შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობა სახელად სიყვარული


7-03-2019, 21:30
ავტორი mother_of dragons
ნანახია 1 233

რას ვგრძნობთ ადამიანები იმ დროს როდესაც ვხვდებით, რომ ვიღაცას ვაწყენინეთ, გავაბრაზეთ ან თუნდაც გული ვატკინეთ? ამ მომენტში ვის დადანაშაულებას ვიწყებთ? საკუთარი თავის თუ იმ ადამიანის ვისაც ზედმეტად ახლოს მიაქვს ყველაფერი გულთან? გვქენჯის კი სინდისი? ვაანალიზებთ ჩვენს ქმედებას? ვხვდებით შეცდომას? თუ ისევ და ისევ განვაგრძნობთ ცხოვრებას ვითომც არაფერი? განა არსებობს ადამიანი ამქვეყნად, რომელსაც არაფრად ანაღვლებს საყვარელი ადამიანის გულისტკივილი? და გინდათ თქვათ რომ ამ ყველაფერის შემდეგ სახლში მისვლისას საწოლში ტკბილად იძინებს? ყველანაირი ზედმეტი ფიქრის გარეშე? უშფოთველად?! შეიძლება, არის კიდეც, თუმცა თითოეულ ჩვენგანს იმედი აქვს რომ ასეთი ადამიანი არ იმყოფებიან ჩვენს გარშემო.თუმცა ადამიანები ყოველთვის ცდებიან, როდესაც რაღაცაში 100%-ით არიან დარწმუნებულნი. ადამიანი რომელთანაც მთელი შენი ცხოვრებაა მეგობრობ, შეიძლება 1 წუთში შეიცვალოს და 180 გრადუსით მობრუნდეს შენს მიმართ. და აი ამ დროს უსვამთ საკუთარ თავს კითხვას: თუ რატომ მოხდა ესე? ვის გამო? რა დაუშავე? განა ცუდად მოეპყარი ან არასწორად უთხარი რამე? შენ რომელიც მთელი ცხოვრება მხარში ედექი, ლხინში თუ ჭირში, შენ რომელიც ავადმყოფობის დროს წამლები ამოგქონდა, საჭმელს უმზადებდი, ღამეს უთევდი, დალევის დროს კი ტელეფონს უმალავდი სისულელე რომ არ ჩაედინა და თავს უჭერდი თავით უნიტაზში რომ არ ჩავარდნილიყო, ახლა კი ზურგს გაქცევს , არაფრად გაგდებს და სულიერად განადგურებს. აი ზუსტად ამ ადამიანებს მივყავართ სიგიჟემდე, ვინც მთელი გულით გვიყვარს, ვაფასებთ და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის. ეს გრძნობა და მხოლოდ ეს გრძნობა ის, რომელიც ყველას ღუპავს და თან მის გარეშე ცხოვრებას ფასი არ აქვს, ეს არის გრძნობა სახელად „სიყვარული“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent