შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,სამი გაზაფხული,,


14-12-2019, 20:09
ავტორი ALINO
ნანახია 1 161

სახლი რომ დავკარგეთ მე და ჩემმა ოჯახმა ,მას შემდეგ მომთაბარე ტომივით ვცხოვრობთ ,ხან იქ ხანაც აქ .თავიდან მეგონა, რომ ჩემი სახლის გარდა სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი ,ვერ შევეგუებოდი სხვა კედლებს, ვერ ვისუნთქებდი ,ვერ დავიძინებდი და ბედნიერი ვეღარასოდეს ვიქნებოდი.ნაწილობრივ ასეც არის ,ნაწილობრივ კი არა ,რადგან ადამიანი დროთა განმავლობაში ყველაფერს ეგუება ,ყველაფერს ...დიახ ,ყველაფერს .ახლობლების სიკვდილს , დამცირებას ,ცუდად ყოფნას ,ლაფში ამოსვრას ,თითქოს იმუნიტეტს იმუშავებს ნებით და არაფერს აკეთბს იმისთის, რომ არაფრით შეეგუოს ამ რეალობას და მეტიც უკეთესობისკენ შეცვალოს იგი. არ ცდილობს რომ,უკან დააბრუნოს და დაიბრუნოს ადამიანები , ყველაფერი კარგი ,ბედნიერი ,რაც წარსულში ჰქონდა მას.
განსაცდელის დროს ადამიანს ორი გზა აქვს, აქაც შანსები ორმოცდაათი/ ორმოცდაათზეა ,ან რეალობა წაგიყვანს ან შენი თავი შენს არჩეულ გზაზე .
პირველი გზა არის , დაცემა ,გაბოროტება და საკუთარი თვის დაკარგვა. მეორე გზა არის ,აღდგომა , გაძლიერება , პიროვნებად ჩამოყალიბება და საკუთრი თვის პოვნა . შენზეა ან შენს გარემოებაზე ,რომელი გზით გაივლი დარჩენილ ცხოვრებას ,მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემს ,შენს და ჩვენს ხელშია.
სახლი რომ დავკარგეთ და იქედან გადმოვედით ერთი სახლში დავბინავდით ჩვენს ძველს სახლთნ ახლოს ,თუმცა მაინც შორს . ჩემი საძინებლის უკან კი ტყემლის დიდი ხე იდგა,რომელიც წელიწადის დროების მიხედვით იცვლებოდა .მოდი დავიწყოთ ზამთრით , რადგან ზამთარში გადავედით იქ. ზამთარში უსიცოცხლო ,გაძარცვული ხე იდგა ჩემს ფანჯრებთან ,რომელიც ჩემსავით ცარიელი იყო და არაფერი ებადა ფესვების გარდა, ზამთარში არ მიყვარდა ფანჯრიდან ყურება ,უფრო სწორად ჩემი სახლის ფანჯრებიდან ყურება მიყვარდა,ამ ფანჯრებიდან კი არა. გავიდა ზამთარი და მოვიდა გაზაფხული ,ზამთრის მიწურულს შევამჩნიე რომ ხე ცოცხალი იყო ,ძალიან ცოცხალი, უფრო ცოცხალი ვიდრე მე. ნელ-ნელა იცვლიდა ფერებს ,ნელ-ნელა იმოსებოდა და იმკობდა ყელს ამაყად თავისი ძვირფასი ყვავილებით. თვეების შემდეგ პირველად გავიხედე ფანჯრიდან , პირველად გამიჩნდა ფანჯრიდან უსასრულოდ ცქერის სურვილი და ეს იყო გაზაფხულის თვეს მაშინ,როდესაც უჩვეულოდ ლამაზი იყო ტყემლის ხე,უჩვეულოდ ლამაზი, ლამაზი ყვავილებით ,ყვავილებს კი თბილი ვარდისფერი ფერი ჰქონდა გარეული . დაძინებისას ფარდებს გადაწეულს ვტოვებდი ,რომ დილით პირველს თვალის გახელისას ეს ტყემლის ყვავილები დამენახა.ზაფხულზე უკვე ნაყოფს იღებდა და ისე ლამაზად აღარ მეჩვენებოდა ,გაზაფხულის გასვლის შემდეგ წესით ფანჯრიდან ცქერის სურვილი ნელ - ნელა უნა გამქრალიყო მეორე გაზახულის მოსვლამდე ,მაგრამ ასე არ მოხდა რადგან ეს ხე შემიყვარდა, ყვავილებით და ყვავილების გარეშეც. გაზაფხულზე,ზაფხულზე ,შემოდგომაზე და ზამთარზე თითქოს ერთნაირი თვალებით ვუცქერდი მას ,თუმცა არა, გაზაფხულის მოსვლისას სხვა სხივს ვხედავდი ჩემს თვალებში, სხვა გულის ძგერას და სხვა ემოიაცს ვგრძნობდი.
ქარის და წვიმის მეშნოდა ძალიან მეშინოდა ,რადგან წამებში მიჰქონდა დაუკითხავათ ჩემი ლამაზი ყვავილები და თავს იმით ვიიმედებდი ,რომ შემდეგ გაზაფხულს ისევ აღდგებოდნენ ფენიქსივით ცეცხლიდან ჩემი ტყემლის ხის შვილები ,ლამაზი თვბილვარდისფერ ფერ ნარევი ყვავილები .
წინა წელს კი მოხდა იმის, რისიც მეშინოდა,დიდი ქარი და წვიმა მოვარდა და ხის დიდი ტოტი მოგლიჯა ,გაანადგურა და გააქრო. გული შემეკუმშა ,თითქოს მე მომაჭრეს სხეულის რომელიღაც ორგანო ,თითქოს მე დამტოვეს ნახევრად ცარიელი ასე უმოწყალოდ.
სახლი რომ დავკარგეთ და იქედან გადმოვედით მას შემდეგ სამი გაზახული გავიდა , სამი გაზახული, სამი გაზაფხული ვუცქერდი ,,ჩემს ხეს,, სამი გაზაფხული მაბედნიერებდა მისი ყურება , სამი გაზაფხული ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა.

დიდი მადლობა სამი გაზაფხულისთვის.


ავტორი: A L I N O

ვინ ვარ და საიდან , რა არის ჩემი ჰობი, როგორი ვარ და რა არის ჩემი შთაგონება . თავის წარდგენა რომ ამგვარად დავიწყო ყველაზე ბანალური ბანალურობა იქნება.
უბრალოდ გეტყვით რომ ვარ ადამიანი ,რომელის შინაგან ემოციებს და დარდებს ეხმარება წერა.
იქნება შეცდომები და ალბათ იქნება გაუგებრობა,მაგრამ მთავარია რომ ვწერ და ეს მეხმარება.
ახლა კი 10 წლის შემდეგ ვბედავ და საჯაროდ ვდებ ერთ-ერთ ჩემს ჩანახატს , ჩემი ცხოვრებიდან.
არ დაიშუროთ კრიტიკა, მე ეს მეხმარება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent