შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"თავისუფალი ვარდნა"


4-10-2019, 16:46
ავტორი ლეა
ნანახია 1 168

...ჩემ წინ უკიდეგანო სივრცეა, თვალუწვდენელი მთები, მე ჩემი ცხოვრების მწვერვალზე ვდგავარ და განვლილ წლებს თვალებს ვუსწორებ. ახლა ისეთი სავსე ვარ, როგორც არასდროს, ეს დასასრულია...
შემოდგომის დღეებს ოქტომბრისეული ამინდები განსაკუთრებით უხდება. ფოთოლცვენა პირველი დანაკარგია, რომელსაც თან სდევს ცრემლდენა და გარდაცვალება. ფიქრთა ვაკუუმი უკაპიტნოდ დარჩენილ გემბანს ემსგავსება. მხოლოდ ამ სეზონზეა შესაძლებელი უყურო ბუნების ფერისცვალებას, რა დროსაც ხდება გარდატეხა, ცვლილება, რომელიც საბოლოოდ უცვლელი რჩება და კვლავ საწყისს ვუბრუნდებით.
ყოველი ჩამოვარდნილი ფოთოლი გლოვაა სულისა, ცრემლები სინანულისა, რომელთაც ჩია მეეზოვე გარიჟრაჟზე ერთ ადგილას შეაგროვებს. ალბათ, გამოივლის უცხო მგზავრი და მივიწყებულს ხელახლა შეგვახსენებს, რომ იყო და აღარ არის... დაუბერავს ცივი ქარი, მიმოფანტავს გრძნობის ფერებს, რომ დღეს ყველაფერი უღიმღამოა და ხვალ შეიძლება არაფერი აღარ დარჩეს... ისევ ცვივა ხეს ფოთლები, ცა კი ტირის უსიცოცხლოს. გული ფეთქავს უიმედოდ, ელოდება განაჩენს. იცის, ეს ბოლოა და თან გაჰყვება შემოდგომას...
სიცარიელე მოედება დამტვერილ ქუჩებს, სიმარტოვე კი შეიფარებს სევდას... ოქტომბერში დაიწყება თოვა... ყველაფერი აგერევა სულში და იფიქრებ მიმატოვა?! ნუ აჰყვები ქართა ქროლვას, ენდე მხოლოდ რწმენას.
სკვნილზე ვითვლი ბოლო წამებს... თვალებს ვხუჭავ, ხელებს ვშლი და...
წლების შემდეგ, ისევ მოვა შემოდგომა, ხეებიდან თავისუფლად დაეშვება ფიფქები, ცივ ქვაფენილს კვლავ შემოსავს ნაირფერი ფოთლებით და გაატანს ყველა ტკივილს უკლებლივ. მესაფლავე ჩამოუვლის ყველა საფლავს, მერე შეჩერდება მოზრდილ ქვასთან, გადაპენტავს ხელით ფიფქებს და ვინ მოსთვლის, ოხვრით, მერამდენედ ამოიკითხავს მარმარილოს ქვაზე დატანილ სიტვებს "თავისუფალი ვარდნა...”



№1  offline წევრი izabella

მოულოდნელად გამოჩნდი და მოიტანე შემოდგომისფერი ჩანახატი, გამახარებ და მერე ქრები❤❤❤
,, ახლა ისეთი სავსე ვარ, როგორც არასდროს, ეს დასასრულია..." -მე კი მგონია, რომ ეგ რაღაც ახლის და კარგის დასაწყისი უფროა, ვიდრე უბრალოდ ბანალური დასასრული.
რაც შეეხება ოქტომბერში თოვას ეგ ნამდვილად არ გვაწყობს, შემოდგომის სილამაზეს თავის სუსხიან კლანჭებში მოიქცევს და გაყინავს. თოვა დეკემბერს უფრო უხდება.

 


№2  offline წევრი katie1

მე მქვია ქეთი ჰიგინსი. ახლახან დავარეგისტრირე სანდო და პატიოსანი პარტნიორის პოვნა სერიოზული ურთიერთობისთვის. მე ვნახე შენი პროფილი და დავინტერესდი შენით. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ასევე მე მაქვს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მსჯელობთ. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩემს ელ.ფოსტის მისამართს უკეთესი განხილვისთვის
([email protected])

 


№3  offline წევრი ტურაგო

როცა თავს გვახსენებს ის რაც იყო და აღარ არის, ცივი ქარი ქროლვას იწყებს შინაგანში...
ლამაზი ჩანახატია ☺

 


№4  offline წევრი ლეა

izabella
მოულოდნელად გამოჩნდი და მოიტანე შემოდგომისფერი ჩანახატი, გამახარებ და მერე ქრები❤❤❤
,, ახლა ისეთი სავსე ვარ, როგორც არასდროს, ეს დასასრულია..." -მე კი მგონია, რომ ეგ რაღაც ახლის და კარგის დასაწყისი უფროა, ვიდრე უბრალოდ ბანალური დასასრული.
რაც შეეხება ოქტომბერში თოვას ეგ ნამდვილად არ გვაწყობს, შემოდგომის სილამაზეს თავის სუსხიან კლანჭებში მოიქცევს და გაყინავს. თოვა დეკემბერს უფრო უხდება.

თავს განატრებ ხოლმე stuck_out_tongue_winking_eye ხანდახან დასასრულშია დასაწყისი,ხანაც პირიქით,ვინ იცის...

silver hands
როცა თავს გვახსენებს ის რაც იყო და აღარ არის, ცივი ქარი ქროლვას იწყებს შინაგანში...
ლამაზი ჩანახატია ☺


ზუსტად,აბსოლუტურად გეთანხები და მიხარია,რომ სწორად გაიგე blush ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№5  offline წევრი დაჩი

იშვიათად რომ ვინმეს ნაწერმა ისე მომხიბლოს,რომ თავიდან ვერ ამოვიგდო. შენ ზუსტად ეს იშვიათობა ხარ,აღფრთოვანებული ვარ... ბრავო!

 


№6  offline წევრი ლეა

დაჩი
იშვიათად რომ ვინმეს ნაწერმა ისე მომხიბლოს,რომ თავიდან ვერ ამოვიგდო. შენ ზუსტად ეს იშვიათობა ხარ,აღფრთოვანებული ვარ... ბრავო!

მადლობის მეტი რა მეთქმის)) გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent