შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეეზოვე (ბანალურად)


8-11-2019, 23:36
ავტორი Aleksiii17
ნანახია 1 347

ერთხელ მეეზოვეს ვეჩხუბე. რა ერთხელ, მგონი, ყველა მეორე მეეზოვესთან ვკამათობ. რატომ ზუსტად არ ვიცი, უბრალოდ გაღიზიანების ფაქტორი მიმძაფრდება, როცა ვხედავ, თუ როგორ უნამუსოდ აფუჭებენ მეეზოვეები ეზოს სილამაზეს. არ მესმის, როგორ არ უნდა ამიტაცოს გრძნობამ და როგორ არ უნდა შევეჯაჯგურო. ხო, ხო ვიცი, რომ ეს მათი საქმეა, ამისთვის არიან და თავიანთ ვალდებულებას ასრულებენ, მაგრამ ვთვლი, რომ მეეზოვეს უბრალოდ დაგვა არ ევალება. მგონი, მას არც უბრალოდ სისუფთავის დაყენება აქვს მოვალეობად მიკრული.
ჩემთვის, მეეზოვე ეზოს სილამაზის წყაროა. მისი ფუნქცია სულ სხვანაირია, უფრო სწორია, უფრო სუფთაა. ის კი არა, ყოველ დილით მობღვრემილი და მობეზრებული სახეებით რომ დგებიან შუა ეზოში და უმოწყალოდ იქნევენ ცოცხხს აქეთ-იქეთ, თითქოს პირად პრობლემებს ვერ აგვარებენ და ბუნებაში ანთხევენ ბრაზს. ყველაფერს ერთად რომ აყოლებენ ცოცხის მოსრიალებით და ერთ დიდ ნაგვის გუნდას კრავენ ეზოს კუთხეებში. ეს არ არის მეეზოვე. ეს არ არის ეზოს გული.
რასაკვირველია, ის სიგარეტის ნამწვავი თუ ნაყინის ცელოფანი უნდა აალაგოს, მაგრამ არ მესმის, რას ერჩის ფოთლებს. რას ერჩის ბალახს, წიწვებს, აქა-იქ მიმოფანტულ ქვიშას თუ კენჭებს. რა დაუშავა ბუნებამ. ეს ხომ ულამაზესია.
წარმოუდგენელია ადგილი ბევრი ყვითელი თუ წითელი ფოთლით, მწვანე თუ განარინჯისფერებული ბალახით, წითელი და უხეშად რუხი კენჭებით იყოს მორთული, ვინმემ ასწიოს ხელი და თქვას: არ მომწონსო! და თუ ასეთი არახელოვნური ვინმე მაინც ჩამივლის, მასთან მივალ და აუცილებლად თამამად მოვუყვები მისი არაკომპოზიტური აზროვნების შესახებ.
მზე მეეზოვესთან ერთად ამოდის. ეს ასე უნდა იყოს. სხვადასხვა მზეს სხვადასხვა მეეზოვე სჭირდება. შემოდგომის მზე. ალბათ, ყველაზე სათნო და პირნათელი მზეა. ის მეეზოვე და ფოთლები განსაკუთრებულ ძალას ატარებენ. აქ ხომ უამრავი ყვითლის ჰარმონია ერრევა ერთმანეთს. ეს ხომ ყვითელი ფერის მეფობის დროა. უბრალოდ ყვითელი გარემო უკვე სასიამოვნოა და როცა ამას ემატება ფოთლებში მოფხაკუნე ბავშვების სიცილი, ეს უბრალოდ სასიამოვნო აღარაა. არა მარტო ბავშვები, გამოგიტყდებით და მე და ჩემი მეგობრებიც ბევრჯერ გავსულვართ გარეთ მხოლოდ ფოთლებში საცურაოდ, ფოთლებით საგუნდაოდ, ფოთლებით გასართობად. მახსოვს, გოგოსთან ვიკაამათე ამის გამოც. თავს იფასებდა, ძირს ნაგდებ ფოთოლს როგორ შევეხოო? საინტერესოა, ხომ? სხვა რამეებს ღიმილით ეხებიან სადმე ბნელ სადარბაზოებში ვიღაცის მიფურთხებულ-მისაქმებულის გვერდზე და ახლო მეგობართან ერთად ფოთოლი ვერ აუღიათ ძირიდან. ((( ეს ხომ მარტო მეეზოვეს არ უნდა წყინდეს. ეს ხომ უკვე წყენაზე მეტიც უნდა ხდებოდეს.
როცა ყვითელი ფერის მეფობის ხანა მთავრდება, ზამთრის სითეთრე გადმოდის შეტევაზე. აუუ რა დაუნდობელია! ზამთრის სიცივე რთული ბარიერი ხდება ცოცხიანი ადამიანისთვის, თუმცა მას მაინც შეუძლია შექმნას ოდნავ ლურჯი, მაგრამ ზღვისფრად სასიამოვნო სივრცე, სადაც ყვითელი ტახტი თეთრად იღებება. რა თქმა უნდა, ჩვენთან, თბილისში, თეთრი ტახტი ხშირად ცარიელი რჩება და თოვლის გუნდების ბედნიერებას ვერ ვიღებთ. საერთოდაც თბილისის ზამთრის მზე ყავისფრად და ტალახისფრად გვანათებს. გარეთ კიდე ისეთი სუსხია, ერთი შენობიდან მეორეში თავპირისმტვრევით გავრბივართ. აღარავის გვახსოვს აღარც მზე და აღარც ეზოს სილამაზე. ყველასგან მიტოვებულ ეზოში კი- ცარიელ საქანელებს და სველ სასრიალოებს მეეზოვეს იმედიანი თვალები ანათებენ. ასე უნდა ხდებოდეს! სველ გარემოში აქა-იქ მიმოფანტული, მკვდარად შემორჩენილი ფოთლები რომ ყრია და შველას ითხოვენ. ხალხო თვალი გაახილეთ და აღიარეთ: ეს ხომ ღვთიურია!
ამ სითეთრეს გაზაფხულის მწვანე და ვარდისფერი ღებავს. მოდი ვაღიაროთ, გაზაფხულს მეეზოვე არ სჭირდება. იშვიათად, ძალიან იშვიათად, უბრალოფ იმ ყვავილების ფოთლების თუ ცაცხვის ხიდან ჩამოყრილი ნაყოფის ირგვლივ გასატანად. მხოლოდ ამისთვის, და ისიც მხოლოდ ლურჯი მთვარის დღეებში. ხალხიც რაღაცნაირად გულგრილია ამ დროისადმი. ვერც გავამტყუნებ ალერგიები და ვირუსები აქ იჩენენ საბოლოოდ თავს. ვინც სეირნობს ტკბება, ვისაც ეშინია, ერიდება. რას ვიზამთ..?
ესეც იცვლება 3 თვეში და ზაფხული დამოკიდებულია მეეზოვეზე. ამ დროს გაზაფხულის ძირს დაყრილი სილამაზე ხეებზე ადის და სიმწვანე ეზოს ბნელ ქვაფენილს აღარ ეხება. სათნო ქვის ბილიკი ბანალური სერი ხდება და მხოლოდ ალაგ-ალაგ, ისიც კიდეებში არიან ამოსული ყვითელი ყვავილები, რომლებიც ყველას გვიჩუქებია საყვარელი ადამიანისთვის და არავინ ვიცით რა ჰქვია... ამ დროს მეეზოვეს ცარიელი ფურცელი აქვს, ამ ფურცელზე დასახატად არც ფანქრები აქვს, არც ფლომასტერები. არაფერი, გარდა ერთგული ცოცხისა. მხოლოდ მზე ამოდის და ჩადის.
ვთვლი, რომ მეეზოვეს მზისგან დაღლილი თვალები და ცოცხისგან ჩამოლეწილი თითქმის უფერო ხელები, ერთ-ერთი ყველაზე ღვთაებრივი რამაა პატარა დედამიწაზე.
ყოველთვის მინდოდა მეეზოვეს თავში ჩამეხედა. ჩემებური მეეზოვეს თვალით დანახვა. მისი ფანტაზია უკიდეგანო უნდა იყოს, მისი გამოჩენის არეალი, თითქოს ჰორიზონტი და ფუნჯებია. მეეზოვეს აზრები მუდამ ფერადი მიმაჩნია, მუდამ მწვანე და ყვითელი.
მეეზოვეს შეუძლია შექმნას ნებისმიერი ტერიტორიიდან ხელოვნება. ის იღებს თავის ფოთლებისფერ ფუნჯებს და ჰაეროვნად ღებავს სივრცეს. ყველა ფერის უჰარმონიულობის მიუხედავად, მას მაინც შეუძლია დააყენოს სასიამოვნო, ბუმბულისფერი ატმოსფერო.
მეეზოვე ატრიალებს ეზოს, მასთან ერთად იღვიძებს მზეც. ის ხატავს პეიზაჟებს და ქმნის პორტრეტებს. ის ხედავს ნატურმორტს და ექაჩება ხელოვნებას. მეეზოვე ხომ ეზოა. ხელოვნება ხომ ვნებაა. ისინი ხომ ერთმანეთს სჭირდებათ.
დროს მეეზოვეები გვითვლიან. ????



№1  offline წევრი წერო:)

ეეუუჰ დავიბენი და დავიკარგე მაგრამ კაი რომ იყო ეგ ვიცი.
ახლა ამაზე ფიქრში დამეძინება რა იყო ნაგულისხმევი დდ

 


№2  offline წევრი liilu

იცი რა ძალიან მაინტერესებს არა ის თუ როგორ დაწერ რაიმე ისტორიას არამედ ის თუ რა თემას(პრობლემას) აიღებ და გაშლი ისტორიაში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent