შენი თვალები
მზეს რომ თვალები ჰქონდეს, რა ფერის იქნებოდნენ ნამდვილად არ ვიცი,ხოლო შენს თვალებში ის სითბო ვიპოვე,რომელსაც სამყაროში ვეძებდი და სწორედ მათ შეუცვალეს პირველად ჩემს გულს ბიძგების ინტერვალი. ნოემბერია,ფანჯარასთან მჯდომი დავარსკვლულ ცაზე ფეიერვერკების წვიმას ვუყურებ და მახსენდება, ფეიერვერკის ფონზე შენი ხმის ჟღერადობა. ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო, სექტემბრის პირველ რიცხვებში. დამშვიდობებისას,შენს ბავშვურ ტონს და თბილ სიტყვებს მოგონებები ფრთხილად ინახავენ. მახსოვს,შენი დამთბარი ხმა ჩემს სიზმრებსაც ეფერებოდა. იმ ღამით გაბრწყინებულმა ფეიერვერკმა,შენი ბოლო სიტყვები თან გაიყოლა,ახლა კი კვლავ ჩამესმის შენი მზენარევი ხმა. ჩვენი ბოლო საუბრიდან ფიქრების ნაბიჯებმა პირველ შეხვედრამდე მიმიყვანა. ის ღამე იმდენ სითბოს ინახავს,რომ მთელ ანტარქტიდას დაადნობდა. მახსოვს,როგორ აღიქვამდნენ შენი თვალები ჩემს თითოეულ დეტალს,თითქოს ღრმად იბეჭდავდნენ მეხსიერებაში. როცა შენი თითები ჩემს თმად შეეხნენ, მაშინ დაიწყო ვარსკვლავთცვენა,რატომღაც სურვილის ჩაფიქრება არც კი გამხსენებია, მხოლოდ შენ გიყურებდი, იქნებ სწორედ იმიტომ,რომ შენი ყურების გარდა,სხვა სურვილი არც მქონდა. ჩამოვარდნილი ვარსკვლავები ჩემს თმაში ჩაიძირნენ, შენმა თვალებმა მისი ბზინვარება აირეკლეს და მაშინ შეგადარე ცას,-ღამის ცას, რომელსაც ჩემი თმა სჭირდება, ვარსკვლავებით რომ აიკინძოს. მახსოვს, თუ როგორ ნერვიულად ვაცეცებდი თვალებს დაბნეულობისგან, მაგრამ ყველაფერი უღიმღამო ნაცრისფრად მეჩვენებოდა,შენი თვალებიდ გარდა. უეცრად სამყაროს ყველა ბგერა სიშავემ მიისაკუთრა და მხოლოდ შენი ხმა მესმოდა, ხო ისევ და ისევ შენი ხმა,რომელიც ჩემი მუზის განუყოფელ ნოტად რჩება. კანი ღამის სიოს ვეღარ გრძნობდა, თითქოს ის არც არასდროს არ არსებულა,მხოლოდ შენს შეხებას აღიქვამდა,რომელიც მზეზე მეტად ათბობდა მას. ბევრი არ გვისაუბრია, თვალების იმ წამიერი შეხვედრით, უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო. არც დამშვიდობების დროს გვითქვამს რამე, ამ დროს მონატრება საუბრობდა, რომელიც ახლაც შენზე მესაუბრება. იმ ღამიდან ერთი კითხვა გამომყვა, - ნეტავ ელოდნენ შენი თვალები ჩემს კვლავ ხილვას, როცა უკვე მიმავალდ მხედავდნენ? არ ვიცი რამდენი დრო გავიდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან ბოლო საუბრამდე, ან ბოლო საუბრიდან დღემდე, მაგრამ შენდამი მონატრება კვლავაც არ განელებულა. მზეს თუ თვალები არ აქვს, ეს იმიტომ, რომ შენ გაჩუქა. ახლა მე შემიძლია კალმად სხივები გამოვიყენო, ფურცლად ცა და დავწერო მოთხრობა, სახელად შენი თვალები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.