ზღაპარში...
წლები გადის... ადამიანი იღლება. ყველა იღლება. მეც დავიღალე. დროს უნდა აყვე თორემ გული გეტკინება... მე არ ავყევი მას... ვერ შევძელი დამევიწყებინა, ამიტომაც ყოველი დღე ტკივილია ჩემთვის...მტკივა... გული ყველას აქვს ... მეც... დრო ისე გადის,რომ ვერ ვამჩნევ... სხვის ყურებაში ვარ გართული... წითური თმა და ღიმილი მაცდუნებს.. მაცდენს.. გულს მტკენს,როდესაც ვხედავ რომ ნეკერჩხალივით თმის პატრონი სხვას ცუდად ექცევა... მაგალითად მე ან მას... ის ძალიან იდუმალი ადამიანია... წითურს არ ვგულისხმოვბ... მე მასზე გეუბნებით... იგი ძალიან რთული გასაცნობია... ბოლომდე ვერ გაიხსნება შენთან,მაგრამ თუ დაილაპარაკებთ მიხვდებით, რომ თბილია... იდუმალი და ეშხიანი გამოხედვით... მომხიბვლელი ღიმილით... მაგრამ წითური? ის სულ განსხვავებულია... ის ყველას ტკენს... მეც.. მასაც და ყველას საერთოდ... ის ყველას და ყველაფერს ტკენს... მას უნდა ამის გაკეთება... მაგრამ ის არ არის ბოროტი... ის ძალიან ძლიერია... კეთილია.. და რაც მთავარია მიყვარს... მისგან მოყენებული ტკივილი მიჭირს... მაგრამ ვიტან... ისიც კი მტკენს... ყველა მტკენს ამ ოდესღაც დავიწყებულ ამბავს... წარსულს მტკენენ... წარსული მტკივდება ხოლმე და ისეთი გრძნობა მეუფლება რომ ვკვდები... არა სიკვდილით არამედ გრძობით ვკვდები... სული მტკივდება... და დავდივარ ამ წვიმიან ქუჩებში... მარტო...ტკივილით... მე დამყვებიან მოგონებები...ისინი ცრემლში გადაიზრდებიან... მე და მთვარე... მე და მუსიკა...მოგონებებში მე და წითური.. მე და ის... ვხედავ თუ როგორ ჩამოვუყვებით ლამაზი ქალაქის ერთ პატარა ქუჩას... თუ როგორ ვსხედვართ ფანტაზიის მდინარის ნაპირას და სამეფო ლუხუმს სიცილით მივირთმევთ... შემდეგ ცეკვა,სიმღერა... მერე თვალებს ვახელ და ჩემს გარშემო მხოლოდ მთვარეა... ღამეა... იმ წამს ქრება წითურიც და ისიც... ორივე ქრება... არც ის მრჩება და არც წითურ,მხოლოდ ფანტაზიით,მხოლოდ ცრემლში და სიზმარში მახსენდებიან ჩემივე ზღაპრის გმირები...ზღაპრის რომლის დასასრული ჯერ წინაა.. ის ახლაც მიდის... მიჰქრის როგორ მატარებელი ზუზაკის წიგნში... მეც მივყვები ამ მატარებელს... ოღონდ ცალკე კუპით... ის,წითური,ჯიბრიანი,მოდნი და მუწუკა... ყველანი ერთად არიან,მხოლოდ მე ვარ მარტო... არც ,,ის,, არ მოსწონთ ძალიან,მაგრამ იტანენ... რადგან ის ის არის... მე კი ამ ფანტაზიით მივჰქრივარ... მიდის დრო და მეც მივყვები... მე მტკივა დროის გასვლა... მაგრამ გაჩერებაც მტკივა... წითური მტკივა და ის მტკივა... მაგრამ მათზე მეტად ჩვენი წარსული მტკივა... ჩვენი მეგობრული წარსული რომელიც მტრობას უდებს საფუძველს... მაიც მიყვარს წითური... იმაზე მეტად ვიდრე ის... მუწუკაზე და მოდნზე მეტადაც... ყველაზე მეტად... პატარაობიდან ასე იყო და იქნება სულ... სიკვდილის წინ გამახსენდება მისი ფრაზა რომელმაც ქრისტიანობისთვის ბრძოლა დამაწყებინა:,,შენ თავს ეძახი მორწმუნეს?!“ სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეს გამახსენდება თუ როგორ მწერდა ღამ-ღამობით... თუ როგორ მღეროდა, ცხოვრების ჰანგს როგორ ჰყვებოდა... როგორ იღიმოდა როდესაც თავის ბიჭს გადაეხვეოდა... სიხარულით მოდიოდა ჩემკენ... მეხუტებოდა... სიზმრებს მიამბობდა და ორივენი სიზმარში მივაბიჯებდით... ახლა მან მარტო დამტოვა ამ სიზმრებში მოსიარულე... მხოლოდ მის ლანდს ვამჩნევ... თუ როგორ მოდის და მეხუტება... საყვარელი გოგოა... მაგრამ ახლა უკვე ჩრდილია... სიმზრის ფანტაზიაში მოსიარულე წითურია... . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.