შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის საიდუმლო


27-09-2019, 22:03
ავტორი ფერია
ნანახია 1 243

მუსიკის რითმი ჩამესმის და თითოეული ბგერა სულით ხორცამდე სწვდება კუნთებს.მათი აღგზნება თავის მხრივ მოძრაობას იწვევს. სპირტისა და ხელოვნების სუნი უდის თითოეულ ქმედებას. თვალები თითქოს ზამთრის ძილს მისცემიან და ბნელეთში უსასრულობას ჭვრეტენ. გულის ცემის რითმი უსაშველო დინამიკიდან წამოსული ბგერებისას ემთხვევა და ჩემს წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება.
აქ მომწონს.
აქ მინდა ცხოვრება.
ვერევი მოთამაშე შუქებს. ხელები ჰაერში მაქვს აღმართული და თითებით ლამაზ ფიგურებს ვხატავ. სხეული ირხევა და შეგრძნებების ფეირვერკს განიცდის. ძალიან ცხელა,თუმცა სიცივეს ვგრძნობ და ტაოს მაყრის. თმები ყალყზე დგება,ხოლო დამატებული სასმლის დოზა უფლებას მაძლევს მუსიკალური ორგაზმი ბოლომდე განვიცადო.
შენ სწორედ ამ დროს მოდიხარ. უკნიდან მეკვრები და ხელებს მჭიდროდ მხვევ. ჩახუთულ ჰაერს უარესად მიხშობ,თუმცა თავს დაცულად ვგრძნობ. შენი გახშირებული სუნთქვა იმდენად ძლიერდება,რომ ყველა ჩემკენ წამოსულ ბგერას ძირფესვიანად ფარავს. ასრიალებ ხელებს ნელ-ნელა ,ზემოთ და ქვემოთ. ბოლოს ერთად ვყვებით რითმს,რომელიც ორივეს გვიტაცებს. შენ ღრმა ნაპასს ურტყამ და მეც იგივეს გაკეთებისკენ მიბიძგებ. იმავე მოქმედებას ჰიპნოზირებულივით ვიმეორებ,შემდეგ კი ინსტიქტურად ვბრუნდები შენკენ. თვალებში გიყურებ,სამყარო ჩვენი ხდება. მე გკოცნი და კისერზე ხელებს ორმაგად გაჭდობ. არაფერს ვფიქრობთ არც შენ,არც მე. ვგრძნობთ თითოეულ ბასს და ეთნაირად მოგვწონს ის,რასაც ვაკეთებთ ახლა.
მინდა მუსიკა უსასრულოდ გაგრძელდეს და არც ჩვენ დავმთავრდეთ ოდესმე. ვხვდები აქ ერთი მიზეზით ვართ,თუმცა ასევე ვიცი,რომ ხვალ ეს ყველაფერი აღარ იქნება. სიგარეტის კვამლთან ერთად გაქრება წამები,რომელსაც ახლა წითელი ღვინოსავით მათრობელა სუნი უდის. მუხტი ბოლომდე გრძელდება,თუმცა სიმძაფრის სურვილით ვისკის ორმაგ დოზას ვუმატებთ.

ორმაგის შემდეგ სამმაგს,ოთხმაგს და წრე ბრუნავს მთელი ღამე.
ბოლოს ვუყურებთ სუსხიანი დილის გათენებას. მზე ამოდის,მთელი ღამის სიხალისეც იჩქმალება. არაფერს ვამბობთ,რადგან არ გვინდა მომენტის გაფუჭება. ერთმანეთს მრავლისმეტყველად ვუყურებთ და ფიქრებს ორივე შორს მივყავართ. სუნთქვა მაქვს შემოხვეული,ვთბები,მას შენი ალკოჰოლნარევი სუნი უდის. ვიცი,დროა სათბილობელი მოვიხსნა და იქ დავტოვო,სადაც ამ წამს ვსხედვართ.
ასეც ვიქცევი. მივდივართ შენ შენს გზაზე,მე-ჩემსაზე.
მხოლოდ გამეფებული სიჩუმე იმახსოვრებს ორი ტკივილიანი თვალებით მომზირალი ადამიანის სურათს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent