შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზების კვეთა


6-10-2019, 03:29
ავტორი marishaa
ნანახია 1 025

ამ ცხოვრებაში ,მხოლოდ მარადიული დროა , დრო, რომელიც არ ჩერდება და მიდის , ვერც ეწევი, ვერც ჩერდები , უბრალოდ მიყვები . ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა საკუთარ სიამოვნებაზე უარს ამბობ სხვისი ხათრით , ან ზოგჯერ შენ არ გიშვება გული, რომ ის გააკეთო, რაც გინდა ,რადგან ფიქრობ, რომ არასწორად მოიქცევი და შემდეგ სინანულის მეტი არაფერი დაგრჩება , მაგრამ ჩემი აზრით სულაც არ არის ეგრე , ადამიანი შეცდომებზე სწავლობს , ცხოვრებისეული გამოცდილება აძლევს ყველაფერს ამიტომ, რაც მეტს გამოცდი ,სიმართლეს უფრო უახლოვდები. რადგან გამოცდილებაა ის სწორედ, რაც ადამიანს აძლებინებს .
ამ ცხოვრებაში ბევრ ადამიანს ვიძენთ და ვკარგავთ , ზოგზე ისე გვწყდება გული, რომ მის შემდეგ საერთოდაც არ გვსურს ვინმესთან კომუნიკაცია დავამყაროთ, რადგან კვლავ იმის შიში გვექნება, რომ ეს ადამიანიც მიგვატოვებს .
გული გვტკივა , გვეწვის , გვახსენდება ის მოგონებები, სიმღერები, ვარსკვლავიანი ღამეები, ზღვა და სიგარეტის გაბოლება მათთან, ვინც ჩვენში ცხოვრობს და მხოლოდ ჩვენია , შესაძლოა თვეები, წლები ისე გავიდეს ვერც კი შეხვდეთ, მაგრამ, ხდება დროთა განმავლობაში გზების კვეთა ... და ზუსტად მანდ ვხვდებით მეტამორფოზას, როცა ადამიანს ,რომელსაც იცნობდი აღმოაჩენ,რომ უცხოა , რადიკალურად განსხვავებულია , საერთოდაც არ არის ის ვინც შენში ცხოვრობდა , ეს ყველაფერი ჰგავს იმას, როცა შენ საყვარელ მსახიობს სხვა კინოში ხედავ და მისი პიროვნულობა შეცვლილია , არ იცი მოგწონს თუ არა, რადგან შენ მხოლოდ პირველ როლში მოგწონდა და არა დანარჩენში ასეა ადამიანიც, ის მაშინ მოგწონს როცა განსაკუთრებულია - ანუ როგორიც გაიცანი, დანარჩენი გეჩვენება, რომ ყველაფერი ნიღაბია , შესაძლოა სხვა მოატყუოს , მაგრამ შენ ვერა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent