ფიქრებო ...
არის რაღაცეები რასაც სახელს ვერ დაარქმევ ან არ დაარქმევ არ ვიცი მართლა ვერ ვხვდები რა არის ეს ? ნუთუ შეიძლება ადამიანმა იმედგაცრუებაზე საშინელება იგრძნოს? მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ყველა გრძნობა თავისებურად განსაკუთრებულია თავისებური ელფერებით... ასეა იმედგაცრუებაც გვგონია რომ მასზე უარესი და ცუდი არაფერია მაგრამ არის და არსებობს! ყველას აქვს თავისი შეხედულება ამასთან დაკავშირებით... და მაინც რატომ ხდება ასე? რატომ გვიცრუვდება იმედები? რის ან ვის ხარჯზე? რატომ არის როცა ვენდობით და გვგონია რომ ყველაფერი კარგად მიდის ან გვერდით საუკეთესო ადამიანი გვყავს თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდება... სად ვუშვებთ შეცდომას ? ან რა მიზეზით? -საუკეთესო ადამიანი ვთქვი ხომ? მართლაც საინტერესოა არსებობენ ,,საუკეთესოები”? თუ ეს უბრალოდ მოგონილი სიტყვაა ან ფარსი?! იქნებ ეს იმიტომ მოიგონეს რომ დააჯერონ საკუთარი თავი რაღაც კარგით... რატომ ვფიქროობთ ისეთ მეგობრებზე და ადამიანებზე ბევრს ვისაც ერთ წუთსაც არ უნდა ვუთმობდეთ? რა უნდა იყოს იმაზე უარესი როცა საყვარელი, საუკეთესო ადამიანი ,,მეგობარი” ,,დაქალი” გულს გვტკენს.. ხო აი ასე უბრალოდ ხდება ეს ყველაფერი თუ რაიმე მიზეზია ? შეიძლება ადამიანში იყოს ამდენი სიბოროტე რომ ერთ დროს საყვარელ ადამიანს გული ატკინოს ან რაიმე საშინელება გაუკეთოს? მართლა არსებობენ ისინი? იქნებ რაღაც დროით არიან ჩვენთან იქნებ ღმერთმა სპეციალურად ჩვენი გამოცდისთვის მოგვიყვანა ისინი? რამდენი კითხვაა უფროსწორად პასუხ გაუცემელი კითხვა ... საიდან სად გადმოვხტი არა?! სასაცილოა როგორი არეული ვარ ანდაც არა ჩემი ფიქრებია არეული მგონია რომ სწორედ ფიქრები გვაგიჟებენ.. ან ფიქრებს მივყავართ ,,რაღაცის” საბოლოო შედეგამდე ... არეულობა, ქაოსი თავში ამაზე უარესი რამდენი რამაა მაგრამ მაინც რა ეგოისტია დამიანი იმაზე არიფიქრებს რომ რაღაც კარგი ხდება ან რაღაც სხვა უფრო უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო ან არსებობს არა ! თავისი მდგომარეობა ჰგონია ყველაზე ცუდი და იქნებ ასეცაა ყველას ხომ თავისი ზღვარიაქვს ყველა ხომ ვერიქნება ძლიერი ან ძალიან ძლიერი? სიტყვაზე ვთქვათ ვიღაცისთვის თუ თითის გაჭრა ოდნავ მტკინვეულია ვიღაცისთვის კი იმ გაჭრილი თითიდან წამოსული სისხლის წვეთიც კი გულის წამსვლელი და ამაფორიაქებელი... ვერაფერს იტყვი ვერ დააჯერებ ვინმეს რომ მისი გესმის არარსერბობს ეს რამდენადაც არ უნდა გავდეს სიტუაციები ერთმანეთს შეუძლებელია ორივე ერთნაირად გრძნობდეს ან განიცდიდეს ერთნაირ ვითარებას შეუძლებელია ... ალბათ სასაცილოა ცოტა გაუგებარიც ან ძალიან გაუგებარი ეს ყველაფერი და პლიუს დაულაგებელი დიახ დაულაგებელია ეს წინადადებები.. აზრები ერთმანეთთან ისევე როგორც ჩემი ფიქრები... თითქოს ყველაფერი გზადაგზა