უჭკუო ნიჭი
ის, ვინც აპირებს რომ წაიკითხოს ბოლომდე, რეკომენდირებულია კითხვასთან ერთად მოუსმინოს Massive Attack - Angel თუ ავიღებთ ნიჭს და ჭკუას, შემდეგ კი შევიგნებთ რომ ეს ორი, სრულიად განსხვავებული ცნება შეიძლება პიროვნებას უკუპროპორციულად გააჩნდეს, გამოდის, რომ ის უგუნური ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს თავისი ნიჭით იპოვოს გასაქანი ამ ცხოვრებაში, თუმცა უჭკუობას ისე ჰყავს ბორკილებში მოქცეული მთელი მისი არსი, რომ ინერციით იმავე ჭაობში აპატიმრებს, რომელშიც ლპება თავისი გათოშილი სული, ლპება იმიტომ,რომ არ იცის, არ იცის საწყალმა, რომ ჭკვიანი კი არა, ნიჭიერია. მის ტრაგიკულ ცხოვრებას კი იმ ერთ სიტყვას აბრალებს, რომელიც დიდი ხანია გაცვითა კაცობრიობის ისტორიამ მას შემდეგ რაც ჰომო-საპიენსად იქცა - ბედისწერა. საწყალი ბედისწერა,რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გვწყალობს, რომ არ ვეთავსებით, არ ვცდილობთ მის დახმარებას, არამედ ვზივართ ჩვენს პატარა კუთხეში,პატარა ლეპტოპთან და განვიხილავთ,რომ ნიჭი ჭკუის უკუპროპორციულია. და თუ ამოვწურეთ ბედისწერის ლიმიტი და აღარ შეუძლია საწყალს აიტანოს ჩვენი უსაქმური აპათეით გამოწვეული დადანაშაულება, კაცის ფანტაზიაა ულიმიტო. ახლა უჭკუობას მივადგეთ და ეგეც განგებას,ან ბანალური რომ არ ვიყო დნმ-ს დავაბრალოთ. მემგონი ბედისწერიდან მშობლებამდე, ბებია-ბაბუამდე, 7-თაობის წინაბრებამდეც მივედი. ისეთი სასოწარკვეთილი და უჭკუო ვარ მე,როგორიც ამ ჩემს პათეტიკურ ნაწერში ჩანს. არც მეტი და არც ნაკლები. ჰო,მაგრამ თუ ვინმე ამ საოცარ მოროშილს კითხულობს, შეგთხოვ,როგორც უკანასკნელი ადამიანი, არ განმსაჯო, იქნებ წაიკითხო და შენთან ერთად წაიღო ეს ჩემი აზრები,რომლებიც თითქოს ადამიანს უნდა მხდიდეს, მაგრამ მე არასდროს მერქმევა ადამიანი, მე, როგორც ადამიანს, ადამიანობა დიდი ხანია აღარ მიცდია. როგორ გავიგოთ გვამზე ერთჯერადი დაკვირვებით, იგი მოკლეს, თუ მოკვდა? მუქი ლურჯი უნდა იყოს კანი, ნარინჯისფერი ,ყვითელი, თუ არ აქვს მნიშვნელობა? რა იწვევს შესიებას? ივარგებს ნეტავ დონორად?! ეფემია! სასწრაფოდ!კვეთა! დილის კაცმა არ იცის რომელი საათია, მე და ჩემი დამხმარე, რომელსაც კაცმა არ იცის რა ჰქვია და კაცმა არ იცის მერამდენედ ვკითხე დრო, სულსწრაფად შემოდის მორგში. ნაცნობი შეწუხებული მზერა. გასაგებია. პარლამენტარი მოკვდა, თუ ვინმე ცნობილი მსახიობი, იქნებ პრეზიდენტი, ან უშიშროების წევრი? ვოცნებობ რომ ვინმე მოკლეს, მე ექსპერტიზის პასუხები უნდა დავმალო და შუბლზე მობჯენილი პისტოლეტით ვიარო მთელი ცხოვრება. მუქარის პისტოლეტით. მერე დრო შეიცვალოს, სისტემაც შეიცვალოს, ამომიქექონ ეს საინტერესო და მივიწყებული საქმე, გამასამართლონ... ასე მაინც მიეცეს ხიბლი ჩემს ცხოვრებას და ჰო.. ამ ფიქრებში როცა ვარ, ნეტავ რას მიგავს სახე?! თითქოს სამამულო ომს ვგეგმავდე. ნიკოლას ხუივოზნაეტი, რაღაც საიდუმლო მთავრობის საიდუმლო წევრი, ესეც კლასიკურად, გაიგუდაო რა(აქ იცინის,უფრო ვიტყოდი რომ ხარხარებს და ცრემლებს ძლივს იკავებს ნაცნობი "კაცმა არ იცის რა ჰქვია") შემოყვანისას ორი „ბნელი“ ტიპი მოვიდა, გაზმა გაგუდა და იქაც ეგრე უნდა ეწეროს, „იქიდანაა“ ბრძანებაო. ხოდა იცი, რაც უნდა ქნა. ოქროს ვდუმილობ, პასუხს არ ვიძლევი. ეს რა, წინასწარმეტყველებაა თუ საბოლოოდ გავრეკე და გადავლახე სიგიჟის საზღვრები. ვდებილობ რაღაცას, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცდილობ, აჟიტირება დავმალო. მკერდის ძვალთან თითქოს ჟრუანტელი იყრის თავს, ყელში სითბო მიგროვდება და შემდეგ იშლება მთელს სხეულში. გვამს დავყურებ და აღარ ვიცი რა ვქნა. ვეღარ ვითმენ. ამბივალენტური განცდები მითიშავს გონებას და სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი რკალი მიჩნდება. დავიწყოთ! ნაზად ვუსვამ ხელსაწყოს მიცვალებულის ბატის კანს. თითქოს ცოცხალია და ჟრუანტელმა თმა ყალყზე დაუყენაო. ვერ ვიტან ბატის კანს, მგონია რომ მართლა ცოცხალია და ვქირურგობ რაღაცას. ვერ ვიტან ქირურგებს, ვხვდები რომ ვერავის ვიტან ,მაგრამ სკალპელის ღმერთები?! ზედმეტია რაღაც! ნეტა ბოღმისგან დროზე ჰაერში არ ვძალადობდე სექსუალურად.(ვცდილობ არ დავიბრაკო გინებებით) ნაზად დანის გასმა?! რა სისულელეა! მომეტებული ძალით ვაჭერ ხელს და შედედებული სისხლი კლასიკურად დგას, არ ინძრევა, თითქოს ჩემი ბრალი იყოს მისი უიღბლობა... გარდაცვლილის სხეულში პოლონიუმ 210ის ისეთი დოზა აღმოვაჩინე, მეც რომ გაოცების ზღვარს შემაყენა, ეს დოზა ალბათ რადიოაქტიურ ქალაქს ამაშენინებდა. წინ რაღაც დოკუმენტი მიდევს, მარტივია. უნდა დავწერო ესე და ესე, ექსპერტიზის პასუხის შედეგად, კიდევ რაღაც და გაიგუდა გაზით. კარგი რა, ვიღაცის ბრძანებები ვასრულო კიდევ. საცერში გავატარებ ამ სიმართლეს, რაღაც საინტერესო მაინც მოხდება. საინტერესო იქნება მაშინ, ჩემს ლიკვიდიზაციას თუ არ მოახდენენ, თუ როგორცაა, ანუ თუ არ გამაგორობენ რა. მიკვირს, რომ მარტო ვარ. დასკვნაში ვწერ:- ნიკოლასი განზრახ იქნა მოკლული რადიოაქტიური, პოლონიუმ 210ით და რაღაც მომაბეზრებელ ფორმალობებს. წერტილს ვსვამ თუ არა შეშლილივით გავრბივარ მორგიდან ტელევიზიაში. ესე ხდება როცა ნიჭერი ხარ,თუმცა უჭკუო. დეტალებზე საუბარი, მოკლედ რომ ვთქვა, მაგრად მეზარება. ტელევიაზიაში ვარ და საჯაროდ ვყვები ყველაფერს რაც ვიცი ამ კაცის სიკვდილის შესახებ. გაგებაში არ ვარ ვინაა, ან რა ხდება. ქვეყნის მოღალატედ არ შემრაცხონ, მაგრამ მაგასაც თავისი კაიფი აქვს, ალბათ.. სახლში ვბრუნდები, წყნარად. ნეტავ ჩემი იმფატიური საქციელები პიროვნულ სისუსტეზე მიუთითებს? მე ხომ ფაქტობრივად აღარ შემრჩა პრაგმატული აზროვნება, სიმართლე რომ ვთქვა, არც არასდროს მქონია. მაღაზიაში შევდივარ, ყურსასმენში james hetfield-ი მიყვირის, რომ the sun will shine. რამოდენიმე ბლოკ სიგარეტს ვყიდულობ. არა, მწეველი არ ვარ, ხანდახან ვეწევი რომ ჭია გავახარო,თან ესთეტიკურია, ხომ ხვდებით?! მაღაზიაში რაღაც ქაოსია, მაგრამ ფეხებზე, ჩემი გამჭირვებია თქო და უკანმოუხედავად გავრბივარ სახლისკენ. ყველას თავი ტელევიზორის ეკრანისკენ იყო მიბრუნებული, მაღიზიანებენ! ეზოში მეზობელი თვალს მაყოლებს, ესღა აკლდა ჩემს ეგოს. ტელეფონიც არ ჩერდება, არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე. უკვე სახლის კართან ვდგავარ და მახსენდება საიდანაც მოვდივარ, რაც ვქენი. ყველაფერი ეჯაჭვება ერთმანეთს და როგორც პერიოდულობის კანონი მიქადაგებს, ჩემი ქმედებების პერიოდულად, ან ახლა გამაგორებენ, ან არასდროს. მოუთმენლად ვაღებ კარებს და სიგარეტის კვამლის ნაკადი სასიამოვნოდ მეხეთქება ალეწილ, სიცივისგან გათოშილ სახეზე. უკვე ვიცი. ყველაფერი ვიცი. აღარ მომიწევს მთელი სიცოცხლე მუქარის პისტოლეტით სიარული. დღეიდან დავისვენებ. აპოკალიფსის ოთხი მხედარივით მეგებებიან შავოსნები და ჰარმონიულად მეჩურჩულებიან:-„შენ უბრალოდ გაიგუდე, გაზით, რა თქმა უნდა“. ძლიერ ბიძგს ვგრძნობ კეფაზე, თითქოს მალე უნდა დავეცე და.. მე ხომ ისიც კი არ ვიცი რა ჩავიდინე, სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.. გაუთვალისწინებელი ჩამატება მინდა სიხარულით ვაცნობო ამ უცნაური სულის პატრონს, რომ ეს ნაწერი ჩემს, "კაცმა არ იცის რა ჰქვიას" ხელთაა. იქნებ გამოვცე და ცოტა ფულსაც გამოვკრა ხელი.(აქ ვიცინი, უფრო ვხარხარებ) ამ ქალის „გმირული“ საქციელი საზოგადოების განსახილველი თემაა. ყველამ იცის ეფემია და ყველა ეფემიაზე ლაპარაკობს. როდესაც მორგის ცივ საკაცეზე მისი ლამაზი სხეული ჩემ წინ ესვენა, ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა მეც მისი ბედი, შევწინააღმდეგებოდი თუ არა ბრძანებებს „იქიდან“. ვინ იყო ნიკოლასი, რატომ მოკლეს იგი, ამას აქ მნიშვნელობა არ აქვს, არც ეფემიასთვის ჰქონდა აზრი. ის მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ ცოტათი გაერთო და გაიხალისა ცხოვრება. ეს არის პატარა, სულელური, ამავდროულად ტრაგიკული ისტორია იმისა, თუ როგორ კვდება ნიჭიერი, თუმცა უჭკუო ხალხი. ნუ შეგებრალებათ, შეიბრალეთ თქვენი თავი! იყავით უნიჭო ქიმიაში, ნუ გამოხვალთ პათანატომები, შეიგნეთ ცხოვრება მთელი არსით, ჭკუით და არა ნიჭით, ნუ დაიღუპავთ ამ ერთი წუთის სამყოფელში თავს! გემშვიდობებით! ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან ჟურნალისტები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.