შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა დედა დედაა?


11-10-2019, 16:33
ავტორი უნა
ნანახია 1 275

სულ მაწუხებდა ეს თემა რაც ,,გონებაში ჩავარდი'' და მქონია საუბარი მეგობრებთან,თუმცა ბოლომდე მაინც არა.მივიჩნევ რომ ეს პრობლემა მარტო მე არ მაქვს.არ ვიცი საიდან დავიწყო ბევრი რამე დასაწერი.
ალბათ იქიდან უნდა დავიწყო რომ ჩვენი მშობლები წინა თაობის 70-80-90-იანი წლების წარმომადგენლები არიან და იშვიათია ისეთი ადამიანები რომლებიც იმ დროს სწორედ ზრდიდა საკუთარ შვილს,სწორედ-ში ვგულისხმობ იმას რომ იმ ინფორმაციას აწვდნიდნენ თუ არა შვილს რაც ნამდვილად სჭირდებოდათ,მეზობლების და ნათესავების აზრის მნიშვნელობას რამდენად ანიჭებდნენ უპირატესობას და შვილის გაზრდა სიმკაცრე,ტრადიციულობა და ა.შ ხომ არ იყო მთავარი.სამწუხაროა რომ ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი ისევ თავისნაირს გაზრდის.. ნუ ახლა ძალიან წარსულში წავალ.დღევანდელობაზე მინდა საუბარი.ჩემ პირადზე და აკრგია რომ არავინ გიცნობს და ასე წერ..შესაძლოა ბევრი შვილის განსაცდელს.. მე არასდროს მიმაჩნდა რომ დედა არის უკვდავება ,დედა არის ყველაფერი დედა არის იმედი და მოკლედ რაც დედის განსაზღვრებას მოჰყვება ხოლმე...არასდროს მქონია დედასთან თავისუფალი ურთიერთობა,ყოველთვის იყო კედელი ჩვენს შორის და პრიმიტიულობა,მოვლა დაბანა,ჭამა,სკოლაში ტარება, ,,სწორ გზაზე დაყენება" ესაა მარტო დედობა? დედაჩემისგან პატარაობაში ხშირად მომისმენია რომ სწორ გზაზე დამაყენებინა უნივერსიტეტში ჩააბაროს და მეტი არაფერი არ მინდაო ამოიხვნეშოდა ხოლმე,მაგრამ მარტო ესაა დედობა? სკოლაში ატარო და უნი-ში ჩააბარებინო? დედება უფრო სხვაა მე დედა არ ვარ მაგრამ ვიცი რაც დამაკლდა ის უნდა მივაწოდო ჩემსშვილს.ტრაგედია ისაა რომ არცერთი მშობელი არ იცნობს საკუთარ შვილს,შენ შობე,შენ ზრდი მაგრამ ვერ ახერხებ აღზრდას,მის სულიერებამდე ჩაწვდომას,ვერ ახერხებ ხალხის აზრს თავი დაანებო და შენ შვილს რა უნდა იმას მიაქციო ყურადღება.რატო რატო არ გვიცნობენ დედები რისი გამკეთებლები ვართ? რაზე ვართ წწამსველლები? რატო ამბობენ ჩვენი მშობლები რომ ამას ჩემი შვილი არ გააკეთებდაო? რატომ უნდა ვუყვებოდე ჩემს დაქალს რაიომე პრობლემას როცა დედა მყავს გვერძე.რატო არ უნდა გავუზიარო ტკივილი ჩემზე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს >? რატო ფიქრობენ რომ ყველაზე საუკეთოსო შვილი ჰყავთ და ასევე ყველაზე საუკეთესო სიძე-რძლები ეკადრებათ?რატომ არშეიძლება უბრალო ადამიანი გაზარდო რომლის ყველაფერი გეცოდინება? მე დამოუკიდებლობა ვისწავლე ღრმა ბავშვობიდან. ფინანსური დამოუკიდებლობა კი 16 წლიდან,იმის შემდეგ დედა თვლიდა რომ მე აღარაფერი მჭირდებოდა,არც ფულადი და არც სხვანაირი დახმარებაა.ახლა შეიძლებაზ ედმეტად დამოუკიდებელი ვარ რადგან არშემიძლია სხვა ადამიანის იმედზე ვიყო.რატომ ? იქნებ მინდა რომ თავი უსუსსურად ვიგრძნო დედასთან მივიდე კალთაში ჩავურგო თავი და ვტიროდე ისე რომ არ მეკითხებოდეს რატო რა ხდება? უბრალოდ მაცადოს ტირილი,რატომ ვერ ვუყვებით მშობლებს დიდ პრობლემებს?
პირველია ჩემი ასეთი ჩანახატი,ხელები მიკანკალებს რომ ვწერ,არადროს დამიწერია ზოგადად და ამთემაზეც.თუ ოდნავ მაინც ინტერესს გამოიჩენს ეს ჩემი გულის ტკივილი შემიძლია უფრო გავშალო არღნიშნული პრობლემა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები.მე შვილი ვარ და ვარ დედაც,გეთანხმები რომ დედობა არ არის მარტო გაჩენა,დედობა არის აღზრდა .ჯერ შვილობაა პასუხისმგებლობა და მერე დედობა.კი დედამ უნდა მოუსმინოს შვილს,გაუგოს და გაიზიაროს მისი აზრები ,ეცადე ესაუბრე,სინჯე❓მოაყოლე თავისი ბავშვობა ,რა მოსწონდა ,რაზე საყვედურობდნენ,იქნებ მასაც უჭირდა,და არავინ დაეხმარა,დაარღვიე სტერეოტიპი,იყავიშენ პირველი,გადადგი დედისკენ ნაბიჯი,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent