა და თითებს მელოდიურად აყოლებდა.... თვალები ღია ყინულივით ცისფერი ჰქონდა ცივი უნდობლობით სავსე თვალები აშკარად გული ჰქონდა დამსხვრეული და ამის გამო უგრძნობი გამხდარა....მის გვერძე სკამზწასე სამოცი წლის ქალი იჯდა დანაოჭებულ ხელში ბოსტნეულით სავსე პარკი ეჭირა ჰორიზონტისთვის თვალი გაესწორებინა და სახეზე ბედნიერების ღიმილი გამოსახვოდა... ნელნელა მანქანა დაიძრა სიჩქარეს მოუმატა და გაქრნენ წყვილის გოგონასი და იმ მოხუცის სახეები....სახეები რომლებიც ჩემს ნაწერებში დარჩება და ამ პატარა ისტორიაში ადგილს დაიჯავებს... P.s. ისე ერთხელ შენზეც უნდა დავწერო ალბათ შემდეგი წერილი შენზე იქნება❤????????და როგორც ყოველთვის წერილს ბაბლუანის სიტყვებით დავასრულებ "სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში,თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანებიი" ეს ჩემი პირველი ნაწერია ამ საიტზე იმედია მოგეწონებაყ❤❤???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.