უაზროდ
მეღვიძება, სრულიად უაზროდ და სრულიად უაზრო დროს. ჯერ დილის 7 საათიც არაა. მეღვიძება, მაგრამ ნამძინარების შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. არ ვიცი, რატომ... თითქოს ბოლო დროს ყველა შეგრძნება დავკარგე და ყველაფერი სულ ერთი გახდა... თენდება, მერე ისევ ღამდება, მერე თენდება... თენდება და ასე გადის დრო, დრო დღიდან დღემდე, კვირიდან- კვირამდე, თვიდან -თვემდე... დღე აღარ მიყვარს, რადგან სულ რაღაცას ველი და იმდენად პრაგრამტულ რამეებს, ლამის საკუთარი თავი შემზიზღდეს.. ზოგჯერ ისიც კი მინდა, ყველაფერი დასრულდეს, გავთავისუფლდე სხეულისგან, რომელიც თითქოს სულის საკნად მექცა, გავთავისუფლდე არსებობისთვის ბრძოლის ინსტინქისგან და უბრალოდ სულიერ ნეტარებაში გადავეშვა ( თუკი არსებობს ეს)... მერე დგება ღამე, ჩემი საყვარელი დრო... ვცდილობ დილის ფიქრებისგან განვთავისუფლდე... მაგრამ ესეც არ გამოდის... ვგრძნობ, რომ მექანიკურ რობოტად ვიქცევი, რომელსაც ვიღაც პულტით ათამაშებს, მაგრამ ამის წინაშე უძლური ვარ... სრულიად უძლური, უსუსურ არსებად გარდავისახე... მაგრამ ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ვაღიარებ და ვაგრძელებ ძლიერი გოგოს როლის თამაშს. დღეს ისევ გათენდება, ისევ ავდგები გაღიმებული სახით და ისევ მოგატყუებთ, რომ ბედნიერი ვარ, რომ სიცოცხლე მიხარია და კვლავ გავაგრძელებ არც ისე ცოტა ხნის წინ მორგებულ როლს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.