გახსენდება და ცდილობ დროულად დაწერო და გადმოიტანო რომ არ დაგავიწყდეს რომ განთავისუფლდე რაღაცისგან რაც გგუდავს! გახრჩობს ყელში ხელს გიჭერს და გამოსვლის საშუალებას არ გაძლევს.. ჰოდა მე ვცდილობ და მომეცით უფლება რომ გადმოვიტანო ... სასაცილოა როცა ამბობენ სხვას გაუზიარე შენი დარდები და მოგეშვებაო და სადაა ის სხვა რომელიც გაგიგებს? გაგება ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია განა ესმით შენი? განა გულწრფელები არიან შენთან ? ან ის წამიერი შვება რამის მომტანია შენთვის ? იქნებ არის კიდეც მაგრამ რატომ ვგრძნობთ წუთის ან საათის მერე დაღლილობას? იგივეს ან უარესს? იქნებ არაა ისე როგორც გვგონია იქნებ ჩვენი ქვეცნობიერი არაა დარწმუნებული რომ განთავისუფლდი? მაშინრაარის გზა რომ ყველაფრისგან დაიცალო? ტირილი? და აზრი ? მართლა მაინტერესებს როცა ტირიხართ და გეშვებათ მერე ყველაფერი რჩება? მერე აღარ გტკივათ აღარ განიცდით ან როგორ უმკლავდებით გგონიათ რომ გაივლის ხო და ეგუებით? სადღაც შემხვდა ფრაზა მაინც რა საზიზღარია ადამიანი ყველაფერს რომ ეგუებაო და მართალიცაა რატომ უნდა შევეგუოთ ? რატომ? ხანდახან მგონია რომ ვგიჟდები აი ესე ნელნელა ფიქრები ფიქრებს მიყვება და ვერ ვაწყობ ვეღარ გამოვდივარ თითქოს ვიკარგები სადღაც შორს ყველასგან თითქოს რაღაც ისე არაა როგორც უნდა იყოს აი სამყაროდან გადიხარო თუ გიგრძვნიათ როდესმე მიხვდებით მაგრამ რამდენი ხნით შეიძლება ეს მოხდეს სამუდამოდ? როდის დალაგდება ყველაფერი როდის მორჩება ყველაფერი? ან როდის მივხვდებით რა გვინდა ერთმანეთისგან ცხოვრებისგან ან უბრალოდ საკუთარი თავისგან? იცით სულ ამბობენ ბევრს ფიქრობო არ გინდაო მაგრამ როგორ უნდა შევაჩერო ფიქრები? ვცდილობ მაგრამ არ შემიძლია... ყველაფერი ერთიანად აღწევს და ფეთქდება ... თითოეულ სიტყვას მთელი ნერვების ფასად ვარჩევ რომ სწორად გადმოვცე ყველაფერი მაგრამ ვის ვატყუებ ალბათ ამას ხვალ რომ წავიკითხავ ან ზეგ გამეცინება როგორ არეულად მიწერია ყველაფერი და სასაცილოდაც ვიღავისთვის თუ ის ვიღაც მე ვიქნები... რამდენ რამეზე მინდა საუბარი ნეტავ იცოდეთ რამდენი უთქმელი აზრი მაქვს რომ გავაზიარო განა იმიტომ რომ გაგებას ველი ვიღაცისგან უბრალოდ იცოდნენ რომ არსებობენ ადამიანები ვინც მცირეზე მეტადაც განიცდიან რაღაცას ან უბრალოდ ფიქრები აგიჟებთ და ამით შვებას გრძნობენ? წერით.. ეს შვება არარის ეს უბრალოდ ცოტახნით დასვენებაა ტვინის და გადმოტანა რვეულში ფურცელზე ... ბოლოს ან ბოლო არასდროს იქნება ასე მგონია უბრალოდ ამ ეტაპზე არ ვიცი საუბარი საიდან დავიწყო და მოდი ცოტახნით ასეთი არეული ნაწერით ვიქნები შენთან მკითხველო და დროთა განმავლობაში დავლაგდები და ყველაფერს ნაწილებად გადმოგცემ იქნებ ამან მიშველოს იქნებ როდესღაც ვიპოვო იმ ყველა კითხვაზე პასუხი რაც არსებობს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.