მეგობარი ??!
რამდენად უცნაურია ადამიანი. უბრალო დიდი ხნის ნაცნობს ეძახის მეგობარს და შემდეგ წუწუნებს – ეს რა მეგობარია, თუ ჭირში გვერდით არ დამიდგაო. ხომ, ასეა… უბრალო ნაცნობი და საერთოდ უცნობი განა ერთი და იგივე არ არის ? მათ შორის განსხვავებას მხოლოდ იმას ვხედავ, რომ უცნობზე ნაკლები იცი, ვიდრე უბრალო ნაცნობზე.. აბა, ლხინში უცნობიც დიდი სიამოვნებით დაგიჯდება გვერდით და დიდი სიხარულით შესვამს შენს სადღეგრძელოს.. და მეგობარი ? მეგობრის მნიშვნელობა თუ იცით საერთოდ?… მეგობარი განა ის ადამიანი არ არის, რომელთანაც დიდი ნდობა და სიყვარული გაკავშირებთ? ურთიერთგაგებაზე უკვე ლაპარაკიც არ არის საჭირო.! მეგობარია ორი სული ერთ სხეულში, როდესაც არ გეშინია იყო მასთან ის რაც ხარ, როდესაც მძიმე მომენტებში შენთანაა და ცდილობს გაგამხიარულოს. მე ესეთი ვიცი მეგობრობა! A friend is someone who knows all about you and still loves you. Elbert Hubbard There is nothing I would not do for those who are really my friends. I have no notion of loving people by halves, it is not my nature. Jane Austen მეგობარს ისევ ის სევდა… ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება, ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი! ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება? არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი? ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში, რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული, მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული! სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით… რარიგ სცდებიან… მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით. შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი… ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა – წამება, ნავს გავაცურებ… მეგობრული შენი ღიმილი იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება! -გალაკტიონ ტაბიძე ბევრი მეგობრის ყოლას, ერთი გყავდეს და ისიც ნამდვილი ჯობიაო ამბობენ და ალბათ, ეს გამონათქვამი არაერთისთვისაა ცნობილი. ბევრჯერ მიცდია მეცხოვრა ისე, რომ ყველასთან მემეგობრა და ყველასთვის კარგი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაოდ. ყოველთვის, როდესაც ცუდად ვიყავი, როდესაც ასე ძალიან მჭირდებოდა მეგობრების გვერდში დგომა, პრობლემის წინაშე მარტო ვიდექი და ვტიროდი, ვტიროდი იმის გამო კი არა, რომ მძიმე სიტუაციაში ვიყავი, არამედ იმის გამო, რომ ამ რთულ მომენტში მარტო ავღმოჩნდი და ყველა, ვისაც მეგობარს ვეძახდი, გაქრა უკვლოდ და მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ცისარტყელა გაიშალა თავისი შვიდივე ფერით. სწორედ ამიტომ, ჩემი მეგობარი მხოლოდ ის არის, რომელიც ახლა გულში მიზის და ამ სიტყვებს ჩუმ-ჩუმად მკარნახობს, მაგრამ შენ, ვინც ეხლა ამას კითხულობ, თუ გყავს ნამდვილი მეგობარი გაუფრთხილდი და არასოდეს, არასოდეს უღალატო მას! ხოლო მას, ვისაც არ ჰყავს ასეთი ადამიანი გვერდით გისურვებ, რომ მალევე გაიცნო და დაბერდე მასთან ერთად !! What is a friend? A single soul dwelling in two bodies. Aristotle I think if I’ve learned anything about friendship, it’s to hang in, stay connected, fight for them, and let them fight for you. Don’t walk away, don’t be distracted, don’t be too busy or tired, don’t take them for granted. Friends are part of the glue that holds life and faith together. Powerful stuff. Jon Katz Friendship is the hardest thing in the world to explain. It’s not something you learn in school. But if you haven’t learned the meaning of friendship, you really haven’t learned anything. Muhammad Ali |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.