გულის ცემის რითმს აყოლილი
ღამეა... სრულიად შიშველი ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში და არ მეშინია, რომ ჩემ გაშიშვლებულ ნატანჯ სულს და გრძნობებს ვინმე დაინახავს, ან მიაქცევს ყურადღებას... შემოვიხვევ აბრეშუმუს პერანგს დასერილ სხეულზე და გავდივარ აივანზე. -ბნელა. -ცივა. ყველაფერი შავი ან უკეთეს შემთხვევაში ნაცრისფერია. გული ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მაგრამ მაინც აგრძელებს ფეთქვას და მეც გულის ცემის რითმს აყოლილი ნაბიჯებით მივუყვები ფიქრებს, მაღლა ძალიან შორს ცაში. მივფრინავ ცაში, ჩავუქროლოლებ ყორანივით შავ ცრემლებით დამძიმებულ ღრუბლებს ავალ მათ მაღლა და გავცდები მთვარეს , ისიც ჩემსავით მარტოსულია და გულის ცემის რითმს აყოლილი მიუყვება უსასრულოდ დედამიწას. თენდება.... მზის სხივები აღწევენ სულის ყველაზე ბნელ ადგილებში და ვხვდები , რომ დროა დავბრუნდე, დროა გაშიშვლებული სხეული დავმალო და შევერწყა სამყაროს ყოველდღიურ რუტინას. ჯერ არ გათენებულა მე კი უკვე უკუნით სიბნელეს ვნატრობ. ისე შემოაღწია ჩემ სხეულში სიბნელემ , რომ დღისით ვქრები, სინათლე მთლიანად მშთანთქავს და ყველასთვის და ჩემი თავისთვისაც კი შეუჩნეველი ვხდები, ხო ზუსტად ისე როგორც მთვარე. ღამე კი ვპოულობ ჩემ თავს და სრულიად შიშველი, გულის ცემის რითმს აყოლილი ნაბიჯებით მივდივარ შორს, სადაც არასდროს გათენდება, სადაც არასდროს დავკარგავ საკუთარ თავს , სადაც არასდროს მომიწევს ჩემი დაკაწრული გაშიშვლებული სხეულის და სულის დაფარვა, სადაც გალაქტიკის უსასრულო უკუნით სიბნელეში დაკარგული ვიპოვი საკუთარ თავს და არ შემეშინდება მარტოობის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.