დამჭკნარი გვირილა
შარშან იყო... ახლი წლების პერიოდში... ცირკში იყვნენ... და მართლაც,რომ ჩვენი ცხოვრება ცირკია... ცირკი დასრულდა... ახალი წლიდან,ახალი ცირკი დაიწყება... ცხოვრება,ხომ რვეულს გავს... მას ბევრი ფურცლები აქვს და ყველა ფურცელი განსხვავებული ნაწერითაა სავსე წელს მტკივნეული ნაწერი იყო,სევდიანი ცირკი... ცირკი ჯამბაზების,კლოუნების გარეშე ცირკი სიცილის გარეშე... ცირკი პოპ-კორნის გარეშე. ეს იყო ცირკი დიდი ტკივილით სავსე,საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველანი გავნადგურდით... გვირილამ დაგვტოვა, ამ ქვეყნიდან წავიდა,მიატოვა თავისი თბილი ,ტკბილი,მზრუნველი,პატარა ოჯახი. მიატოვა მეგობრები,რომლებსაც ძლიერ უყვარდათ რომლებიც მის გამო თავსაც კი გაწირავდნენ. მიჭის წერა,ხელი მიკანკალებს...ვტირი,უშენობა ერთი დიდი სიცარიელეა ნეტავ ახლა აქ იყო.. ნეტავ ახლა ჩემ გვერდით იყო და მეუბნებოდე,რომ რა ხდება სკოლაში,რა ქულები მიიღე-ო,დღემ როგორ ჩაიარა-ო? ისევ მინდა ძველი დრო... მენატრები,მენატრები ძლიერ ჩვენი გიჟური დღეები მენატრება, ჩვენი ჩხუბი მენატრება, ჩვენი ხუმრობა მენატრება, ჩვენი ერთგულება, პატივისცემა ერთმანეთისადმი ოჯახს დააკლდები გვირილავ, ფითქინავ... შენი ენერგია მოგვაკლდება, შენი ძლიერი ხასიათი, შენი მიზანდასახულობა, ბრძოლა სიცოცხლისთვის... სიკვდილის წინ,ამბობდი არ მინდა სიკვდილიო,ბოლომდე იმედით სავსე იყავი,რომ კარგად გავხდებიო მაგრამ არ მოხდა ასე..ახლა შენ ანგელოზი ხარ, შენი პატარა ბიძაშვილის თქმის არ იყოს ახლა შენ ცაში ხარ და ყვავილებს კრეფ ჩვენთვის... ლამაზ,ფერად,ნაზ ყვავილებს... შენ,მოკრიფე მუდამ გვირილები ჩვენ შენს ყვავილებს არასდროს დავაჭკნობთ და არც შენს უკვდავ სილამაზეს... ხშირად მიჩნდება კითხვები მანდ რა ხდება,რას აკეთებ? ხომ კარგად ხარ? ალბათ მანდ უფრო მშვიდად ხარ ანგელოზო... მანდ ხომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერია...იმ ქვეყნად,ხომ ყველა კეთილია... მაგრამ ამ ყველაფრისდამიუხედავად მაინც ძალიან მენანები,რადგან ძალიან ახალგაზრდა იყავი...ვერ იცხოვრე ისე როგორც საჭირო იყო,ნუთუ 40-წელი ყოფნის ადამიანს სიცოცხლისთვის,ცხოვრებისთვის და ამ სამყაროს გასაცნობად? ალბათ,მანდ იგრძნობ ნამდვილ ცხოვრებას და სიცოცხლეს... მანდ იქნები უფრო ბედნიერი, გახარებული... გვირილავ,მუდამ შენით ვიამაყებ... მუდამ გვირილებს დაგიკრეფ ... არ მჯერა,არც დავიჯერებ,რომ გარდაიცვალე...მუდამ ასე დაგიწერ სტატიებს,პოსტებს,ლექსებს,მოთხრობებს...მუდამ დაგელაპარაკები როგორც ადრე... გვირილავ,მენატრები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.